მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194681.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ესეც ასე! –– წამოიძახა მერე საზეიმოდ, დეიდას თვალებიდან სახვევი მოხსნა და გვერდზე მოისროლა;
‘There!’ she exulted, untying the knot of the handkerchief and flinging the bit of linen far from her.
194682.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ო, დეიდა პოლი, ვფიქრობ, ახლა თქვენ თვითონაც ძალიან გაგიხარდებათ, ასე რომ გამოგაწყვეთ!
‘Oh, Aunt Polly, now I reckon you’ll be glad I dressed you up!’
194683.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
რამდენიმე წამის განმავლობაში მის პოლი გაოგნებული გამომეტყველებით საკუთარ მხრებს დაჰყურებდა, მერე თავი ასწია, გარშემო მიმოიხედა და უეცარი, ყრუ წამოყვირებით ისევ უკან, თავის საძინებელში შევარდა.
For one dazed moment Miss Polly looked at her bedecked self, and at her surroundings; then she gave a low cry and fled to her room.
194684.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
გაკვირვებული პოლიანა იქით შეტრიალდა, საითაც წამის წინ მის პოლის უკანასკნელი, თავზარდაცემული მზერა იყო მიმართული და ვერანდის გაღებული ფანჯრიდან სახლისკენ მომავალ ორთვალაში შებმული ცხენი და კოფოზე მჯდარი ადამიანი დაინახა.
Pollyanna, following the direction of her aunt’s last dismayed gaze, saw, through the open windows of the sun parlor, the horse and gig turning into the driveway.
194685.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
კაცი, რომელსაც სადავე ეჭირა, პოლიანამ დანახვისთანავე იცნო და მაშინვე ფანჯრიდან გადაეყუდა.
She recognized at once the man who held the reins.
194686.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– მისტერ ჩილტონ, მისტერ ჩილტონ! – დაიყვირა გახარებულმა, – ჩემ სანახავად მოხვედით?
Delightedly she leaned forward. ‘Dr. Chilton, Dr. Chilton! Did you want to see me?
194687.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ჰო, – გაუღიმა ექიმმა და იმავწუთს დასერიოზულებულმა დაამატა, – შეგიძლია ჩამოხვიდე?
‘Yes,’ smiled the doctor, a little gravely. ‘Will you come down, please?’
194688.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
დეიდის საძინებელში დაბრუნებულ პოლიანას მის პოლი სახეაწითლებული და გაბრაზებული დახვდა, ის პოლიანას მძვინვარედ თვალებანთებული შეჰყურებდა და ქინძისთავებს, რომლებითაც მხრებზე მოსახვევი ჰქონდა მიმაგრებული, გააფთრებით იძრობდა.
In the bedroom Pollyanna found a flushed-faced, angryeyed woman plucking at the pins that held a lace shawl in place.
194689.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ეს როგორ გააკეთე, პოლიანა! – ამოიგმინა საბრალოდ ქალმა, – ღმერთო!.. სულელურად გამომაწყვე და ხალხის წინაშე გამომაჭენე!.. პოლიანა თავზარდაცემული გაშეშდა.
‘Pollyanna, how could you?’ moaned the woman. ‘To think of your rigging me up like this, and then letting me— BE SEEN!’ Pollyanna stopped in dismay.
194690.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– მაგრამ თქვენ ხომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდით... საოცრად ლამაზად, დეიდა პოლი, და...
‘But you looked lovely—perfectly lovely, Aunt Polly; and—‘
194691.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– არაჩვეულებრივად! – ზიზღით წამოიყვირა მის პოლიმ და მას შემდეგ, რაც მოსახვევი გვერდზე მოისროლა, აკანკალებული ხელებით ვარცხნილობის დაშლა დაიწყო.
‘Lovely’!’ scorned the woman, flinging the shawl to one side and attacking her hair with shaking fingers.
194692.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ო, დეიდა პოლი, გთხოვთ, დეიდა პოლი... გთხოვთ, თმა მაინც არ დაიშალოთ!
‘Oh, Aunt Polly, please, please let the hair stay!’
194693.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– არ დავიშალო?! საერთოდ როგორ მოგივიდა თავში, რომ... ღმერთო!.. – სიტყვა არ დაასრულა მის პოლიმ და თმა კეფისკენ ისე ძლიერად გადაიქაჩა და შეიკრა, რომ ერთი ხვეულიც არ დაიტოვა.
‘Stay? Like this? As if I would!’ And Miss Polly pulled the locks so tightly back that the last curl lay stretched dead at the ends of her fingers.
194694.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– დეიდა პოლი... რა ლამაზი იყო... – ხმაც კი გაებზარა პოლიანას და ოთახიდან დაღონებული გავიდა.
‘O dear! And you did look so pretty,’ almost sobbed Pollyanna, as she stumbled through the door.
194695.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ჩემს პაციენტთან წამლად გამოგწერე და იმანაც წამალზე გამომაგზავნა, – გამოუცხადა მან პოლიანას, – წამომყვები?
‘I’ve prescribed you for a patient, and he’s sent me to get the prescription filled,’ announced the doctor. ‘Will you go?’
194696.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– გინდათ, რომ აფთიაქში გაგეგზავნოთ? – ჰკითხა პოლიანამ და ექიმს ცოტა დაბნეულმა შეხედა, – აფთიაქში გაქცევას ადრეც მთხოვდნენ ხოლმე... ძირითადად, კომიტეტის ქალები მაგზავნიდნენ.
‘You mean—an errand—to the drug store?’ asked Pollyanna, a little uncertainly. ‘I used to go some—for the Ladies’ Aiders.’
194697.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ექიმმა თავი გააქნია და გოგონას გაუღიმა.
The doctor shook his head with a smile.
194698.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– არა, სხვა რამის თხოვნა მინდა. მისტერ პენდელტონს ვგულისხმობდი... თუ წინააღმდეგი არ იქნები, უნდა, რომ გნახოს.
‘Not exactly. It’s Mr. John Pendleton. He would like to see you to-day, if you’ll be so good as to come.
194699.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
წვიმამ კი გადაიღო, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც გამომევლო.
It’s stopped raining, so I drove down after you.
194700.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
თუ თანახმა ხარ, მერე უკანაც წამოგიყვან და ექვს საათამდე სახლში დაბრუნებას მოასწრებ.
I’ll call for you and bring you back before six o’clock.