მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194881.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
შენ დამთანხმდები, თუ გამოგიშვებს? პოლიანამ მძიმედ ამოიოხრა და კოპები შეკრა.
‘Would you come—if she did?’ Pollyanna frowned in deep thought.
194882.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– მაგრამ... დეიდა პოლიმ ხომ ჩემ მიმართ ამხელა სიკეთე გამოიჩინა... – დაიწყო ნელა, – დეიდა პოლიმ ხომ შემიფარა, როცა კომიტეტის ქალების გარდა აღარავინ დამრჩა და...
‘But Aunt Polly has been so—good to me,’ she began slowly; ‘and she took me when I didn’t have anybody left but the Ladies’ Aid, and—‘
194883.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
კაცს მეორედაც ჟრუანტელის დავლასავით წამიერი, უცნაური ემოციით შეეცვალა სახე.
Again that spasm of something crossed the man’s face;
194884.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
მერე კი, ისევ დაილაპარაკა, ლამის ჩურჩულამდე ჩავარდნილი მისი ხმა უკვე საოცრად სევდინად გაისმა.
But this time, when he spoke, his voice was low and very sad.
194885.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– პოლიანა, დიდი ხნის წინათ ერთი გოგო მიყვარდა ძალიან და იმედი მქონდა, რომ ოდესმე ამ სახლში მოვიყვანდი... ხომ გესმის, ვოცნებობდი, რომ ამ სახლში ჩვენ ერთად ბევრ ბედნიერ წელს გავატარებდით.
‘Pollyanna, long years ago I loved somebody very much. I hoped to bring her, some day, to this house. I pictured how happy we’d be together in our home all the long years to come.’
194886.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– მესმის, მისტერ პენდელტონ, – უპასუხა პოლიანამ და მზერაში თანაგრძნობა ჩაუდგა.
‘Yes,’ pitied Pollyanna, her eyes shining with sympathy.
194887.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
რა მნიშვნელობა აქვს, რატომ, უბრალოდ, ვერ მოვიყვანე და მორჩა.
Never mind why. I just didn’t that’s all.
194888.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული აქაურობას სახლად ვეღარ აღვიქვამდი, პოლიანა, ეს უზარმაზარი, ქვის ნაცრისფერი გროვა უბრალო საცხოვრებლად იქცა ჩემთვის...
And ever since then this great gray pile of stone has been a house—never a home.
194889.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
ახლა თანახმა ხარ, საცხოვრებლად ჩემთან გადმოხვიდე, ძვირფასო? ერთიანად გაბადრული და თვალებგაბრწყინებული პოლიანა ფეხზე წამოხტა.
Now will you come, my dear? Pollyanna sprang to her feet. Her face was fairly illuminated.
194890.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– მისტერ პენდელტონ, იმის თქმა გინდათ, რომ... რომ წლების განმავლობაში იმ ქალის მოყვანაზე ოცნებობდით?
‘Mr. Pendleton, you—you mean that you wish you—you had had that woman’s hand and heart all this time?’
194891.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– ო, როგორ მიხარია!
‘Oh, I’m so glad!
194892.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
მაშინ, ყველაფერი კარგადაა, – შვებით ამოისუნთქა პოლიანამ, – ახლა უკვე შეგიძლიათ, ორივე წამოგვიყვანოთ და პრობლემაც გადაიჭრება!
Then it’s all right,’ sighed the little girl. ‘Now you can take us both, and everything will be lovely.’
194893.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– ო-ორივე?.. – გაოგნებული სახით გაიმეორა მისტერ პენდელტონმა.
‘Take—you—both?’ repeated the man, dazedly.
194894.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– დეიდა პოლი, რა თქმა უნდა, ჯერ არ დაგთანხმებიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ისევე სთხოვთ, როგორც ახლა მე მთხოვეთ, აუცილებლად დაგთანხმდებათ და საცხოვრებლად ორივე აქ გადმოვალთ!
‘Well, of course, Aunt Polly isn’t won over, yet; but I’m sure she will be if you tell it to her just as you did to me, and then we’d both come, of course.’
194895.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
კაცს აშკარა თავზარდაცემით თვალები გაუფართოვდა.
A look of actual terror leaped to the man’s eyes.
194896.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
პოლიანასაც გაუფართოვდა თვალები.
Pollyanna’s eyes widened a little.
194897.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– გირჩევნიათ, თქვენ გადმოხვიდეთ იქ? – ჰკითხა ცოტა გაკვირვებულმა, – ის სახლი, რა თქმა უნდა, თქვენი სახლივით ლამაზი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, იქ ახლოს...
‘Would you rather go THERE?’ she asked. Of course the house isn’t quite so pretty, but it’s nearer—‘
194898.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– პოლიანა! რაზე ლაპარაკობ? – კაცს ხმა ამჯერად ალერსიანი გაუხდა.
‘Pollyanna, what ARE you talking about?’ asked the man, very gently now.
194899.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– რა თქმა უნდა, იმაზე, სად ვიცხოვრებთ, მისტერ პენდელტონ, – საბოლოოდ დაიბნა პოლიანა, – თავიდან ვიფიქრე, რომ აქ გინდოდათ ცხოვრება.
‘Why, about where we’re going to live, of course,’ rejoined Pollyanna, in obvious surprise. I THOUGHT you meant here, at first.
194900.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
ხომ თქვით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში დეიდა პოლის მოყვანა და ამ უზარმაზარ ნაცრისფერ სივრცეში ნამდვილი სახლის მოწყობა გინდოდათ... აქ კი მისტერ პენდელტონს რაღაც წამოყვირების მსგავსი, სრულიად გაუგებარი ღმუილი აღმოხდა.
You said it was here that you had want ed Aunt Polly’s hand and heart all these years to make a home, and—‘ An inarticulate cry came from the man’s throat.