მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194641.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
დედა პოლი, გთხოვთ, გთხოვთ, უფლება მომეცით, რა, თმა დაგვარცხნოთ!..
And, Aunt Polly, you WILL let me do your hair, won’t you?
194642.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
მის პოლიმ იგრძნო, რომ უკვე ნაცნობი უმწეობის გრძნობა ეუფლებოდა და თავგზააბნეულმა ხელი ყელზე მოიკიდა.
Aunt Polly put her hand to her throat—the old, helpless feeling was upon her, she knew.
194643.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– მაგრამ, პოლიანა, როდესაც დღეს კომიტეტის ქალებმა შენი მისვლის ამბავი მიამბეს, თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი!
But, Pollyanna, when the ladies Old me this afternoon how you came to them, I was so ashamed!
194644.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
პოლიანა სიხარულისგან ადგილზე ახტა და ისევ თითის წვერებზე ცეკვა დაიწყო.
Pollyanna began to dance up and down lightly on her toes.
194645.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– რა კარგია!.. არ დამიშალეთ, რომ დაგვარცხნოთ, არ დამიშალეთ! არ დამიშალეთ!.. – ატიკტიკდა აღფრთოვანებული.
‘You didn’t!—You didn’t say I COULDN’T do your hair,’ she crowed triumphantly;
194646.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– და ვიცი, ვიცი, ეს დაახლოებით იგივეა, რაც იმ დღეს მისტერ პენდელტონთან წაღებულ ლაბაზე იყო, თქვენ მე მითხარით, რომ ლაბას თქვენ არ უგზავნიდით და თან არ გინდოდათ, რომ მე ეს მისტერ პენდელტონისთვის მეთქვა...
And so I’m sure it means just the other way ‘round, sort of—like it did the other day about Mr. Pendleton’s jelly that you didn’t send, but didn’t want me to say you didn’t send, you know.
194647.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– მ-მაგრამ... პოლიანა! პოლიანა! – დისშვილის შეჩერებას შეეცადა მის პოლი, მაგრამ რაკი არაფერი გამოუვიდა, მღელვარებისგან სუნთქვაარეული უკან გაჰყვა და თვითონაც კიბეს აუყვა.
‘But Pollyanna, Pollyanna,’ remonstrated Aunt Polly, following the little girl from the room and panting up-stairs after her.
194648.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ო, ამოხვედით? – აღფრთოვანდა პოლიანა თავისი ოთახისკენ მიმავალი მის პოლი რომ დაინახა, – მართალია, აქ უკეთესიცაა!
‘Oh, did you come up here?’ Pollyanna greeted her at the door of Miss Polly’s own room. ‘That’ll be nicer yet!
194649.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
აი, უკვე სავარცხელი მომქონდა.
I’ve got the comb.
194650.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– მაგრამ, პოლიანა, მე... მე... მის პოლიმ ფრაზა ვერ დაასრულა.
‘But, Pollyanna, I—I ‘ Miss Polly did not finish her sentence.
194651.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
უკვე კარგად ნაცნობ, უმწეობის გრძნობას დანებებულმა, თავისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ სარკის წინ, დაბალ პუფზე იჯდა და სქელ ტალღებად ჩამოყრილი მისი თმა უკვე პოლიანას მოხერხებული, მაგრამ იმავდროულად ნაზი თითების მფლობელობაში გადასულიყო.
To her helpless amazement she found herself in the low chair before the dressing table, with her hair already tumbling about her ears under ten eager, but very gentle fingers.
194652.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ღმერთო!.. რა ლამაზი თმა გაქვთ, – ტიკტიკებდა პოლიანა, – თან მისის სნოუს თმაზე ბევრად სქელიც!
‘Oh, my! what pretty hair you’ve got,’ prattled Pollyanna; and there’s so much more of it than Mrs. Snow has, too!
194653.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
რა თქმა უნდა, თქვენი თმა უფრო სქელიც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ჯანმრთელი ხართ და ისეთ ადგილებში დადიხართ, სადაც ადამიანები გხედავენ.
But, of course, you need more, anyhow, because you’re well and can go to places where folks can see it.
194654.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ო, წარმომიდგენია, როგორ გაუხარდებათ, თქვენი თმის სილამაზეს რომ დაინახავენ... და, ალბათ, გაუკვირდებათ კიდეც, იმიტომ, რომ ამდენ ხანს მალავდით.
My! I reckon folks’ll be glad when they do see it—and surprised, too, ‘cause you’ve hid it so long.
194655.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ო, დეიდა პოლი, ისე გაგალამაზებთ, რომ თვალს ვერავინ მოგაშორებთ!
Why, Aunt Polly, I’ll make you so pretty everybody’ll just love to look at you!
194656.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– პოლიანა! – ვუალივით გაშლილი თმის ქვეშიდან ყრუდ გაისმა მის პოლის აღშფოთებული ხმა;
‘Pollyanna!’ gasped a stifled but shocked voice from a veil of hair.
194657.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ნეტა ვიცოდე, ამ სისულელეების კეთების უფლებას რატომ გაძლევ!..
I—I’m sure I don’t know why I’m letting you do this silly thing.
194658.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– მაგრამ, დეიდა პოლი, თქვენც ხომ გაგიხარდებათ, ადამიანები აღფრთოვანებით რომ შემოგხედავენ!
Why, Aunt Polly, I should think you’d be glad to have folks like to look at you!
194659.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ლამაზი ადამიანების ან ნივთების ყურება არ გიყვართ?
Don’t you like to look at pretty things?
194660.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
მე ლამაზ ადამიანებს რომ ვუყურებ, ბევრად უფრო მიხარია, ვიდრე, როცა ულამაზოებს ვხედავ, იმიტომ, რომ ძალიან მეცოდებიან.
I’m ever so much happier when I look at pretty folks, ‘cause when I look at the other kind I’m so sorry for them.’