მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194621.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
როდესაც ის ნაშუადღევს, სამ საათზე სახლში დაბრუნდა, ღაწვები ვარდისფრად უღაჟღაჟებდა, თმა კი, რომელსაც დილანდელი წვიმის შემდგომი ნესტიანი ნიავისგან მოშვებული თმის სამაგრები ვეღარ უჭერდა, ფაფუკ კულულებად და ხვეულებად გაწეწვოდა.
When she returned at three o’clock, her cheeks were a bright, pretty pink, and her hair, blown by the damp wind, had fluffed into kinks and curls wherever the loosened pins had given leave.
194622.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ო, დეიდა პოლი! დეიდა პოლი! არ ვიცოდი, რომ თქვენც გქონდათ! – წამოიყვირა აღფრთოვანებულმა და სასტუმრო ოთახში შესულ დეიდას გარშემო ფეხის წვერებზე ცეკვა-ცეკვით შემოურბინა.
‘Oh—oh—oh! Why, Aunt Polly, you’ve got ‘em, too,’ she cried rapturously, dancing round and round her aunt, as that lady entered the sitting room.
194623.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– რა მქონდა? ო, რა აბეზარი ბავშვი ხარ, პოლიანა!
‘Got what, you impossible child?’ Pollyanna was still revolving round and round her aunt.
194624.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– არ ვიცოდი, არ ვიცოდი, რომ გქონდათ!
‘And I never knew you had ‘em!
194625.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– პოლიანა, იქნებ ამიხსნა, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? – ჰკითხა დეიდა პოლიმ მას შემდეგ, რაც შლაპა ნაჩქარევად მოიხადა და გაწეწილი თმის გასწორება დაიწყო.
‘Pollyanna, what does all this mean?’ demanded Aunt Polly, hurriedly removing her hat, and trying to smooth back her disordered hair.
194626.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ო, არა, არა, გთხოვთ, დეიდა პოლი! – აღფრთოვანებული ტიკტიკი სასოწარკვეთილი მუდარით შეეცვალა პოლიანას, – არ გაისწოროთ!
‘No, no—please, Aunt Polly!’ Pollyanna’s jubilant voice turned to one of distressed appeal. ‘Don’t smooth ‘em out!
194627.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ზუსტად ამაზე გეუბნებოდით, ამ პატარა შავ კულულებზე...
It’s those that I’m talking about—those darling little black curls.
194628.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ო, დეიდა პოლი, შეხედეთ, რა ლამაზად იხვევა!
Oh, Aunt Polly, they’re so pretty!’
194629.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, პოლიანა. ჯობია ის მითხარი, რატომ წახვედი და იმ პატარა მაწანწალაზე უაზრო თხოვნით საქველმოქმედო კომიტეტს რატომ მიმართე?
‘Nonsense! What do you mean, Pollyanna, by going to the Ladies’ Aid the other day in that absurd fashion about that beggar boy?’
194630.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– არა, ეს სისულელე სულაც არ არის, დეიდა პოლი! – წამოიძახა პოლიანამ და ისე, რომ დეიდის კითხვა უპასუხოდ დატოვა;
‘But it isn’t nonsense,’ urged Pollyanna, answering only the first of her aunt’s remarks.
194631.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– თქვენ ხომ ვერც კი წარმოიდგენთ, ასეთი ხვეული თმით რა ლამაზად გამოიყურებით!
‘You don’t know how pretty you look with your hair like that!
194632.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ო, დეიდა პოლი, გთხოვთ, ნება მომეცით, ისევე დაგვარცხნოთ, როგორც მისის სნოუ დავვარცხნე და მერე თმაში ყვავილი გაგირჭოთ!
Oh, Aunt Polly, please, mayn’t I do your hair like I did Mrs. Snow’s, and put in a flower?
194633.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ძალიან, ძალიან მინდა ასეთი გნახოთ!
I’d so love to see you that way!
194634.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– პოლიანა! – ამჯერად უკვე ძალიან მკაცრად წამოიძახა მის პოლიმ.
‘Pollyanna!’ - Miss Polly spoke very sharply.
194635.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
აღარც კი ახსოვდა, როდის იგრძნო ბოლოს, რომ ვიღაცას მისი გარეგნობა და თმა აინტერესებდა?..
When before had anybody cared how she, or her hair looked?
194636.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
როდის იგრძნო ბოლოს, რომ ვიღაცას მისი სილამაზის დანახვა ახარებდა?..
When before had anybody ‘loved’ to see her ‘pretty’?
194637.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– პოლიანა, შენ მე კითხვაზე არ მიპასუხე.
Pollyanna, you did not answer my question.
194638.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– უბრალოდ, მაშინ არ ვიცოდი, რომ სულელური თხოვნა იყო, დეიდა პოლი, თორემ მართლა არ მივიდოდი. მე ხომ მხოლოდ იმ დღეს გავიგე, რომ თურმე ანგარიშში მითითებულ ციფრებს მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჯიმი ბინის აღზრდას.
I didn’t know it was absurd until I went and found out they’d rather see their report grow than Jimmy.
194639.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
მაგრამ არა უშავს, ახლა ვიცი და ჩემს საქველმოქმედო კომიტეტს მივწერე.
So then I wrote to MY Ladies’ Aid ers—
194640.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ჯიმი ხომ შორსაა მათგან, ასე არ არის? ამიტომ ვიფიქრე, რომ მათთვის ჯიმი ბინი დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ინდოელი ბიჭი... დეიდა პოლი, თქვენთვის მეც ინდოელი გოგო ვიყავი, არა?..
Cause Jimmy is far away from them, you know; and I thought maybe he could be their little India boy same as— Aunt Polly, WAS I your little India girl?