მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194781.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– აჰა, ახლა ყველაფერი გასაგებია! მომისმინე!
‘Then I’ve got it, sure! Now listen.
194782.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
მისტერ ჯონ პენდელტონი და მის პოლი ჰარინგტონი შეყვარებულები იყვნენ! – გამოაცხადა საზეიმოდ ნენსიმ და იმაში დასარწმუნებლად, რომ მის ნათქვამს მის პოლი ვერ გაიგებდა, ნაჩქარევად უკან, სახლისკენ გაიხედა.
MR. JOHN PENDLE TON WAS MISS POLLY HARRINGTON’S LOVER!’ she announced impressively, but with a furtive glance over her shoulder.
194783.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– არა, ნენსი, რას ამბობ, შეუძლებელია! პირიქით, დეიდა პოლის მისტერ პენდელტონი საერთოდ არ მოსწონს, – არ დაეთანხმა პოლიანა.
‘Why, Nancy, he couldn’t be! She doesn’t like him,’ objected Pollyanna.
194784.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
ნენსიმ პოლიანას დამცინავად გადახედა.
Nancy gave her a scornful glance.
194785.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– რა თქმა უნდა, არ მოსწონს!
‘Of course she don’t!
194786.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
მოკლედ, ზუსტად შენ ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მისტერ ტომმა მითხრა, რომ მის პოლის ოდესღაც შეყვარებული ჰყოლია, მაგრამ მე არ დავიჯერე.
Just before you come, Mr. Tom told me Miss Polly had had a lover once.
194787.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
წარმოუდგენლად მომეჩვენა, ხომ გესმის? აბა, როგორი წარმოსადგენია – ის და შეყვარებული!..
I didn’t believe it. I couldn’t—her and a lover!
194788.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
მაგრამ მისტერ ტომი დარწმუნებით ამბობდა, ყველაფერი მართლა ასე იყო და ის კაცი დღესაც ჩვენს ქალაქში ცხოვრობსო.
But Mr. Tom said she had, and that he was livin’ now right in this town.
194789.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
რა, ვერ ხედავ, რომ მისი ცხოვრება ყველასთვის საიდუმლოა?
Hain’t he got a mystery in his life?
194790.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
რომ თავის უზარმაზარ სახლში მარტოდმარტოა გამოკეტილი და ხმასაც არავის არ სცემს?
Don’t he shut himself up in that grand house alone, and never speak ter no one?
194791.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
აბა დაფიქრდი, აბა, რატომ შეიძლებოდა ასეთი უცნაური რეაქცია ჰქონოდა, როცა გაიგო, რომ მის პოლის დისშვილი იყავი?
Didn’t he act queer when he found out you was Miss Polly’s niece?
194792.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
და, ბოლოს და ბოლოს, თვითონ არ გითხრა, რომ რაღაც ისეთს ახსენებ, რის დავიწყებასაც წლების განმავლობაში ცდილობს?
And now hain’t he owned up that you remind him of somethin’ he wants ter forget?
194793.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
ნებისმიერი მიხვდება, რომ ეს მის პოლია!.. ის არის, ის... თანაც მის პოლიმაც ხომ გითხრა, რომ მისტერ პენდელტონს თავისი ნებით ლაბას არავითარ შემთხვევაში არ გაუგზავნიდა?.. ორჯერ ორი ოთხია, მის პოლიანა! ასეა, ასე!..
Just as if ANYBODY couldn’t see ‘twas Miss Polly!—an’ her sayin’ she wouldn’t send him no jelly, too. Why, Miss Pollyanna, it’s as plain as the nose on yer face; it is, it is!’
194794.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– ო-ოჰ!.. – ამოიქშინა გაოგნებისგან თვალებგაფართოებულმა პოლიანამ.
‘Oh-h!’ breathed Pollyanna, in wide-eyed amazement.
194795.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– მაგრამ ნენსი... თუ მისტერ პენდელტონს და დეიდა პოლის ერთმანეთი უყვარდათ, როგორ შეიძლებოდა, აქამდე არ შერიგებულიყვნენ?..
‘But, Nancy, I should think if they loved each other they’d make up some time.
194796.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
ორივენი ხომ მარტო არიან, თანაც ამდენი წელია!..
Both of ‘em all alone, so, all these years.
194797.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
არა, ვფიქრობ, ასე, რომ ყოფილიყო, დიდი ხანია შერიგებულები იქნებოდნენ... თვითონვე ენდომებოდათ, რომ შერიგებულიყვნენ. ნენსიმ დამცინავად ჩაიფრუტუნა.
I should think they’d be glad to make up!’ Nancy sniffed disdainfully.
194798.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
– შეყვარებულების ამბების შენ ჯერ ბევრი არაფერი გაგეგება, მის პოლიანა.
‘I guess maybe you don’t know much about lovers, Miss Pollyanna.
194799.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
ჯერ მეტისმეტად პატარა ხარ.
You ain’t big enough yet, anyhow.
194800.
პოლიანა | თავი XVII, ზუსტად ისე, როგორც წიგნებში
მაგრამ აი, რას გეტყვი! თუკი ამქვეყნად ვინმე მოიძენება, ვისაც მაგ შენი „სიხარულობანას“ თამაშით ვერასდროს დააინტერესებ, სწორედ შეყვარებული წყვილია! და ესენიც სწორედ ასეთები არიან.
But if there IS a set o’ folks in the world that wouldn’t have no use for that ‘ere ‘glad game’ o’ your’n, it’d be a pair o’ quarrellin’ lov ers; and that’s what they be.