მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194901.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
მერე, ეტყობა, რაღაცის თქმა დააპირა და პოლიანას გასაჩუმებლად ხელი ასწია, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაიფიქრა და წამიც არ იყო გასული, რომ ზემოთ აწეული ხელი უძლურად ჩამოუვარდა.
He raised his hand and began to speak; but the next moment he dropped his hand nervelessly at his side.
194902.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– სერ, თქვენთან ექიმი მოვიდა, – გამოაცხადა იმწუთას ზღურბლზე გაჩერებულმა მოსამსახურემ.
‘The doctor, sir,’ said the maid in the doorway.
194903.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
პოლიანა მაშინვე სკამიდან წამოხტა და ჯონ პენდელტონმაც აღელვებული მზერა მოსამსახურის სახიდან ისევ გოგონაზე გადაიტანა.
Pollyanna rose at once. John Pendleton turned to her feverishly.
194904.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– პოლიანა, ძალიან გთხოვ... – მიმართა გოგონას ლამის ჩურჩულით, – გთხოვ, იმის შესახებ, რაც გთხოვე, ჯერჯერობით... სიტყვა არავისთან წამოგცდეს.
‘Pollyanna, for Heaven’s sake, say nothing of what I asked you—yet,’ he begged, in a low voice.
194905.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– რა თქმა უნდა! – ამომავალი მზესავით გადაიბადრა პოლიანა, – თითქოს ვერ ვხვდებოდე, რომ გინდათ, ყველაფერი თქვენ თვითონ უთხრათ! – ხალისიანად მიაძახა მხარს უკან მისტერ პენდელტონს და ოთახიდან ხტუნვახტუნვით გაიქცა.
Pollyanna dimpled into a sunny smile. ‘Of course not! Just as if I didn’t know you’d rather tell her yourself!’ she called back merrily over her shoulder.
194906.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
ჯონ პენდელტონი სავარძლის საზურგეს ღონემიხდილი მიესვენა.
John Pendleton fell limply back in his chair.
194907.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– რა მოხდა? რა დაგემართათ? – ჰკითხა წუთის შემდეგ ექიმმა, რომელსაც თითები უკვე პაციენტის მაჯაზე ედო და შეშფოთებული გამომეტყველებით მისი გულის გამალებულ ბაგაბუგს უსმენდა.
‘Why, what’s up?’ demanded the doctor, a minute later, his fingers on his patient’s galloping pulse.
194908.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
მისტერ პენდელტონს ტუჩებზე უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა.
A whimsical smile trembled on John Pendleton’s lips.
194909.
პოლიანა | თავი XIX, საკვირველი ამბები
– ვფიქრობ, თქვენი... გამაჯანსაღებელი ელექსირის დოზას გადავაჭარბე, – უპასუხა ექიმს სიცილით და შენიშნა, რომ ექიმმა თვალი სახლის ეზოში კუნტრუშით მიმავალ პოლიანას პატარა ფიგურას გააყოლა.
‘Overdose of your—tonic, I guess,’ he laughed, as he not ed the doctor’s eyes following Pollyanna’s little figure down the driveway
194910.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
კვირა დილას პოლიანა ჩვეულებრივ ეკლესიაში და საკვირაო სკოლაში დადიოდა, ნაშუადღევს კი ნენსისთან ერთად სეირნობდა ხოლმე.
Sunday mornings Pollyanna usually attended church and Sunday school. Sunday afternoons she frequently went for a walk with Nancy.
194911.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
იმ კვირასაც, რომელიც მისტერ პენდელტონთან ზემოთ ხსენებული სტუმრობის მეორე დღეს დადგა, პოლიანა ნენსისთან ერთად სასეირნოდ წასვლას აპირებდა, მაგრამ საკვირაო სკოლიდან სახლში რომ ბრუნდებოდა, შუა გზაზე თავისი ორთვალათი მისტერ ჩილტონი წამოეწია და ცხენი შეაყენა.
She had planned one for the day after her Saturday afternoon visit to Mr. John Pendleton; but on the way home from Sunday school Dr. Chilton overtook her in his gig, and brought his horse to a stop.
194912.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– რა კარგია, რომ შეგხვდი, პოლიანა, არ გინდა, სახლში წაგიყვანო? – შესთავაზა კაცმა, – რაღაც მინდოდა მეთქვა, ახლა სწორედ შენთან მოვდიოდი, რომ დაგლაპარაკებოდი, – განაგრძო მან, სანამ პოლიანა კიჩოზე მის გვერდით ჯდებოდა, – მისტერ პენდელტონმა მთხოვა, შენთვის გადმომეცა, რომ დღეს აუცილებლად ესტუმრო.
‘Suppose you let me drive you home, Pollyanna,’ he suggested. ‘I want to speak to you a minute. I, was just driving out to your place to tell you,’ he went on, as Pollyanna set tled herself at his side. ‘Mr. Pendleton sent a special request for you to go to see him this afternoon, SURE.
194913.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ამბობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო.
He says it’s very important.
194914.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– ჰო, ვიცი, მისტერ ჩილტონ, – ხალისიანად დაუქნია თავი პოლიანამ, – მივალ.
Pollyanna nodded happily. ‘Yes, it is, I know. I’ll go.’
194915.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ექიმმა გოგონას გაკვირვებული სახით გადახედა.
The doctor eyed her with some surprise.
194916.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
პოლიანას გაეცინა.
Pollyanna laughed.
194917.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– მაგრამ ეგ ჩემი ბრალი არ არის, მისტერ ჩილტონ, მართლა... უფრო სწორად, ცოტა ჩემიცაა, მაგრამ მთავარი მაინც დეიდა პოლია.
‘Oh, it wasn’t me, truly—not really, you know; not so much as it was Aunt Polly.’
194918.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ექიმი შეცბა და პოლიანასკენ სწრაფად შებრუნდა.
The doctor turned with a quick start.
194919.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– დეიდა... პოლი?! – გაიმეორა გაოგნებულმა.
‘Your—aunt!’ he ejaculated.
194920.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
სიხარულისგან პოლიანა კიჩოზე ოდნავ შეხტა კიდეც.
Pollyanna gave a happy little bounce in her seat.