მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194941.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– როგორ თუ რას?! თქვენ ხომ ოდესღაც ერთმანეთი გიყვარდათ და მე ძალიან გამიხარდა, რომ, როგორც მითხარით, თურმე ახლაც გიყვართ.
‘Why, because you were lovers, you know once; and I was so glad you still felt that way now.’
194942.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– ერთმანეთი გვიყვარდა?! მე და დეიდაშენს?
‘Lovers!—your Aunt Polly and I?’
194943.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
კაცის ხმაში აშკარა გაკვირვება გაისმა და პოლიანასაც თვალები გაუფართოვდა.
At the obvious surprise in the man’s voice, Pollyanna opened wide her eyes.
194944.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– როგორ, მისტერ პენდელტონ!.. მე ნენსიმ მითხრა, რომ გიყვარდათ! კაცმა დამცინავად ჩაიფრუტუნა.
‘Why, Mr. Pendleton, Nancy said you were!’ The man gave a short little laugh.
194945.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– ოჰო!.. არა, ჩემო ძვირფასო, მინდა გითხრა, რომ ამჯერად ნენსი... ძალიან შეცდა.
‘Indeed! Well, I’m afraid I shall have to say that Nancy— didn’t know.’
194946.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– მაშასადამე... თქვენ ერთმანეთი არ გიყვარდათ?
‘Then you—weren’t lovers?
194947.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– პოლიანას ხმაში თავზარდაცემა და საშინელი იმედგაცრუება გაისმა.
Pollyanna’s Voice was tragic with dismay.
194948.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– არასდროს!
‘Never!’
194949.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– ესე იგი, თქვენი ამბავი წიგნში დაწერილ რომანებს არ ჰგავს? კაცმა პოლიანას კითხვა უპასუხოდ დატოვა და ფანჯარაში გაიხედა.
‘And it ISN’T all coming out like a book?’ There was no answer. The man’s eyes were moodily fixed out the window.
194950.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– ო, ღმერთო! არადა, ყველაფერი რა კარგად მიდიოდა... – ლამის სლუკუნით დაამატა პოლიანამ, – ძალიან გამიხარდებოდა, თუ დეიდა პოლისთან ერთად... საცხოვრებლად თქვენთან გადმოვიდოდი.
‘O dear! And it was all going so splendidly,’ almost sobbed Pollyanna. ‘I’d have been so glad to come—with Aunt Polly.’
194951.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– და მარტო რომ გადმოხვიდე, არ გინდა? – ჰკითხა ფანჯრიდან ჯერაც ეზოს პეიზაჟს მიჩერებულმა კაცმა. – რა თქმა უნდა, არა. მე ხომ დეიდა პოლის ვეკუთვნი.
‘And you won’t—now?’ The man asked the question without turning his head. ‘Of course not! I’m Aunt Polly’s.’
194952.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ჯონ პენდელტონმა თავი მკვეთრად მოაბრუნა და პოლიანას ლამის გაცეცხლებულმა შეხედა.
The man turned now, almost fiercely.
194953.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– მანამდე, სანამ დეიდაშენის გახდებოდი, შენ დედაშენის იყავი, პოლიანა!.. და სწორედ დედაშენის სიყვარულზე და ცოლად მოყვანაზე ვოცნებობდი მე მრავალი წლის წინათ.
‘Before you were hers, Pollyanna, you were—your mother’s. And—it was your mother’s hand and heart that I wanted long years ago.’
194954.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– ჰო. შენთვის ამის თქმას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ, ალბათ, ჯობია, მაინც მოგიყვე...
‘Yes. I had not meant to tell you, but perhaps it’s better, after all, that I do—now.’
194955.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– კაცი ერთიანად გაფითრებული ლაპარაკობდა და აშკარად ეტყობოდა, რომ თითოეული სიტყვის წარმოსათქმელად მთელი ძალისხმევის მოკრება სჭირდებოდა, პოლიანა კი ხმისამოუღებლად იჯდა და მისტერ პენდელტონს თვალებგაფართოებული შეჰყურებდა, – მე დედაშენი მიყვარდა, მაგრამ... მას არ ვუყვარდი, პოლიანა.
John Pendleton’s face had grown very white. He was speaking with evident difficulty. Pol lyanna, her eyes wide and frightened, and her lips parted, was gazing at him fixedly. ‘I loved your mother; but she— didn’t love me.
194956.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ამ წლების განმავლობაში ბრაზიან, მუდმივად რაღაცაზე გაღიზიანებულ და უსიყვარულო მოხუცად ვიქეცი... ჰო, ნამდვილ მოხუცად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სამოცისაც არ ვარ...
For long years I have been a cross, crabbed, unlovable, unloved old man—though I’m not nearly sixty, yet, Pollyanna.
194957.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
მერე, ერთ დღესაც ჩემს ცხოვრებაში შენ შემოიჭერი და იმ შენი ბროლის კუნწულებივით საკუთარი სხივიანი ხალისიანობის მეწამული, წითელი და ოქროსფერი ათინათებით გაანათე ჩემი პირქუში და ბებრული ცხოვრება.
Then, One day, like one of the prisms that you love so well, little girl, you danced into my life, and flecked my dreary old world with dashes of the purple and gold and scarlet of your own bright cheeriness.
194958.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ცოტა ხნის შემდეგ კი გავიგე, ვინ იყავი და... და მაშინ გადავწყვიტე, რომ მეტად აღარასოდეს მენახე... ხომ გესმის, პოლიანა, შენ მე იმ ადამიანს მახსენებდი, ვის დავიწყებასაც მთელი სიცოცხლე ვცდილობდი, მაგრამ... მოკლედ, შენ თვითონაც იცი, რა და როგორ მოხდა.
I found out, after a time, who you were, and—and I thought then I never wanted to see you again. I didn’t want to be reminded of—your mother. But—you know how that came out.
194959.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– მაგრამ მისტერ პენდელტონ, მე... – პოლიანას თვალები ცრემლებით აევსო, – მე ხომ დეიდა პოლიც მყავს?!
‘But, Mr. Pendleton, I—There’s Aunt Polly!’ Pollyanna’s eyes were blurred with tears.
194960.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
კაცმა ხელი მოუთმენლად აიქნია.
The man made an impatient gesture.