მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194961.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– კარგი, მაგრამ ჩემზე იფიქრე? მე რა მეშველება? შენ გარეშე როგორ შევძლებ, რამე „მიხაროდეს“?
‘What about me? How do you suppose I’m going to be ‘glad’ about anything—without you?
194962.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
მე ხომ მას შემდეგ, რაც შენ გაგიცანი, სულ ახლახან გავბედე და მართალია, პატარ-პატარა ნაბიჯებით და ცოტ-ცოტა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სიხარულის გრძნობა შემოვუშვი!
Why, Pollyanna, it’s only since you came that I’ve been even half glad to live!
194963.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
მაგრამ თუ შენ ჩემი პატარა გოგო გახდები... ყოველთვის გახარებული ვიქნები, პოლიანა, ყოველთვის!.. და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენც ბედნიერი იყო, ჩემო ძვირფასო!
But if I had you for my own little girl, I’d be glad for—anything; and I’d try to make you glad, too, my dear.
194964.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
პირობას გაძლევ, აუხდენელი ოცნება აღარ გექნება.
You shouldn’t have a wish ungratified.
194965.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
უკანასკნელ ცენტამდე მთელი ჩემი ფული მხოლოდ იმას მოხმარდება, რომ შენ იყო ბედნიერი, პოლიანა! თავზარდაცემულ პოლიანას თვალები გაუფართოვდა.
All my money, to the last cent, should go to make you happy.’ Pollyanna looked shocked.
194966.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– რას ამბობთ, მისტერ პენდელტონ, როგორ წარმოგიდგენიათ, მე დაგთანხმდებით, რომ მთელი თქვენი ფული, რომელსაც წარმართებისთვის აგროვებთ, ჩემთვის... დახარჯოთ?! კაცს სახე ოდნავ შესამჩნევად აუწითლდა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ პოლიანამ ისე განაგრძო, რომ ხმის ამოღება არ დააცადა.
‘Why, Mr. Pendleton, as if I’d let you spend it on me—all that money you’ve saved for the heathen!’ A dull red came to the man’s face. He started to speak, but Pollyanna was still talking.
194967.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– თანაც დამიჯერეთ, ვისაც იმდენი ფული აქვს, რამდენიც თქვენ, სიხარულისა და ბედნიერებისთვის მე სულაც არ ვჭირდები.
‘Besides, anybody with such a lot of money as you have doesn’t need me to make you glad about things.
194968.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
თქვენ ხომ იმით, რომ საჩუქრებს ჩუქნით, სხვებს აბედნიერებთ და ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ თვითონაც გიხაროდეთ!
You’re making other folks so glad giving them things that you just can’t help being glad yourself!
194969.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ბროლის ის კუნწულები გაიხსენეთ, მე და მისის სნოუს რომ გვაჩუქეთ, ან თუნდაც ის ოქროს მონეტა, რომელიც ნენსის აჩუქეთ დაბადების დღეზე, ანდა...
Why, look at those prisms you gave Mrs. Snow and me, and the gold piece you gave Nancy on her birthday, and—‘
194970.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– ჰო, ჰო... მაგრამ ეს ხომ წვრილმანებია, პოლიანა, – სიტყვა გააწყვეტინა მისტერ პენდელტონმა და გაწითლდა, რაც, როგორც ჩანს, გასაკვირიც არ იყო, რადგან ჯონ პენდელტონის სახელი მათ პატარა ქალაქში ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინათ საჩუქრებსა და ხელგაშლილობას ნამდვილად არ უკავშირდებოდა, – ეს ყველაფერი ხომ სისულელეა.
‘Yes, yes—never mind about all that,’ interrupted the man. His face was very, very red now—and no wonder, per haps: it was not for ‘giving things’ that John Pendleton had been best known in the past. ‘That’s all nonsense.
194971.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ეს ხომ ძალიან იშვიათად ხდება... და თანაც, ესეც ხომ მხოლოდ და მხოლოდ შენი დამსახურებაა!
‘Twasn’t much, anyhow—but what there was, was because of you.
194972.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
შენ ჩუქნიდი ადამიანებს ამ ყველაფერს და არა მე!
YOU gave those things; not I!
194973.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ჰო, სწორედ შენ, შენ! – გაიმეორა მისტერ პენდელტონმა პოლიანას სახეზე გამოხატული პროტესტის საპასუხოდ, – და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შენ მე ძალიან მჭირდები, ჩემო გოგოვ, – დაამატა მან და ხმა რბილი და ლამის მავედრებელი გაუხდა, – თუ გინდა...
Yes, you did,’ he repeated, in answer to the shocked denial in her face. ‘And that only goes to prove all the more how I need you, little girl,’ he added, his voice softening into tender pleading once more.
194974.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
თუ გინდა, რომ ოდესმე „სიხარულობანა“ ბოლომდე კარგად ვითამაშო, პოლიანა, ჩემთან უნდა გადმოხვიდე და შენც ჩემთან ერთად უნდა ითამაშო.
‘If ever, ever I am to play the ‘glad game,’ Pollyanna, you’ll have to come and play it with me.’ The little girl’s forehead puckered into a wistful frown.
194975.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
პოლიანამ ჩაფიქრებული გამომეტყველებით კოპები შეკრა. – დეიდა პოლიმ ისე კეთილად მიმიღო, რომ... – დაიწყო გაუბედავად. მაგრამ მისტერ პენდელტონმა ისევ გააწყვეტინა.
‘Aunt Polly has been so good to me,’ she began; but the man interrupted her sharply.
194976.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
კაცს სახეზე კვლავ ძველებური ბრაზი და გაღიზიანება გამოესახა.
The old irritability had come back to his face.
194977.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ადამიანების მიმართ მოუთმენელი და უკმეხი დამოკიდებულება ისე ღრმად ჰქონდა ხასიათში ფესვგადგმული, იმდენად ვერ იტანდა წინააღმდეგობასა თუ სიტყვის შებრუნებას, რომ თავის შეკავება ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშიც კი უჭირდა.
Impatience which would brook no opposi tion had been a part of John Pendleton’s nature too long to yield very easily now to restraint.
194978.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– რა თქმა უნდა, კეთილად მიგიღო!
‘Of course she’s been good to you!
194979.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
მაგრამ თავს დავდებ, რომ შენთან ერთად ცხოვრება იმის ნახევრადაც არ უნდა, როგორც მე! – გამოუცხადა გოგონას მკვახედ.
But she doesn’t want you, I’ll warrant, half so much as I do,’ he contested.
194980.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– მაგრამ, მისტერ პენდელტონ, მე ვიცი, რომ დეიდა პოლის უხარია...
‘Why, Mr. Pendleton, she’s glad, I know, to have—‘