მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194741.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
უფრო სწორად, თუ იმ წყეულმა ქალმა იქაურობა არ „დაალაგა“, წესით იქ უნდა იყოს.
That is, it’ll be there if that confounded woman hasn’t ‘regulated’ it to somewhere else!
194742.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
საკმაოდ მძიმეა, მაგრამ, ვფიქრობ, არ გაგიჭირდება.
It is heavy, but not too heavy for you to carry, I think.
194743.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– რა თქმა უნდა, მისტერ პენდელტონ, მე ხომ ძალიან ძლიერი ვარ! – მხიარულად გამოაცხადა პოლიანამ და ადგილიდან წამოხტა, წუთის შემდეგ კი ზარდახშით ხელში დაბრუნდა.
‘Oh, I’m awfully strong,’ declared Pollyanna, cheerfully, as she sprang to her feet. In a minute she had returned with the box.
194744.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
აღმოჩნდა, რომ ზარდახშა ნამდვილი განძით იყო სავსე – საინტერესო ნივთებით, რომლებიც მისტერ პენდელტონს წლების განმავლობაში მოგზაურობისას შეეგროვებინა და ყოველ ამ ნივთთან – ჩინეთიდან ჩამოტანილი ოსტატურად გამოჭრილი ჭადრაკის ფიგურები იქნებოდა ეს თუ ინდოეთიდან ჩამოტანილი კერპის პატარა ფიგურა, მას რაღაც თავშესაქცევი ამბავი აკავშირებდა.
The box was full of treasures—curios that John Pendleton had picked up in years of travel—and concerning each there was some entertaining story, whether it were a set of exquisitely carved chessmen from China, or a little jade idol from India.
194745.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
სწორედ მას შემდეგ, რაც პოლიანამ ინდოეთიდან ჩამოტანილ კერპთან დაკავშირებული ისტორია მოისმინა, ჩაფიქრებულმა ნაღვლიანად ჩაილაპარაკა;
It was after she had heard the story about the idol that Pollyanna murmured wistfully;
194746.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– ალბათ, აღსაზრდელად მართლაც პატარა ინდოელი ბიჭის აყვანა ჯობია, რომელსაც არაფერი გაეგება და ჰგონია, რომ ღმერთი ეს პატარა ფიგურაა, ვიდრე ჯიმი ბინის...
Well, I suppose it WOULD be better to take a little boy in India to bring up—one that didn’t know any more than to think that God was in that doll-thing—than it would be to take Jimmy Bean.
194747.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
მაგრამ მე მაინც არ შემიძლია არ ვინატრო, რომ... რა თქმა უნდა, იმ ინდოელ ბიჭებთან ერთად, მაგრამ ძალიან მინდა, ვინმემ ჯიმი ბინიც აიყვანოს.
Still, I can’t help wishing they had wanted Jimmy Bean, too, besides the India boys.’
194748.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
წამოსვლამდე გოგონამ აღმოაჩინა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ არა მარტო არაჩვეულებრივ ჩუქურთმებიან ზარდახშაში ჩაწყობილ უცნაურ ნივთებსა და ამ ნივთებთან დაკავშირებულ ამბებზე, არამედ ბევრ სხვა რამეზეც ილაპარაკეს;
But before it was over, Pollyanna was realizing that they were talking about something besides the wonderful things in the beautiful carved box.
194749.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
თავად პოლიანაზე და ნენსიზე, მერე კი დეიდა პოლიზეც, დასავლეთის შორეულ ქალაქში გატარებულ წლებზეც და აქ, ბელდინგსვილში პოლიანას ყოველდღიურ ცხოვრება ზეც.
They were talking of herself, of Nancy, of Aunt Polly, and of her daily life. They were talking, too, even of the life and home long ago in the far Western town.
194750.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
დამშვიდობების დრო რომ დადგა, ჯონ პენდელტონმა პოლიანას ისეთი ხმით მიმართა, როგორიც მას ამ უკმეხი და მკაცრი კაცისგან ადრე არასდროს გაეგონა.
Not until it was nearly time for her to go, did the man say, in a voice Pollyanna had never before heard from stern John Pendleton;
194751.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– ჩემო პატარავ, გთხოვ, ხშირად მესტუმრე ხოლმე, კარგი?.. მე მარტოსული ვარ, პოლიანა... შენ მე მჭირდები.
‘Little girl, I want you to come to see me often. Will you? I’m lonesome, and I need you.
194752.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
თუმცა კიდევ ერთი მიზეზი არსებობს და იმასაც გეტყვი...
There’s another reason—and I’m going to tell you that, too.
194753.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
თავიდან, მას შემდეგ, რაც გავიგე, ვინ იყავი, დანამდვილებით მეგონა, რომ შენი ნახვა აღარასოდეს მომინდებოდა.
I thought, at first, after I found out who you were, the other day, that I didn’t want you to come any more.
194754.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
შენ მე ის გამახსენე... რის დავიწყებასაც მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობდი.
You reminded me of—of something I have tried for long years to forget.
194755.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მეტად აღარასოდეს გნახავდი.
So I said to myself that I never wanted to see you again;
194756.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
ყოველთვის, როცა ექიმი ჩილტონი შენ მოყვანას მთავაზობდა, უარით ვისტუმრებდი.
And every day, when the doctor asked if I wouldn’t let him bring you to me, I said no.
194757.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, თვითონაც დავრწმუნდი, რომ სწორედ შენ მჭირდებოდი! ის, რის დავიწყებასაც წლების განმავლობაში ვცდილობდი, კიდევ უფრო მეტად და მტკივნეულად უკვე მხოლოდ იმის გამო მახსენებდა თავს, რომ შენ ვერ გხედავდი...
‘But after a time I found I was wanting to see you so much that—that the fact that I WASN’T seeing you was making me remember all the more vividly the thing I was so wanting to forget.
194758.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– რა თქმა უნდა, მისტერ პენდელტონ, – ხმადაბლა უპასუხა პოლიანამ და მის წინ ბალიშებზე მისვენებულ, ნაღვლიან კაცს თანაგრძნობით თვალებანთებულმა შეხედა, – სიამოვნებით მოვალ ხოლმე!
‘Why, yes, Mr. Pendleton,’ breathed Pollyanna, her eyes luminous with sympathy for the sad-faced man lying back on the pillow before her. ‘I’d love to come!’
194759.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– გმადლობ, პოლიანა, – თბილი და ალერსიანი ხმით წარმოთქვა ჯონ პენდელტონმა.
‘Thank you,’ said John Pendleton, gently.
194760.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
იმავე საღამოს, ვახშმის შემდეგ ნენსისთან ერთად პარმაღზე მჯდარმა პოლიანამ ნენსის მისტერ ჯონ პენდელტონის ზღაპრულად ლამაზ მოჩუქურთმებულ ზარდახშაზე და შიგ დამალულ კიდევ უფრო ზღაპრულ ნივთებზე უამბო.
After supper that evening, Pollyanna, sitting on the back porch, told Nancy all about Mr. John Pendleton’s wonderful carved box, and the still more wonderful things it contained.