მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194721.
პოლიანა | თავი XVI, წითელი ვარდი და მაქმანის მოსახვევი
ექიმმა არაფერი უპასუხა. დადუმდა და მთელი გზა სიტყვა აღარ დაუძრავს. ბოლოს ორთვალა ქვის უზარმაზარ სახლთან გაჩერდა, სადაც პოლიანას ფეხმოტეხილი მისტერ პენდელტონი ელოდა.
He did not speak again, indeed, until they were almost to the great stone house in which John Pendleton lay with a broken leg.
194722.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
ამჯერად ჯონ პენდელტონი პოლიანას გულთბილად დახვდა.
John Pendleton greeted Pollyanna today with a smile.
194723.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– თუნდაც იმიტომ, რომ, ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო ორი შეხვედრისას, იმ დღესაც, როცა ტყეში ფეხმოტეხილი მიპოვე და მეორედაც, ყურადღება რომ გამოიჩინე და ლაბა მომიტანე, ძალიან გაღიზიანებული გელაპარაკებოდი...
Oh, well, you know, I was pretty cross with you, I’m afraid, both the other day when you so kindly brought me the jelly, and that time when you found me with the broken leg at first.
194724.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
სხვათა შორის, როგორც მახსოვს, ამ ყველაფრისთვის მადლობა შენთვის ჯერაც არ გადამიხდია.
By the way, too, I don’t think I’ve ever thanked you for that.
194725.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ასეთი უდიერი მოპყრობის შემდეგ ჩემ სანახავად მოსვლით ნამდვილი დიდსულოვნება გამოიჩინე!
Now I’m sure that even you would admit that you were very forgiving to come and see me, after such ungrateful treatment as that!’
194726.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– მაგრამ, მისტერ პენდელტონ, მხოლოდ გამიხარდა, რომ გიპოვეთ... უფრო სწორად, მინდოდა მეთქვა, ფეხი რომ გქონდათ მოტეხილი, ის, რა თქმა უნდა, არ გამხარებია, მაგრამ რომ გიპოვეთ, გამიხარდა, – ნაჩქარევად გამოასწორა პოლიანამ.
‘But I was glad to find you—that is, I don’t mean I was glad your leg was broken, of course,’ she corrected hurriedly.
194727.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
ჯონ პენდელტონს გაეღიმა.
John Pendleton smiled.
194728.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– მესმის, მესმის... ხანდახან ერთს ამბობ და მეორე გამოგდის ხოლმე, არა, პატარა ქალბატონო?
‘I understand. Your tongue does get away with you once in a while, doesn’t it, Miss Pollyanna?
194729.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
მაგრამ, არა უშავს, გავიგე, რასაც გულისხმობდი. ასეა თუ ისე, მადლობელი ვარ და იმდღევანდელი შენი საქციელიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ძალიან გაბედული გოგონა ხარ...
I do thank you, however; and I consider you a very brave little girl to do what you did that day.
194730.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
და კიდევ, მადლობელი ვარ, რომ ლაბა მომიტანე, – დაამატა ბოლოს შედარებით დაუდევრად.
I thank you for the jelly, too, he added in a lighter voice.
194731.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– მოგეწონათ? – დაინტერესდა პოლიანა.
‘Did you like it?’ asked Pollyanna with interest.
194732.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– ძალიან... როგორც ვხვდები... მის პოლიმ დღეს არაფერი გამომიგზავნა, არა? – უცნაური ღიმილით ჰკითხა გოგონას.
‘Very much. I suppose—there isn’t any more to-day that— that Aunt Polly DIDN’T send, is there?’ he asked with an odd smile.
194733.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
მისი პატარა სტუმარი უხერხულად შეიშმუშნა.
His visitor looked distressed.
194734.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– ა-არა, სერ, – უპასუხა პოლიანამ და წამიერი ყოყმანის შემდეგ ყოველ სიტყვაზე სულ უფრო და უფრო გაწითლებულმა განაგრძო;
‘N-no, sir.’ She hesitated, then went on with heightened color.
194735.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– მაპატიეთ, მისტერ პენდელტონ, ვერ მივხვდი, რომ შეიძლებოდა გწყენოდათ... აი, როცა გითხარით, რომ დეიდა პოლის თქვენთვის ლაბის გამოგზავნა არ უნდოდა.
‘Please, Mr. Pendleton, I didn’t mean to be rude the other day when I said Aunt Polly did NOT send the jelly.’
194736.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
კაცმა არაფერი არ უპასუხა, ახლა ის უკვე აღარ იღიმებოდა და სადღაც წინ ისე იყურებოდა, გეგონებოდა, მისი მზერა საგნებისა და ოთახის მიღმაც კი აღწევდა.
There was no answer. John Pendleton was not smiling now. He was looking straight ahead of him with eyes that seemed to be gazing through and beyond the object before them.
194737.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
დუმილი რამდენიმე წამს გაგრძელდა, მერე მძიმედ ამოიოხრა და მზერა ისევ პოლიანაზე გადაიტანა, მაგრამ ხმა რომ ამო იღო, მასში ისევ ძველებური გაღიზიანება გაისმა.
After a time he drew a long sigh and turned to Pollyanna. When he spoke his voice carried the old nervous fretfulness.
194738.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– არა, ასე არაფერი გამოვა!
Well, well, this will never do at all!
194739.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
იმისთვის არ გამომიგზავნია ექიმი შენ მოსაყვანად, რომ ამჯერადაც ნაღვლიანს მიყურო.
I didn’t send for you to see me moping this time.
194740.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
მომისმინე! ბიბლიოთეკაში, აი იქ, იმ დიდ ოთახში, სადაც ტელეფონი დგას, ბუხრის გვერდით, დიდი შემინული კარადის ქვედა თაროზე, კუთხეში მოჩუქურთმებულ ზარდახშას იპოვი.
Listen! Out in the library—the big room where the telephone is, you know—you will find a carved box on the lower shelf of the big case with glass doors in the corner not far from the fireplace.