მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194661.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
და კიდევ მიყვარს, როცა ვინმეს ვვარცხნი, – ხალისიანად განაგრძობდა პოლიანა.
‘And I just love to do folks’ hair,’ purred Pollyanna, contentedly.
194662.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
თუმცა მისის ვაიტის თმასაც არა უშავდა, საკმაოდ სქელი ჰქონდა და ერთხელ, როცა დავვარცხნე და გამოვაწყვე, საოცრად ლამაზი იყო... ო, დეიდა პოლი, რაღაც მოვიფიქრე!
Mrs. White’s was pretty nice, though, and she looked just lovely one day when I dressed her up in—Oh, Aunt Polly, I’ve just happened to think of something!
194663.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
მაგრამ ეს საიდუმლოა და ჯერ არ გეტყვით.
But it’s a secret, and I sha’n’t tell.
194664.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ვარცხნილობა თითქმის მზად არის, მაგრამ სულ ერთი წუთიც დამელოდეთ, რაღაცას მოვიტან და ახლავე დავბრუნდები... ოღონდ დამპირდით, დამპირდით, რომ სანამ არ მოვალ, არ ადგებით და სარკეში არ ჩაიხედავთ.
Now your hair is almost done, and pretty quick I’m going to leave you just a minute; and you must promise—promise— PROMISE not to stir nor peek, even, till I come back.
194665.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
სარკეში ის მართალია, უკვე არცთუ ახალგაზრდა, მაგრამ ჯერაც ძალიან ლამაზი, სასიამოვნო აღელვებითა და გაოცებით გამოცოცხლებული, ვარდისფრად ღაწვებაფაკლული და თვალებგაბრწყინებული ქალის სახეს შეჰყურებდა.
She saw a face—not young, it is true—but just now alight with excitement and surprise. The cheeks were a pretty pink. The eyes sparkled.
194666.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ნაწვიმარზე ნიავში სეირნობისგან ჯერ კიდევ ნესტიანი, მუქი თმა შუბლიდან თავისუფალ ტალღებად ყურებზე და კეფაზე ეშვებოდა, ხოლო კეფიდან ულამაზესად ჩამოყრილი, აქა-იქ ფაფუკ, პატარ-პატარა კულულებად ეხვეოდა.
The hair, dark, and still damp from the outdoor air, lay in loose waves about the forehead and curved back over the ears in wonderfully becoming lines, with softening little curls here and there.
194667.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
მის პოლი სარკეში საკუთარმა ანარეკლმა ადგილს მიაჯაჭვა და იმდენად გააოცა, რომ სანამ ოთახში სირბილით დაბრუნებული პოლიანას ფეხის ხმა არ გაიგონა, ისიც კი დაავიწყდა, რომ წუთის წინ თმის თავიდან დავარცხნას და ჩვეულებრივად შეკვრას აპირებდა.
So amazed and so absorbed was Miss Polly with what she saw in the glass that she quite forgot her determination to do over her hair, until she heard Pollyanna enter the room again.
194668.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
მერე კი, განძრევაც ვერ მოასწრო, რომ პოლიანამ თვალებზე რაღაც ააფარა და კეფაზე მაგრად შეუკრა.
Before she could move, then, she felt a folded something slipped across her eyes and tied in the back.
194669.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– პოლიანა!.. რას აკეთებ, პოლიანა? – წამოიყვირა მოულოდნელობისგან დაბნეულმა ქალმა.
‘Pollyanna, Pollyanna! What are you doing?’ she cried.
194670.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
სულ ერთი წუთიც და ყველაფერს თქვენ თვითონ ნახავთ.
It won’t take but just a minute, then I’ll let you see.
194671.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– მაგრამ, პოლიანა!.. – შეეწინააღმდეგა მის პოლი და თვალებახვეული ფეხზე წამოდგომას შეეცადა, – ახლავე მომხსენი!
‘But, Pollyanna,’ began Miss Polly, struggling blindly to her feet, ‘you must take this off!
194672.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ოჰ, პოლიანა, მორჩი, რას აკეთებ?! – უმწეოდ ამოიოხრა მან და იგრძნო, რომ მხრებზე რაღაც რბილი შემოეხურა.
You—child, child! what ARE you doing?’ she gasped, as she felt a soft something slipped about her shoulders.
194673.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
მაგრამ პოლიანამ მხოლოდ კიდევ უფრო ხალისიანად გადაიკისკისა.
Pollyanna only chuckled the more gleefully.
194674.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ის თავისი მზრუნველი და მოხერხებული პატარა ხელებით დეიდას რთავდა – მართალია, წლების განმავლობაში სკივრში დებისგან ოდნავ გაყვითლებული და ლავანდის სუნით გაჟღენთილი, მაგრამ ძალიან ლამაზი და რბილი მაქმანის მოსახვევის დეიდის მხრებზე შემოხვევას ცდილობდა.
With trembling fingers she was draping about her aunt’s shoulders the fleecy folds of a beautiful lace shawl, yellowed from long years of packing away, and fragrant with lavender.
194675.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
პოლიანამ ეს მოსახვევი გასულ კვირას, ნენსი რომ სხვენის მოწესრიგებას ცდილობდა, მაშინ იპოვა, ახლა კი თავში მოუვიდა, რომ კარგი იქნებოდა, დეიდა პოლიც ისევე „გამოეწყო“, როგორც ოდესღაც თავის მშობლიურ ქალაქში მისის ვაიტი მორთო.
Pollyanna had found the shawl the week before when Nancy had been regulating the attic; and it had occurred to her to-day that there was no reason why her aunt, as well as Mrs. White of her Western home, should not be ‘dressed up.’
194676.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
საქმე რომ დაასრულა, პოლიანამ თავისი ნახელავი კმაყოფილი სახით შეათვალიერა, მაგრამ იმავწუთს მიხვდა, რომ სურათს კიდევ ერთი შტრიხი აკლდა;
Her task completed, Pollyanna surveyed her work with eyes that approved, but that saw yet one touch wanting.
194677.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ამიტომ დეიდას ხელი მოჰკიდა და ვერანდისკენ გაიყოლა, სადაც ხის ცხაურაზე, თანაც ისეთ ადგილას, რომელსაც ადვილად მისწვდებოდა, უკანასკნელი, დაგვიანებით გაშლილი წითელი ვარდი ეგულებოდა.
Promptly, therefore, she pulled her aunt toward the sun parlor where she could see a belated red rose blooming on the trellis within reach of her hand.
194678.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– პოლიანა, რას შვრები? სად მიგყავარ? – ღონემიხდილი ხმით ამოიკვნესა მის პოლიმ და წინააღმდეგობის გაწევა სცადა, – პოლიანა, არ მინდა...
‘Pollyanna, what are you doing? Where are you taking me to?’ recoiled Aunt Polly, vainly trying to hold herself back. ‘Pollyanna, I shall not—‘
194679.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– სულ ერთი წუთით... მხოლოდ ვერანდაზე გამყავხართ!
‘It’s just to the sun parlor—only a minute!
194680.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ახლავე ყველაფერი მზად იქნება! – ქოშინით უპასუხა პოლიანამ, როგორც იქნა, ვარდს მისწვდა, მოწყვიტა და მის პოლის თმაში მარცხენა ყურთან გაურჭო;
I’ll have you ready now quicker’n no time, panted Pollyanna, reaching for the rose and thrusting it into the soft hair above Miss Polly’s left ear.