მოიძებნა 669200 ჩანაწერი
194981.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– უხარია?! – გააწყვეტინა უკვე საბოლოოდ მოთმინებადაკარგულმა კაცმა, – წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მის პოლიმ საერთოდ არ იცის, სიხარული რა არის!
‘Glad!’ interrupted the man, thoroughly losing his pa tience now.
194982.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ერთადერთი, რასაც ის ცდილობს, მოვალეობის შესრულებაა.
‘I’ll wager Miss Polly doesn’t know how to be glad—for anything!
194983.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ჰო, ჰო, დამიჯერე, მის პოლი ჰარინგტონი მოვალეობის ქალია!
Oh, she does her duty, I know. She’s a very DUTIFUL woman.
194984.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ვიცი, იმიტომ, რომ დეიდაშენის მოვალეობის გრძნობა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.
I’ve had experience with her ‘duty,’ before.
194985.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ვაღიარებ, ბოლო თხუთმეტი თუ ოცი წლის განმავლობაში ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ გვქონდა, მაგრამ ვიცნობ, ძალიან კარგად ვიცნობ.
I’ll acknowledge we haven’t been the best of friends for the last fifteen or twenty years. But I know her.
194986.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
მის პოლის ყველა იცნობს... და კიდევ გიმეორებ, ეს ის ქალი ნამდვილად არ არის, ვისაც რამე „უხარია“, პოლიანა! დარწმუნებული ვარ, ისიც კი არ იცის, როგორ უნდა უხაროდეს...
Every one knows her—and she isn’t the ‘glad’ kind, Pollyanna. She doesn’t know how to be.
194987.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
რაც შეეხება ჩემთან შენ გადმოსვლას... მოდი, ჰკითხე, ჰკითხე და ნახავ, წინააღმდეგი იქნება თუ არა!..
As for your coming to me— you just ask her and see if she won’t let you come.
194988.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ოჰ, პოლიანა, ჩემო პატარა გოგო... რატომ არ გესმის?! შენ მე მართლა ძალიან მჭირდები!
And, oh, little girl, little girl, I want you so!’ he finished brokenly.
194989.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
პოლიანამ ღრმად ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა.
Pollyanna rose to her feet with a long sigh.
194990.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– კარგი. ვკითხავ, – ნაღვლიანი ხმით უპასუხა კაცს, – რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ თქვენთან ერთად ცხოვრება არ მინდა, მისტერ პენდელტონ, მაგრამ...
‘All right. I’ll ask her,’ she said wistfully. ‘Of course I don’t mean that I wouldn’t like to live here with you, Mr. Pendleton, but—‘
194991.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– მან სიტყვა არ დაასრულა, წუთით გაჩუმდა და დაამატა, – ყოველ შემთხვევაში, მიხარია, რომ გუშინ არაფერი ვთქვი... თორემ იფიქრებდა, რომ ისიც ისევე გჭირდებათ, როგორც – მე.
She did not complete her sentence. There was a moment’s silence, then she added: ‘Well, anyhow, I’m glad I didn’t tell her yesterday;—‘cause then I supposed SHE was wanted, too.’
194992.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
ჯონ პენდელტონმა ირონიულად ჩაიფრუტუნა.
John Pendleton smiled grimly.
194993.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– ჰო, პოლიანა, გეთანხმები, ნამდვილად კარგია, რომ გუშინ არაფერი თქვი.
‘Well, yes, Pollyanna; I guess it is just as well you didn’t mention it—yesterday.’
194994.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
მხოლოდ ექიმს ვუთხარი, სახლში რომ მივყავდი, მაგრამ ეს არ ითვლება... – ექიმს?! – აღმოხდა მისტერ პენდელტონს და რაღაც უეცარი გრძნობით სახე შეეცვალა, – ექიმ... ჩილტონს?
‘I didn’t—only to the doctor; and of course he doesn’t count.’ ‘The doctor!’ cried John Pendleton, turning quickly. ‘Not—Dr.—Chilton?’
194995.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
გზაში შემხვდა, სახლში წამიყვანა და თქვენი დანაბარები გადმომცა, რომ დღეს ჩემი ნახვა გინდოდათ.
‘When he came to tell me you wanted to see me today, you know.’
194996.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– ჰმ, მაინცდამაინც... – ჩაილაპარაკა კაცმა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, მაგრამ უცაბედად ისევ გასწორდა და დაინტერესებულმა ჰკითხა: – მერე, რაო? ექიმმა ჩილტონმა მაგაზე რა გითხრა?
‘Well, of all the—‘ muttered the man, falling back in his chair. Then he sat up with sudden interest. ‘And what did Dr. Chilton say?’ he asked.
194997.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
პოლიანა ჩაფიქრდა და კოპები შეკრა.
Pollyanna frowned thoughtfully.
194998.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– არ მახსოვს. მგონი, ისეთი არაფერი. ა, ჰო, გამახსენდა! ასე თქვა, ახლა გასაგებია, რატომ უნდა მისტერ პენდელტონს შენი ნახვაო.
‘Why, I don’t remember. Not much, I reckon. Oh, he did say he could well imagine you did want to see me.’
194999.
პოლიანა | თავი XX, კიდევ უფრო საკვირველი ამბები
– აჰა, მაშ, გასაგებიაო, არა?! – ირონიული ჩაცინებით ჩაილაპარაკა მისტერ პენდელტონმა და პოლიანა ამჯერად თავისი უეცარი და გაუგებარი გახალისებით გააკვირვა.
‘Oh, did he, indeed!’ answered John Pendleton. And Pollyanna wondered why he gave that sudden queer little laugh.
195000.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
სწორედ იმ დროს, როდესაც ჯონ პენდელტონის სახლიდან გამოსული პოლიანა დაღმართზე დაეშვა, ცა მოულოდნელად მოიღრუბლა და აშკარა გახდა, რომ სადაცაა ჭექა-ქუხილი ატყდებოდა და გაწვიმდებოდა.
The sky was darkening fast with what appeared to be an approaching thunder shower when Pollyanna hurried down the hill from John Pendleton’s house.