მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194601.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
ექიმმა ჩილტონმა პოლიანა მისი სახლის კართან ჩამოსვა, ნენსის გაუღიმა, რომელიც პოლიანას შესაგებებლად ზღურბლზე გამოვიდა და იქაურობას სწრაფად გაეცალა.
The doctor left Pollyanna at her own door, smiled at Nancy, who was sweeping off the front porch, then drove rapidly away.
194602.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ექიმთან ერთად მშვენივრად გავისეირნე, – გამოუცხადა პოლიანამ ნენსის და კიბე აირბინა, – ძალიან კარგი ადამიანია, ნენსი.
‘I’ve had a perfectly beautiful ride with the doctor,’ announced Pollyanna, bounding up the steps. ‘He’s lovely, Nancy!’
194603.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ჰო. და ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, მისი საქმე ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო საქმეა.
Yes, and I told him I should think his business would be the very gladdest one there was.
194604.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ჰო, როგორ არა! ავადმყოფებთან სიარულში სასიამოვნო რა არის?.. ან, კიდევ უარესი, იმათთან, ვინც ავად სულაც არ არის, მაგრამ ავადმყოფობას იბრალებს?! – დაეჭვებული გამომეტყველებით თვალები მოჭუტა ნენსიმ.
‘What!—goin’ ter see sick folks—an’ folks what ain’t sick but thinks they is, which is worse? Nancy’s face showed open skepticism.
194605.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
პოლიანას ხალისიანად გაეცინა.
Pollyanna laughed gleefully.
194606.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ო, მივხვდი! – წამოიძახა წუთის შემდეგ კმაყოფილმა, – იმის საწინააღმდეგო, რაც მისის სნოუს უთხარი.
‘Oh, I know,’ she chuckled. ‘It’s just the opposite from what you told Mis’ Snow.’
194607.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– საწინააღმდეგო? – გაიმეორა აშკარად დაბნეულმა პოლიანამ.
‘Opposite?’ repeated Pollyanna, obviously puzzled.
194608.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ჰო, მისის სნოუს უთხარი, შეგიძლიათ ის გიხაროდეთ, რომ სხვა ადამიანებიც თქვენსავით არ ავადმყოფობენო, ხომ ასეა?
‘Yes. You told her she could be glad because other folks wasn’t like her—all sick, you know.’
194609.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ჰოდა, ექიმს შეუძლია ის უხაროდეს, რომ თვითონაც ისეთი არ არის, როგორიც სხვები... ანუ, ავადმყოფები, – დაასკვნა საკუთარი საზრიანობით გახარებულმა ნენსიმ.
‘Well, the doctor can be glad because he isn’t like other folks—the sick ones, I mean, what he doctors,’ finished Nancy in triumph.
194610.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ჰმ, ჰო-ო... – აღიარა ბოლოს, – ალბათ ასეც შეიძლება, მაგრამ მისტერ ჩილტონს, სინამდვილეში, სულ სხვა რამე მოვუფიქრე და... იცი, ეს მიზეზი რატომღაც სულაც არ მომწონს.
‘Why, y-yes,’ she admitted. ‘Of course that IS one way, but it isn’t the way I said; and—someway, I don’t seem to quite like the sound of it.
194611.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
დეიდა პოლი პოლიანას სასტუმრო ოთახში დახვდა.
Pollyanna found her aunt in the sitting room.
194612.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ვინ მოგიყვანა, პოლიანა? – საკმაოდ მკაცრად ჰკითხა დისშვილს.
‘Who was that man—the one who drove into the yard, Pollyanna?’ questioned the lady a little sharply.
194613.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ო, დეიდა პოლი, ეს ხომ ექიმი ჩილტონი იყო! იცნობთ?
‘Why, Aunt Polly, that was Dr. Chilton! Don’t you know him?’
194614.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– ექიმი ჩილტონი! აქ რას აკეთებდა?
‘Dr. Chilton! What was he doing—here?
194615.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– უბრალოდ, სახლში მომიყვანა. მისტერ პენდელტონს ლაბა რომ მივუტანე და... მის პოლიმ თავი ასწია და პოლიანას თვალებში შეხედა.
‘He drove me home. Oh, and I gave the jelly to Mr. Pend leton, and—‘ Miss Polly lifted her head quickly.
194616.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
მის პოლი ერთიანად წითლად დაიფოთლა.
Miss Polly grew a sudden vivid pink.
194617.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– უთხარი?! დეიდის ხმაში ლამის ხელშესახებად საგრძნობი აღშფოთებისა და თავზარდაცემის გაგონებაზე პოლიანას თვალები გაუფართოვდა.
‘You TOLD him I didn’t!’ Pollyanna opened wide her eyes at the remonstrative dismay in her aunt’s voice.
194618.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– დ-დეიდა პოლი, თქვენ თვითონ არ დამაბარეთ, რომ ასე მეთქვა? მის პოლიმ მძიმედ ამოიოხრა.
‘Why, Aunt Polly, you SAID to!’ Aunt Polly sighed.
194619.
პოლიანა | თავი XV, ექიმი ჩილტონი
– მაგრამ, დეიდა პოლი!.. არა, არ მესმის... ეს ხომ ერთი და იგივეა... რა განსხვავებაა?! – ნაღვლიანად ამოიოხრა პოლიანამ და წინკარში, შლაპის იმ კაუჭზე ჩამოსაკიდებლად გავიდა, რომელიც დეიდა პოლიმ სპეციალურად მისი შლაპებისთვის გამოყო.
‘Dear me! Well, I don’t see where the difference is,’ sighed Pollyanna, as she went to hang her hat on the one particular hook in the house upon which Aunt Polly had said that it must be hung.
194620.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
პოლიანას მისტერ პენდელტონთან სტუმრობიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, წვიმიან დღეს, ტიმოტიმ მის პოლი ქალთა საქველმოქმედო კომიტეტის მორიგ შეკრებაზე წაიყვანა.
It was on a rainy day about a week after Pollyanna’s visit to Mr. John Pendleton, that Miss Polly was driven by Timothy to an early afternoon committee meeting of the Ladies’ Aid Society.