მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194581.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– რამდენადაც მივხვდი, საერთოდ ბევრი რამეა ისეთი, რაც „ძალიან გიყვარს“, ასეა? – დაამატა წუთის მერე, როცა ორთვალა საკმაოდ სწრაფად უკვე გზაზე მიგორავდა.
‘Well, as near as I can judge, there are a good many things you ‘love’ to do—eh?’ he added, as they drove briskly away.
194582.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
პოლიანას გაეცინა.
Pollyanna laughed.
194583.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, ჰო, ასეა, – დაეთანხმა ხალისით, – ის, რაც, უბრალოდ, ცხოვრებაა, ყველაფერი მიყვარს.
‘Why, I don’t know. I reckon perhaps there are,’ she ad mitted. ‘I like to do ‘most everything that’s LIVING.
194584.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგიერთი რამე, მაგალითად, კერვა, ხმამაღლა კითხვა და ასეთი რამეები დიდად არ მომწონს, იმიტომ, რომ ასეთ დროს ადამიანი არ ცხოვრობ.
Of course I don’t like the other things very well—sewing, and reading out loud, and all that. But THEY aren’t LIVING.’
194585.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– დეიდა პოლი ამბობს, რომ ეს ყველაფერი „ცხოვრებას გვასწავლის“, – ნაღვლიანი ღიმილით ამოიოხრა პოლიანამ.
‘Aunt Polly says they’re ‘learning to live,’ sighed Pollyanna, with a rueful smile.
194586.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ასე ამბობს? – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა, – თუმცა მისგან არც მიკვირს.
‘Does she? Well, I should think she might say—just that.’
194587.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ჰო... – უპასუხა პოლიანამ, – მაგრამ მე სულ სხვანაირად ვფიქრობ.
‘Yes,’ responded Pollyanna. But I don’t see it that way at all.
194588.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
მგონი ცხოვრებას სწავლა არ სჭირდება.
I don’t think you have to LEARN how to live.
194589.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ექიმმა მძიმედ ამოიოხრა.
The doctor drew a long sigh.
194590.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– თუმცა, მეორე მხრივ, პატარა ქალბატონო, სამწუხაროდ, ზოგიერთ ჩვენგანს... ცხოვრების სწავლა მაინც უხდება, – შენიშნა მან და რაღაცაზე ჩაფიქრებული გაჩუმდა.
‘After all, I’m afraid some of us—do have to, little girl,’ he said. Then, for a time he was silent.
194591.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
პოლიანამ ექიმს მალულად გახედა და გული სიბრალულით აევსო.
Pollyanna, stealing a glance at his face, felt vaguely sorry for him.
194592.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ალბათ, სწორდ ეს იყო მიზეზი, რომ წუთიერი დუმილის შემდეგ მორცხვად წარმოთქვა: – მისტერ ჩილტონ, ჩემი აზრით, თქვენ ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო სამუშაო გაქვთ.
It was this, perhaps, that caused her to say in a timid voice: ‘Dr. Chilton, I should think being a doctor would, be the very gladdest kind of a business there was.’
194593.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ყველაზე სასიამოვნო? მაშინ, როდესაც ყოველდღე, სადაც არ უნდა წავიდე, ადამიანების ტანჯვას ვხედავ? – ჰკითხა დაეჭვებულმა.
‘Gladdest’!—when I see so much suffering always, everywhere I go?’ he cried.
194594.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
პოლიანამ თავი დაუქნია.
She nodded.
194595.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ვიცი, ეს რთულია, მაგრამ თქვენ ხომ იმ ადამიანებს ეხმარებით, ვინც იტანჯება, ასე არ არის?
‘I know; but you’re HELPING it—don’t you see?—and of course you’re glad to help it!
194596.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
თავისთვისვე მოულოდნელად კაცს თვალები ცრემლით აევსო.
The doctor’s eyes filled with sudden hot tears.
194597.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
და ის მიხვდა... უკვე დარწმუნებით იცოდა, რომ ამ პატარა, გასაოცარი გოგონასგან ასე მოულოდნელად მიღებულ და ახლიდან განცდილ აღმაფრენას ამიერიდან ვერც რთული სამუშაო და ვერც დამქანცველი ღამისთევები ვეღარ დაავიწყებდა.
He knew, too, that never again would a long day’s work or a long night’s weariness be quite without that new-found exaltation that had come to him through Pollyanna’s eyes.
194598.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– უფალმა დაგლოცოს, პატარა ქალბატონო, – უპასუხა მღელვარებისგან ჩახრინწული ხმით;
‘God bless you, little girl,’ he said unsteadily.
194599.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
წამის მერე, მისი პაციენტებისთვის კარგად ნაცნობი, გულითადი და იმედიანი ღიმილით დაამატა, – როგორც ჩანს, ავადმყოფებისა არ იყოს, ამ მატონიზირებელი მიქსტურის ყლუპი დროდადრო ექიმებსაც სჭირდებათ ხოლმე!
Then, with the bright smile his patients knew and loved so well, he added: ‘And I’m thinking, after all, that it was the doctor, quite as much as his patients, that needed a draft of that tonic!’
194600.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ექიმის სიტყვებმა პოლიანა საგონებელში ჩააგდო და ამაზე მანამდე იმტვრია თავი, სანამ ფიქრიდან გზაზე, ზუსტად ორთვალას წინ ციყვის გადარბენამ არ გამოიყვანა.
All of which puzzled Pollyanna very much—until a chipmunk, running across the road, drove the whole matter from her mind.