მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194561.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– დეიდა პოლისთან? და დეიდა პოლი ვინღაა?
‘Aunt Polly! Well, who is Aunt Polly?’
194562.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ჩემი დეიდა პოლი, მის პოლი ჰარინგტონი. მე მასთან ვცხოვრობ.
‘She’s Miss Polly Harrington. I live with her.’
194563.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ჯონ პენდელტონი ელდანაკრავივით შეკრთა.
The man made a sudden movement.
194564.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– მის... პოლი... ჰარინგტონი?! – ამოიბუტბუტა თვალებგაფართოებულმა, – შენ პოლი ჰარინგრტონთან ცხოვრობ?!
‘Miss—Polly—Harrington!’ he breathed. ‘You live with— HER!’
194565.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– დიახ, მისი დისშვილი ვარ.
Yes; I’m her niece.
194566.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
რაც მამა ზეცაში წავიდა, რომ დედასთან და ჩემს პატარა ძმებთან და დებთან ერთად ყოფილიყო, მე აქ, მიწაზე, საქველმოქმედო კომიტეტის წარმომადგენელი ქალების გარდა აღარავინ დამრჩა და დეიდა პოლიმ ამიყვანა.
And after father—went to be with her and the rest of us in Heaven, there wasn’t any one left for me down here but the Ladies’ Aid; so she took me.’
194567.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
მისტერ პენდელტონმა გოგონას არაფერი უპასუხა, თვალები დახუჭა და ბალიშს გაფითრებული, იმდენად გაფითრებული მიესვენა, რომ პოლიანას შეეშინდა კიდეც და გაუბედავად ფეხზე წამოდგა.
The man did not answer. His face, as he lay back on the pillow now, was very white—so white that Pollyanna was frightened. She rose uncertainly to her feet.
194568.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– მგონი, ჯობია წავიდე, – წარმოთქვა ხმადაბლა, – იმედი მაქვს... იმედი მაქვს, ლაბა მოგეწონებათ...
‘I reckon maybe I’d better go now,’ she proposed. ‘I—I hope you’ll like—the jelly.’
194569.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
მისტერ პენდელტონმა მოულოდნელად თავი მოაბრუნა, თვალები გაახილა და მისი მუქი თვალების სიღრმიდან იმხელა ნაღველი გადმოიღვარა, რომ პოლიანამაც კი ლამის ფიზიკურად შეიგრძნო და შეცბა.
The man turned his head suddenly, and opened his eyes. There was a curious longing in their dark depths which even Pollyanna saw, and at which she marvelled.
194570.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ესე იგი, შენ მის პოლი ჰარინგტონის დისშვილი ხარ?.. – ჰკითხა კაცმა თბილად.
‘And so you are—Miss Polly Harrington’s niece,’ he said gently.
194571.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
პენდელტონის მუქი თვალები ჯერაც პოლიანას სახეს შეჰყურებდა, როცა გოგონამ, რომელიც მისთვისვე გასაკვირად რატომღაც ძალიან ღელავდა, ისევ ხმადაბალი ბუტბუტით ჰკითხა.
Still the man’s dark eyes lingered on her face, until Pollyanna, feeling vaguely restless, murmured;
194572.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ჯონ პენდელტონის ტუჩებს უცნაური ღიმილი მოეფინა.
John Pendleton’s lips curved in an odd smile.
194573.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ის წამით მრავლისმეტყველად გაჩუმდა და აშკარად შეეტყო, რომ შეყოყმანდა, მერე კი იმავე ღიმილით განაგრძო, – მაგრამ... იმედი მაქვს, ახლა იმის მტკიცებას არ დამიწყებ, რომ... რომ ეს ლაბა მის პოლი ჰარინგტონმა გამომიგზავნა!.. პოლიანა დაიბნა.
He hesitated, then went on, still with that curious smile. ‘But—you don’t mean—you can’t mean that it was Miss Polly Harrington who sent that jelly— to me?’ he said slowly, Pollyanna looked distressed.
194574.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ა-არა, სერ, დეიდა პოლის ნამდვილად არ გამოუგზავნია. მითხრა, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვა, იფიქროს, რომ ლაბა ჩემგანააო, მაგრამ მე...
‘N-no, sir: she didn’t. She said I must be very sure not to let you think she did send it. But I—‘
194575.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ასეც ვფიქრობდი, – ჩაილაპარაკა პენდელტონმა და თავი მიაბრუნა.
‘I thought as much,’ vouchsafed the man, shortly, turning away his head.
194576.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
კიდევ უფრო დაბნეული და გაოგნებული პოლიანა კი ოთახიდან ფეხის წვერებზე გამოვიდა.
And Pollyanna, still more distressed, tiptoed from the room.
194577.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
შემოსასვლელ კართან მისულმა პოლიანამ ექიმი დაინახა, რომელიც თავის ორთვალაში იჯდა და, როგორც ჩანს, მას ელოდებოდა.
Under the porte-cochere she found the doctor waiting in his gig.
194578.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– აი, მის პოლიანაც, – პოლიანას დანახვისთანავე გაიღიმა ექიმმა, – იცი, უკვე წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა, საკუთარი თავისთვის სასიამოვნო საჩუქარი გამეკეთებინა და ბარემ შენც წამეყ ვანე, აბა რას იტყვი, მომცემ ამის უფლებას?
‘Well, Miss Pollyanna, may I have the pleasure of seeing you home?’ asked the doctor smilingly. ‘I started to drive on a few minutes ago; then it occurred to me that I’d wait for you.’
194579.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ორთვალათი სეირნობა ძალიან მიყვარს, – სახე გაებადრა პოლიანას და დასახმარებლად გამოწვდილ ექიმის ხელს თავისი მიაგება.
I just love to ride, beamed Pollyanna, as he reached out his hand to help her in.
194580.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– მართლა? – გაიღიმა ექიმმაც და კიბეზე მდგარ ახალგაზრდა კაცს დამშვიდობების ნიშნად თავი დაუქნია;
‘Do you?’ smiled the doctor, nodding his head in farewell to the young man on the steps.