მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194921.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– დიახ. და მე ეს ისე მიხარია, რომ... რომანებში რომ წერენ, აი, ისეთი ამბავია, ხომ გესმით?.. ახლავე მოგიყვებით!
‘Yes. And it’s so exciting and lovely, just like a story, you know. I—I’m going to tell you;
194922.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ცხადია, თვითონ უნდა, ყველაფერი უთხრას და არა – მე. შეყვარებულების ამბავი ხომ იცით!
And, of course he WOULD want to tell her himself instead of having me do it—lovers, so!’
194923.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– შეყვარებულების?! – პოლიანას ნათქვამი ისევ მექანიკურად გაიმეორა ექიმმა, მაგრამ ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე, თითქოს ხელი აუხტა და უნებურად სადავე აიქნიაო, ცხენი წინ გაქანდა.
‘Lovers!’ As the doctor said the word, the horse started violently, as if the hand that held the reins had given them a sharp jerk.
194924.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– დიახ, – ხალისიანად დაიქნია თავი პოლიანამ, – საქმეც ეგ არის, ხომ გესმით?
‘Yes,’ nodded Pollyanna, happily. ‘That’s the story-part, you see.
194925.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
მე წარმოდგენაც არ მქონდა, სანამ ნენსიმ არ მითხრა.
I didn’t know it till Nancy told me.
194926.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ამასწინათ მომიყვა, რომ თურმე წლების წინ დეიდა პოლის შეყვარებული ჰყოლია, მაგრამ უჩხუბიათ და ერთმანეთს დაშორებიან.
She said Aunt Polly had a lover years ago, and they quarrelled.
194927.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
თავიდან ნენსიმაც არ იცოდა, ის კაცი ვინ იყო და ახლაღა გავარკვიეთ.
She didn’t know who it was at first. But we’ve found out now.
194928.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ექიმი აშკარად ერთბაშად მოდუნდა, მოეშვა და ხელი, რომელშიც აქამდე სადავე მთელი ძალით ჰქონდა ჩაბღუჯული, მუხლზე უძლურად ჩამოიდო.
The doctor relaxed suddenly, The hand holding the reins fell limply to his lap.
194929.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– ოჰ!.. არ ვიცოდი... – უპასუხა გოგონას ხმადაბლა.
‘Oh! No; I—didn’t know,’ he said quietly.
194930.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ყვლაფერი არაჩვეულებრივად ეწყობა!
It’s come out lovely.
194931.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
მისტერ პენდელტონმა საცხოვრებლად მასთან გადასვლა მთხოვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დეიდა პოლიმ ჩემ მიმართ ამხელა სიკეთე გამოიჩინა... ასე... არა, დეიდა პოლის მე, რა თქმა უნდა, ვერ მივატოვებდი.
Mr. Pendleton asked me to come and live with him, but of course I wouldn’t leave Aunt Polly like that—after she’d been so good to me.
194932.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
თუმცა მერე მისტერ პენდელტონმა ჩემთან ლაპარაკში ახსენა, რომ თურმე ოდესღაც ვიღაც ქალის ცოლად მოყვანაზე ოცნებობდა და, როგორც მივხვდი, ახლაც ოცნებობს. და მე ეს ძალიან, ძალიან გამიხარდა!..
Then he told me all about the woman’s hand and heart that he used to want, and I found out that he wanted it now; and I was so glad!
194933.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
იმიტომ, რომ ხომ გესმით, თუ მისტერ პენდელტონს დეიდა პოლისთან შერიგება უნდა, ყველაფერი კარგად იქნება და მე და დეიდა პოლი ერთად გადავალთ მისტერ პენდელტონთან საცხოვრებლად... ჰმ, ან თვითონ გადმოვა ჩვენთან.
For of course if he wants to make up the quarrel, everything will be all right now, and Aunt Polly and I will both go to live there, or else he’ll come to live with us.
194934.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
რა თქმა უნდა, დეიდა პოლიმ ჯერ არაფერი არ იცის, მე და მისტერ პენდელტონმა ყველაფერზე მოლაპარაკება ჯერ ვერ მოვასწარით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დღეს ჩემი ნახვა სწორედ ამის გამო უნდა.
Of course Aunt Polly doesn’t know yet, and we haven’t got everything settled; so I suppose that is why he wanted to see me this afternoon, sure.’ The doctor sat suddenly erect.
194935.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ექიმი ჩილტონი მოულოდნელად ბეჭებში გასწორდა და ტუჩებზე უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა.
There was an odd smile on his lips.
194936.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– აჰა, აი, თურმე ასე სასწრაფოდ რატომ უნდა დღეს მისტერ პენდელტონს შენი ნახვა, – თქვა მან იმავე უცნაური ღიმილით და თავი დაიქნია, მერე კი სადავეები მოქაჩა და ცხენი ჰარინგტონების სახლთან გააჩერა.
‘Yes; I can well imagine that Mr. John Pendleton does— want to see you, Pollyanna,’ he nodded, as he pulled his horse to a stop before the door.
194937.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– აი, დეიდა პოლიც! ფანჯარასთან დგას! – წამოიყვირა პოლიანამ და იმავწუთს გაკვირვებული ხმით დაამატა, – არა, ეტყობა, შემეშალა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ფანჯარასთან დეიდა პოლი იდგა.
‘There’s Aunt Polly now in the window,’ cried Pollyanna; then, a second later: ‘Why, no, she isn’t—but I thought I saw her!’
194938.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– არა, შენი დეიდა პოლი იქ არ დგას... უფრო სწორად, უკვე აღარ დგას, – უპასუხა ექიმმა ჩილტონმა და მოღიმარი სახე უეცრადვე დაუსერიოზულდა.
‘No; she isn’t there—now,’ said the doctor, His lips had suddenly lost their smile.
194939.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
იმ დღეს პოლიანას მისტერ პენდელტონი მოუთმენლად მომლოდინე და ძალიან აღელვებული დახვდა.
Pollyanna found a very nervous John Pendleton waiting for her that afternoon.
194940.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– პოლიანა, – დაიწყო კაცმა პოლიანას დანახვისთანავე, – მთელი ღამე იმის გაგებას ვცდილობდი, რაც გუშინ მითხარი... იმის, რომ წლების განმავლობაში შენი დეიდა პოლის გულის მოგება მინდოდა.. გამაგებინე, რას გულისხმობდი, ამას რომ მეუბნებოდი?
‘Pollyanna,’ he began at once. ‘I’ve been trying all night to puzzle out what you meant by all that, yesterday—about my wanting your Aunt Polly’s hand and heart here all those years. What did you mean?’