მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194801.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
აგვისტოს თბილ დღეებში პოლიანა პენდელტონჰილზე დიდ სახლს საკმაოდ ხშირად სტუმრობდა.
As the warm August days passed, Pollyanna went very frequently to the great house on Pendleton Hill.
194802.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
ამასთან, ნამდვილად ვერ იტყოდით, რომ მისტერ პენდელტონს პოლიანას კომპანია არ უხაროდა, პირიქით, უხაროდა და უწინდებურად უნდოდა, პოლიანა რაც შეიძლებოდა ხშირად მისულიყო, იმდენადაც, რომ მის მოსაყვანად დროდადრო თავად აგზავნიდა ხოლმე ვინმეს, მაგრამ პოლიანას გვერდით ყოფნას, როგორც ჩანდა, მისთვის ნამდვილი სიხარული მაინც არ მოჰქონდა.
Not but that the man seemed to want her there—he sent for her, indeed, frequently; but that when she was there, he seemed scarcely any the happier for her presence; at least, so Pollyanna thought.
194803.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
ყოველ შემთხვევაში, თავად პოლიანას ასე მიაჩნდა.
At least, so Pollyanna thought.
194804.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
რაც მართალია მართალია, მისტერ პენდელტონი პოლიანას ყოველთვის გულთბილად ელაპარაკებოდა და ბევრ ლამაზ და საუცხოო ნივთს, ათასნაირ საკვირველებას, წიგნებსა და სურათებს აჩვენებდა;
He talked to her, it was true, and be showed her many strange and beautiful things—books, pictures, and curios.
194805.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
მაგრამ ძველებურად და იმავე გაღიზიანებით მუდმივად ისევ თავის უმწეო ყოფაზე ბუზღუნებდა და იმ ადამიანების მიერ შემოღებულ „რეჟიმსა“ და „წესრიგზე“ ბრაზობდა, რომელთა არსებობასაც თავის ჭერქვეშ უკვე ძლივსღა იტანდა.
But he still fretted audibly over his own helplessness, and he chafed visibly under the rules and ‘regulatings’ of the unwelcome members of his household.
194806.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
მათგან განსხვავებით, პოლიანას კომპანია და მოსმენა კი, როგორც ჩანდა, მართლაც გულწრფელად სიამოვნებდა და პოლიანაც შეუჩერებლად ლაპარაკობდა...
He did, indeed, seem to like to hear Pollyanna talk, however, and Pollyanna talked;
194807.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
რაც შეეხება „სიხარულობანას“ თამაშს და მისტერ პენდელტონის თამაშში ჩართვის სურვილს, პოლიანას უკვე იმაშიც კი ეჭვი ეპარებოდა, რომ ოდესმე შესაფერისი მომენტი დადგებოდა და ჯონ პენდელტონთან თამაშზე დალაპარაკების საშუალება მიეცემოდა.
As for telling him the ‘glad game,’ and trying to get him to play it—Pollyanna had never seen the time yet when she thought he would care to hear about it.
194808.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
თამაშზე სიტყვის ჩამოგდება მან უკვე ორჯერ სცადა, მაგრამ ჯონ პენდელტონმა ორივეჯერ სიტყვა მანამდე გააწყვეტინა, სანამ პოლიანა მამამისის ნათქვამამდე მივიდოდა.
She had twice tried to tell him; but neither time had she got beyond the beginning of what her father had said—John Pendleton had on each occasion turned the conversation abruptly to another subject.
194809.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
პოლიანას ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ჯონ პენდელტონს ოდესღაც დეიდა პოლი უყვარდა.
Pollyanna never doubted now that John Pendleton was her Aunt Polly’s one-time lover;
194810.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
ერთგულსა და მოსიყვარულე გოგონას მთელი გულით მოუნდა, მისი აზრით, ამ მარტოსული და ნაღვლიანი ორი ადამიანის ცხოვრებაში როგორმე სიხარული და ბედნიერება შეეტანა.
And with all the strength of her loving, loyal heart, she wished she could in some way bring happiness into their to her mind—miserably lonely lives.
194811.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
ის მისტერ პენდელტონს დეიდა პოლიზე ელაპარაკებოდა და ისიც ხანდახან, უბრალოდ, ზრდილობის გულისთვის, ხანდახან კი სულაც გაღიზიანებული გამომეტყველებით, მაგრამ უმეტესად, ჩვეულებისამებრ კუშტად მოკუმულ ტუჩებზე დაფენილი დამცინავი ღიმილით უსმენდა.
She talked to Mr. Pendleton about her aunt; and he listened, sometimes politely, sometimes irritably, frequently with a quizzical smile on his usually stern lips.
194812.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
პოლიანა მისტერ პენდელტონზე დეიდასთანაც ლაპარაკობდა, უფრო სწორად, ცდილობდა ელაპარაკა, მაგრამ მის პოლი დიდხანს არასდროს უსმენდა და ლაპარაკი ყოველთვის სხვა თემაზე გადაჰქონდა.
She talked to her aunt about Mr. Pendleton—or rather, she tried to talk to her about him. As a general thing, however, Miss Polly would not listen—long. She always found something else to talk about.
194813.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
მაგრამ ექიმი ჩილტონის მიმართ დეიდის დამოკიდებულებას პოლიანა იმ გარემოებას აწერდა, რომ სწორედ ექიმმა ჩილტონმა დაინახა დეიდა პოლი თმაში ჩამაგრებული ვარდითა და მხრებზე მოხვეული მაქმანის თავშლით ვერანდაზე გასული.
Pollyanna laid this, though, to the fact that it had been Dr. Chilton who had seen her in the sun parlor with the rose in her hair and the lace shawl draped about her shoulders.
194814.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
თუმცა მალე პოლიანამ აღმოაჩინა, რომ ექიმი ჩილტონის მიმართ დეიდას საერთოდაც ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ერთ დღესაც პოლიანა გაცივდა და იძულებული გახდა, მთელი დღე სახლში მჯდარიყო.
Aunt Polly, indeed, seemed particularly bitter against Dr. Chilton, as Pollyanna found out one day when a hard cold shut her up in the house.
194815.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– თუ საღამოსთვის უკეთ არ გახდები, ტიმოტის ექიმის მოსაყვანად გავაგზავნი, – უთხრა იმ დღეს დეიდა პოლიმ.
‘If you are not better by night I shall send for the doctor,’ Aunt Polly said.
194816.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– მართლა? მაშინ საღამოსთვის უკეთ ნამდვილად არ ვიქნები, – ცხვირის ქსუტუნით გაიცინა პოლიანამ, – ძალიან მინდა, რომ ექიმი ჩილტონი ჩემ სანახავად მოვიდეს!
‘Shall you? Then I’m going to be worse,’ gurgled Pollyanna. ‘I’d love to have Dr. Chilton come to see me!’
194817.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
ამ სიტყვებზე მის პოლიმ როგორღაც სხვანაირად და იმდენად უცნაურად შეხედა, რომ პოლიანა დეიდის მზერამ საგონებელში ჩააგდო.
She wondered, then, at the look that came to her aunt’s face.
194818.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– თუ ექიმის დაძახება დაგჭირდა, ეს მისტერ ჩილტონი არ იქნება, პოლიანა, – გამოუცხადა მის პოლიმ მკაცრად, – მისტერ ჩილტონი ჩვენი ოჯახის ექიმი არ არის, ასე რომ თუ უარესად გახდები... ექიმ ვორენს მოვაყვანინებ.
‘It will not be Dr. Chilton, Pollyanna,’ Miss Polly said sternly. ‘Dr. Chilton is not our family physician. I shall send for Dr. Warren—if you are worse.’
194819.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
მაგრამ პოლიანა უარესად არ გახდა და მის პოლის ექიმი ვორენის დაძახება არ დასჭირდა.
Pollyanna did not grow worse, however, and Dr. Warren was not summoned.
194820.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– მიხარია, რომ უარესად არ გავხდი, – უთხრა დეიდას პოლიანამ იმ საღამოს;
‘And I’m so glad, too,’ Pollyanna said to her aunt that evening.