მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194861.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
მალე პოლიანასა და სკოლას შორის სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე, შესანიშნავი ურთიერთობა დამყარდა და პოლიანა დეიდას გამოუტყდა, რომ სკოლაში სიარული, თუმცაკი თავიდან ასე სულაც არ ფიქრობდა, მაინც „ცხოვრება ყოფილა და არა მხოლოდ მოვალეობა“.
They were soon on the best of terms, however, and to her aunt Pollyanna confessed that going to school WAS living, after all—though she had had her doubts before.
194862.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
მიუხედავად იმისა, რომ ახალი და საინტერესო საქმიანობით იყო აღფრთოვანებული, გოგონას არც ძველი მეგობრები ავიწყდებოდა.
In spite of her delight in her new work, Pollyanna did not forget her old friends.
194863.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
ამასთან, თავისთავად ცხადია, პოლიანა მათ ადრინდელივით დიდ დროს ვეღარ უთმობდა, თუმცაკი ცდილობდა, ძველ მეგობრებთან იმდენი დრო გაეტარებინა, რამდენიც შეეძლო.
True, she could not give them quite so much time now, of course; but she gave them what time she could.
194864.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
ჯონ პენდელტონს ეს არ ყოფნიდა და თავს ძალიან მიტოვებულად გრძნობდა.
Perhaps John Pendleton, of them all, however, was the most dissatisfied.
194865.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– მომისმინე, პოლიანა, არ გინდა, საცხოვრებლად ჩემთან გადმოხვიდე? – ჰკითხა საკმაოდ მოუთმენლად.
‘See here, Pollyanna, how would you like to come and live with me? - he asked, a little impatiently.
194866.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
ამ ბოლო დროს ძალიან იშვიათად გხედავ.
‘I don’t see anything of you, nowadays.’
194867.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
პოლიანას მოულოდნელობისგან გაეცინა და მაინც რა უცნაური ვინმეა ეს მისტერ პენდელტონიო, გაიფიქრა.
Pollyanna laughed—Mr. Pendleton was such a funny man!
194868.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– კი მაგრამ, თქვენ ხომ არ გიყვართ, როცა ახლომახლო ადამიანები მუდმივად ტრიალებენ, – უპასუხა კაცს.
‘I thought you didn’t like to have folks ‘round,’ she said.
194869.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– ჰო, მაგრამ ასე მანამდე იყო, სანამ იმ შენს საოცარ თამაშს მასწავლიდი.
‘Oh, but that was before you taught me to play that wonderful game of yours.
194870.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
ახლა პირიქით, მიხარია, რომ სახლი ხალხითაა სავსე და ვიღაც ყოველთვის თავს დამტრიალებს!
Now I’m glad to be waited on, hand and foot!
194871.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
არა უშავს, აი, ნახავ, ამ დღეებში მოტეხილი ფეხის დადგმასაც შევძლებ და იმასაც გავიგებ, ვინ არიან! – ერთერთი თავისი ყავარჯენი სიცილით ასწია მისტერ პენდელტონმა და პოლიანას ხუმრობით დაემუქრა.
Never mind, I’ll be on my own two feet yet, one of these days; then I’ll see who steps around,’ he finished, picking up one of the crutches at his side and shaking it playfully at the little girl.
194872.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
იმ დღეს ისინი დიდ ბიბლიოთეკაში ისხდნენ.
They were sitting in the great library to-day.
194873.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– ო, არა, მისტერ პენდელტონ, თქვენ მხოლოდ თავს მაჩვენებთ, რომ ასეა, თორემ სინამდვილეში, სულაც არ გიხარიათ, – გაბუტულივით ტუჩები დაბუშტა პოლიანამ და ბუხრის წინ მთვლემარე მისტერ პენდელტონის ძაღლს გადახედა;
‘Oh, but you aren’t really glad at all for things; you just SAY you are,’ pouted Pollyanna, her eyes on the dog, dozing before the fire.
194874.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– თქვენ თვითონაც ხომ იცით, რომ „სიხარულობანას“ ყოველთვის არ თამაშობთ, იცით, რომ არ თამაშობთ!
‘You know you don’t play the game right EVER, Mr. Pendleton—you know you don’t!’
194875.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
ჯონ პენდელტონს პოლიანას სიტყვების გაგონებისთანავე სახე დაუსერიოზულდა.
The man’s face grew suddenly very grave.
194876.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– სწორედ ამიტომაც მჭირდები, ჩემო გოგონავ... იმისთვის, რომ თამაშში დამეხმარო.
‘That’s why I want you, little girl—to help me play it.
194877.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– სერიოზულად მეუბნებით, მისტერ პენდელტონ?
‘Mr. Pendleton, you don’t really mean—that?
194878.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– არ შემიძლია, მისტერ პენდელტონ, ხომ იცით, რომ არ შემიძლია.
‘Why, Mr. Pendleton, I can’t—you know I can’t.
194879.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
მე ხომ... დეიდა პოლის ვეკუთვნი.
Why, I’m—Aunt Polly’s!
194880.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
კაცს გამომეტყველება შეეცვალა და სახეზე წამიერად რაღაც გრძნობა აესახა, მაგრამ პოლიანა ნაფიქრალს ვერ მიუხვდა.
A quick something crossed the man’s face that Pollyanna could not quite understand.