მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194821.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– რა თქმა უნდა, მე ექიმი ვორენიც მომწონს, მაგრამ ექიმი ჩილტონი მაინც მეტად მიყვარს და, ვფიქრობ, ეწყინებოდა, თუ ჩემთან სხვა ექიმს დაუძახებდით...
‘Of course I like Dr. Warren, and all that; but I like Dr. Chilton better, and I’m afraid he’d feel hurt if I didn’t have him.
194822.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
დეიდა პოლი, ექიმმა ჩილტონმა ხომ შემთხვევით დაგინახათ... რა მისი ბრალია, რომ მისტერ პენდელტონთან ჩემ წასაყვანად სწორედ იმ დროს მოვიდა, ისე ლამაზად რომ გამოგაწყვეთ?.. – ჰკითხა ბოლოს ნაღვლიანად.
You see, he wasn’t really to blame, after all, that he happened to see you when I’d dressed you up so pretty that day, Aunt Polly,’ she finished wistfully.
194823.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– საკმარისია, პოლიანა, არავითარი სურვილი არ მაქვს მისტერ ჩილტონზე... და იმაზე ვილაპარაკო, ეწყინებოდა თუ არა, შენთან სხვა ექიმი რომ მომეყვანა, – მკაცრად მოუჭრა დეიდა პოლიმ.
‘That will do, Pollyanna. I really do not wish to discuss Dr. Chilton—or his feelings,’ reproved Miss Polly, decisively.
194824.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
პოლიანამ დეიდას ნაღვლიანი და გაკვირვებული თვალებით შეხედა და მძიმედ ამოიოხრა.
Pollyanna looked at her for a moment with mournfully interested eyes; then she sighed;
194825.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– დეიდა პოლი, რომ იცოდეთ, როგორ გიხდებათ და რა ლამაზი ხართ, როცა ლოყები ასე აგიწითლდებათ ხოლმე... მაგრამ თმის დავარცხნის უფლებასაც თუ მომცემთ, მე... დეიდა პოლი!
‘I just love to see you when your cheeks are pink like that, Aunt Polly; but I would so like to fix your hair. If—Why, Aunt Polly!’
194826.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
აგვისტოს ბოლოს, ერთ დღესაც პოლიანა მისტერ პენდელტონის მოსანახულებლად დილას ადრე მივიდა და დაინახა, რომ მისტერ პენდელტონის ბალიშზე აქეთ-იქიდან წითელ და იისფერ ზოლებში მოქცეული ცისფერი, ოქროსფერი და მწვანე ათინათების მოციმციმე ხაზები ეცემოდა.
It was toward the end of August that Pollyanna, making an early morning call on John Pendleton, found the flaming band of blue and gold and green edged with red and violet lying across his pillow.
194827.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– ო, მისტერ პენდელტონ, ეს ხომ პატარა ცისარტყელაა! თქვენთან სტუმრად ნამდვილი ცისარტყელა მოსულა! – წამოძახა აღტაცებულმა და სიხარულით ტაშიც კი შემოკრა, – ო-ოჰ! ღმერთო, რა ლამაზია!
‘Why, Mr. Pendleton, it’s a baby rainbow—a real rainbow come in to pay you a visit!’ she exclaimed, clapping her hands together softly. ‘Oh—oh—oh, how pretty it is!
194828.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
მისტერ პენდელტონს, რომელიც იმ დღეს განსაკუთრებით გაღიზიანებული იყო, არცთუ ხალისიანად, მაგრამ მაინც გაეცინა.
The man laughed a little grimly: John Pendleton was par ticularly out of sorts with the world this morning.
194829.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– მერე მზეზე ჩამოკიდებულ თერმომეტრს რაღა აზრი ექნებოდა?– გაეცინა კაცს, – თუ თერმომეტრი მთელი დღე მზეზე ეკიდებოდა და რეალურ ტემპერატურას ვერ გაიგებდი, როგორღა მიხვდებოდი, თბილა გარეთ თუ ცივა?
‘Lots of good you’d get out of the thermometer, then,’ laughed the man. ‘How do you suppose you could tell how hot it was, or how cold it was, if the thermometer hung in the sun all day?’
194830.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– ჩემთვის სულერთი იქნებოდა, – ამოიქშინა პოლიანამ და აღტაცებით თვალებგაფართოებული ისევ მისტერ პენდელტონის ბალიშზე დაფენილ ფერად-ფერადი ათინათების ზოლებს მიაჩერდა;
‘I shouldn’t care,’ breathed Pollyanna, her fascinated eyes on the brilliant band of colors across the pillow.
194831.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
ის რამდენიმე წამს ხმისამოუღებლად იწვა და აღფრთოვანებით სახეგაბრწყინებულ გოგონას მოსიყვარულე და დაინტერესებული მზერით შეჰყურებდა, მერე კი, თითქოს რაღაც გაახსენდაო, სახე თვითონაც გაუნათდა და საწოლის გვერდზე ჩამოკიდებულ ზარს მისწვდა.
He was watching Pollyanna’s rapt face a little curiously. Suddenly a new thought came to him. He touched the bell at his side.
194832.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– ნორა, – მიმართა წუთის შემდეგ ოთახში შემოსულ ხანშიშესულ მოსამსახურეს, – თუ შეიძლება, სასტუმრო ოთახში, ბუხრის თავზე რომ ბრინჯაოს შანდლები დგას, ერთ-ერთი მომიტანეთ.
‘Nora,’ he said, when the elderly maid appeared at the door, ‘bring me one of the big brass candle-sticks from the mantel in the front drawing-room.’
194833.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– ახლავე, სერ, – ჩაიბუტბუტა დაბნეულმა ქალმა და ოთახიდან გავიდა.
‘Yes, sir,’ murmured the woman, looking slightly dazed.
194834.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
ამ ხმას კი, მისტერ პენდელტონის ბრძანებისამებრ, სასტუმრო ოთახიდან წამოღებულ ძველებურ შანდალზე ჩამოკონწიალებული ბროლის დაწახნაგებული კუნწულები გამოსცემდა.
It came from the prism pendants encircling the oldfashioned candelabrum in her hand.
194835.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– გმადლობთ, აი აქ, ტუმბაზე დადგით, – მიუთითა ქალს მისტერ პენდელტონმა, – ახლა ფარდის დასამაგრებელი თასმა აიღეთ და ფანჯარაზე განივად ჩამოკიდეთ... ბოლოებით ჩარჩოს ორივე მხარეს კაუჭებს მიამაგრეთ.
‘Thank you. You may set it here on the stand,’ directed the man. ‘Now get a string and fasten it to the sash-curtain fixtures of that window there. Take down the sash-curtain, and let the string reach straight across the window from side to side.
194836.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
ჰო, აი ასე, მშვენიერია, გმადლობთ, – დაამატა, როდესაც ქალმა დავალება შეასრულა.
That will be all. Thank you,’ he said, when she had carried out his directions.
194837.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– ჰე, მიდი, პოლიანა, ის შანდალი აიღე და მომაწოდე.
‘Bring me the candlestick now, please, Pollyanna.’
194838.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
პოლიანა წამოდგა, შანდალი ორივე ხელით აიღო და მისტერ პენდელტონს მიაწოდა, მისტერ პენდელტონმა კი შანდლიდან ერთმანეთის მიყოლებით კუნწულების ჩამოხსნა დაიწყო და ერთი-ორ წუთში ლოგინზე მის წინ მწკრივად დალაგებული უკვე თორმეტი ასეთი კუნწულა იდო.
With both hands she brought it; and in a moment he was slipping off the pendants, one by one, until they lay, a round dozen of them, side by side, on the bed.
194839.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
– ახლა კი, ჩემო ძვირფასო, ეს კუნწულები აიღე და იმ თოკზე ჩამოკიდე, ნორამ რომ ფანჯარაზე გააბა.
‘Now, my dear, suppose you take them and hook them to that little string Nora fixed across the window.
194840.
პოლიანა | თავი XVIII, ბროლის კუნწულები
თუ ასე ძალიან გინდა, რომ ცისარტყელაში იცხოვრო, მაშინ ეს სწორედ ის საშუალებაა, რომელიც ოთახში ცისარტყელას შემოუშვებს და შენც შიგ ცხოვრებას შეძლებ!
If you really WANT to live in a rainbow—I don’t see but we’ll have to have a rainbow for you to live in!’