მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194701.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით! – წამოიძახა პო ლიანამ, – ოღონდ, თუ შეიძლება, დეიდა პოლის ვკითხავ, გამომიშვებს თუ არა, კარგი?
‘I’d love to!’ exclaimed Pollyanna. ‘Let me ask Aunt Polly.’
194702.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
რამდენიმე წუთში ის ექიმ ჩილტონთან ხელში შლაპით, მაგრამ რატომღაც დანაღვლიანებული დაბრუნდა.
In a few moments she returned, hat in hand, but with rather a sober face.
194703.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– დეიდას შენი გამოშვება არ უნდოდა? – ორთვალას დაძვრისთანავე ფრთხილად ჰკითხა ექიმმა.
‘Didn’t—your aunt want you to go?’ asked the doctor, a little diffidently, as they drove away.
194704.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ა-არა... – ამოიოხრა პოლიანამ, – უფრო სწორად, მგონი, პირიქით... ძალიანაც უნდოდა, რომ სახლიდან წამოვსულიყავი.
‘Y-yes,’ sighed Pollyanna. ‘She—she wanted me to go TOO much, I’m afraid.’
194705.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ძალიან უნდოდა, რომ სახლიდან წამოსულიყავი? პოლიანამ ისევ ამოიოხრა.
‘Wanted you to go TOO MUCH!’ Pollyanna sighed again.
194706.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– დიახ. მგონი, ერჩივნა, სახლში არ ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ, როცა ვკითხე, გამომიშვებდა თუ არა, მიპასუხა: „ჰო, წადი! სადაც გინდა, იქ წადი! კარგი იქნებოდა, აქამდე წასულიყავიო!“
‘Yes. I reckon she meant she didn’t want me there. You see, she said: ‘Yes, yes, run along, run along—do! I wish you’d gone before.’
194707.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ექიმ ჩილტონს გაეღიმა, თუმცა ეს ღიმილი მხოლოდ მის ტუჩებს შეეხო და თვალებში არ აისახა.
The doctor smiled—but with his lips only. His eyes were very grave.
194708.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
მერე ერთხანს დადუმდა და ბოლოს ლაპარაკი ცოტა არ იყოს გაუბედავად განაგრძო: – რამდენიმე წუთის წინ ვერანდის ფანჯარასთან შენთან ერთად შენი დეიდა... შენი დეიდა პოლი იდგა?
For some time he said nothing; then, a little hesitatingly, he asked: ‘Wasn’t it—your aunt I saw with you a few minutes ago— in the window of the sun parlor?
194709.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
პოლიანამ მძიმედ ამოიოხრა.
Pollyanna drew a long breath.
194710.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ჰო და, როგორც ვხვდები, საქმეც ეგ არის.
Yes; that’s what’s the whole trouble, I suppose.
194711.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
თქვენც შენიშნეთ, რომ საოცრად გამოიყურებოდა, არა?
Didn’t YOU think she looked just lovely?’
194712.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ექიმი წუთით გაჩუმდა და არაფერი უპასუხა.
For a moment the doctor did not answer.
194713.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ჰო, პოლიანა... ვფიქრობ, საოცრად... ნამდვილად საოცრად გამოიყურებოდა.
‘Yes, Pollyanna, I—I thought she did look—just lovely.’
194714.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– მართლა? ო, როგორ მიხარია! აუცილებლად ვეტყვი, რომ თქვენც ასე ფიქრობთ! – კმაყოფილი სახით თავი დაიქნია პოლიანამ.
‘Did you? I’m so glad! I’ll tell her,’ nodded the little girl, contentedly.
194715.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– კი მაგრამ... რატომ, მისტერ ჩილტონ? ვფიქრობ, გაგიხარდებოდათ თუ...
‘Why, Dr. Chilton! Why not? I should think you’d be glad—‘
194716.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
პოლიანა წუთით ჩაფიქრდა.
Pollyanna considered this for a moment.
194717.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ალბათ მართალი ხართ... შეიძლება, მართლა არ გაუხარდეს, – ამოაყოლა მან ოხვრას;
‘That’s so—maybe she wouldn’t,’ she sighed.
194718.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ჰო, ასეა... ახლა გამახსენდა, ვერანდიდანაც ხომ იმიტომ გაიქცა, რომ თქვენ დაგინახათ.
‘I remember now; ‘twas ‘cause she saw you that she ran.
194719.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– ასეც ვფიქრობდი, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ექიმმა.
‘I thought as much,’ declared the doctor, under his breath.
194720.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
– არა, მაინც არ მესმის, რატომ... – გაკვირვებული სახით შენიშნა ისევ პოლიანამ, – რატომ, როცა ასე ლამაზად გამოიყურებოდა!
‘Still, I don’t see why,’ maintained Pollyanna, ‘—when she looked so pretty!’ The doctor said nothing.