მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194841.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
მზით განათებულ ფანჯარასთან გაბმულ თოკზე პოლიანას ჯერ მხოლოდ სამი კუნწულა ჰქონდა ჩამოკიდებული, მაგრამ უკვე იცოდა, რომ თორმეტივეს ჩამოკიდების შემდეგ საოცრება მოხდებოდა.
Pollyanna had not hung up three of the pendants in the sunlit window before she saw a little of what was going to happen.
194842.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
გოგონა იმდენად ღელავდა, რომ მოუთმენლობით აკანკალებულ ხელებს ძლივს იმორჩილებდა და ერთი სული ჰქონდა, საქმე რაც შეიძლება სწრაფად დაემთავრებინა.
She was so excited then she could scarcely control her shaking fingers enough to hang up the rest.
194843.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
მდიდრული, მაგრამ ბნელი და უხალისო ოთახი ნამდვილ ზღაპრულ სასახლედ გადაქცეულიყო, ოთხივე კედელზე და ჭერზე წითელი, მწვანე, იისფერი, ნარინჯის ფერი, ოქროსფერი და ცისფერი ათინათები ხტუნავდა...
It had become a fairyland—that sumptuous, but dreary bedroom. Everywhere were bits of dancing red and green, violet and orange, gold and blue.
194844.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
კედლები, იატაკი, ავეჯი და თვით მისტერ პენდელტონის ლოგინიც კი სხვადასხვაფრად ბზინავდა.
The wall, the floor, and the furniture, even to the bed itself, were aflame with shimmering bits of color.
194845.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– ო-ო-ოჰ... ღმერთო, რა სილამაზეა! – ამოიჩურჩულა თვალებგაფართოებულმა პოლიანამ და უცებ ხალისიანად გადაიკისკისა, – თითქოს მზეც „სიხარულობანას“ თამაშს ცდილობს, მისტერ პენდელტონ, არა?
‘Oh, oh, oh, how lovely!’ breathed Pollyanna; then she laughed suddenly.
194846.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– ჰკითხა კაცს და ლაპარაკი ისე განაგრძო, არ გახსენებია, რომ მისტერ პენდელტონმა თამაშის შესახებ არაფერი იცოდა და მის ნათქვამს ვერ გაიგებდა;
‘I just reckon the sun himself is trying to play the game now, don’t you?’ she cried, forgetting for the moment that Mr. Pendleton could not know what she was talking about.
194847.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– ჰმ, რა გითხრა! თუ დეიდაშენზე ჩემი მოგონებებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, სიხარულისგან კარის გასაჯახუნებლად მის პოლის მზის სხივებით აციმციმებულ ბროლის კუნწულებზე მეტი სჭირდება...
‘Well, from my remembrance of your aunt, Miss Pollyanna, I must say I think it would take something more than a few prisms in the sunlight to—to make her bang many doors—for gladness.
194848.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
პოლიანამ კაცს დაბნეული სახით შეხედა და, როდესაც მიხვდა, რას ეკითხებოდა, მძიმედ ამოიოხრა.
Pollyanna stared slightly; then she drew a long breath.
194849.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– ო, დამავიწყდა... აღარ გამახსენდა, რომ თქვენთვის ეს თამაში არ მისწავლებია...
‘Oh, I forgot. You don’t know about the game. I remember now.’
194850.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– აი, სულ ეს არის, – დაასრულა მან და ამოიოხრა;
‘And that’s all,’ she sighed, when she had finished.
194851.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
მერე კი დუმილი მისტერ პენდელტონის ძალიან უჩვეულო, ჩუმმა და ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია.
Then a low voice from the bed said unsteadily:
194852.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– შეიძლება, პოლიანა. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველანაირ ბროლის კუნწულაზე ბრწყინვალე და კაშკაშა სწორედ შენ ხარ.
‘Perhaps; but I’m thinking that the very finest prism of them all is yourself, Pollyanna.’
194853.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– რას ამბობთ, მისტერ პენდელტონ, მზე რომ მეცემა, მე ხომ წითელ, მწვანე და იისფერ ათინათებს არ ვაფრქვევ!
‘Oh, but I don’t show beautiful red and green and purple when the sun shines through me, Mr. Pendleton!’
194854.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– ვითომ? – ალერსიანი ღიმილით უპასუხა მას კაცმა და პოლიანამ, რომელმაც მხოლოდ ახლაღა მოაბრუნა თავი, გაკვირვებულმა აღმოაჩინა, რომ მისტერ პენდელტონს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
‘Don’t you?’ smiled the man. And Pollyanna, looking into his face, wondered why there were tears in his eyes.
194855.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– რა თქმა უნდა, – ამოილუღლუღა დაბნეულმა და წამის შემდეგ, თითქოს რაღაც მხოლოდ ახლაღა გაახსენდაო, ნაღვლიანად დაამატა, – სამწუხაროდ, მზე მხოლოდ... ჭორფლს მიმრავლებს.
‘No,’ she said. Then, after a minute she added mournfully: ‘I’m afraid, Mr. Pendleton, the sun doesn’t make anything but freckles out of me.
194856.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
დეიდა პოლიმ მითხრა, რომ ჩემი ჭორფლი მზის ბრალი ყოფილა!
Aunt Polly says it DOES make them!
194857.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
ხმამაღლა გაეცინა და ამ სიცილით პოლიანა კიდევ უფრო გააკვირვა.
The man laughed a little; and again Pollyanna looked at him;
194858.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
სექტემბერში პოლიანა სკოლაში წავიდა.
Pollyanna entered school in September.
194859.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, რომ თავისი ასაკისთვის მშვენივრად იყო მომზადებული და მალე თანატოლი გოგონებისა და ბიჭებისგან შემდგარი კლასის ბედნიერი მოსწავლე გახდა.
Preliminary examinations showed that she was well advanced for a girl of her years, and she was soon a happy member of a class of girls and boys her own age.
194860.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
სკოლა გარკვეულ სიურპრიზად იქცა პოლიანასთვის, თავად პოლიანა კი სკოლისთვის აღმოჩნდა დიდი სიურპრიზი, ასე იყო თუ ისე;
School, in some ways, was a surprise to Pollyanna; and Pollyanna, certainly, in many ways, was very much of a surprise to school.