მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195001.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
რამდენიმე წუთის შემდეგ კი, სანამ ჯერ კიდევ შუა გზაში იყო, პოლიანამ ნენსი დაინახა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ამასობაში ღრუბლები შედარებით გაიფანტა და წვიმასაც თითქოს აღარ აპირებდა, ქოლგა ეჭირა და მისკენ სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა.
Half-way home she met Nancy with an umbrella. By that time, however, the clouds had shifted their position and the shower was not so imminent.
195002.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– როგორც ჩანს, ქარმა ღრუბლები ჩრდილოეთისკენ გადაყარა, – გამოაცხადა ნენსიმ და თვალებმოჭუტულმა ცას დაეჭვებული სახით ახედა, – ასეც ვფიქრობდი, მაგრამ მის პოლიმ მაინც მიბრძანა, შენ შესახვედრად წამოვსულიყავი და ქოლგა წამომეღო.
‘Guess it’s goin’ ‘round ter the north,’ announced Nancy, eyeing the sky critically. I thought ‘twas, all the time, but Miss Polly wanted me ter come with this.
195003.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
შენზე ნერვიულობდა!
She was WORRIED about ye!’
195004.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– ნერვიულობდა... – ჩაილაპარაკა პოლიანამ უყურადღებოდ და თვითონაც ცას ახედა.
‘Was she?’ murmured Pollyanna abstractedly, eyeing the clouds in her turn.
195005.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
ნენსიმ დამცინავად ჩაიფრუტუნა.
Nancy sniffed a little.
195006.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– ეტყობა, ვერ გაიგე, რა გითხარი, – შენიშნა პოლიანას უყურადღებობით ნაწყენმა, – დეიდაშენი შენზე ნერვიულობდა-მეთქი, გესმის?!
‘You don’t seem ter notice what I said,’ she observed aggrievedly. ‘I said yer aunt was WORRIED about ye!’
195007.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– ოჰ, – ამოიოხრა დეიდისა და იმ კითხვის გახსენებაზე გულდამძიმებულმა პოლიანამ, რომელიც მისთვის უნდა დაესვა, – ძალიან ვწუხვარ.
‘Oh,’ sighed Pollyanna, remembering suddenly the question she was so soon to ask her aunt.
195008.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
არ მინდოდა, შემეშინებინა.
‘I’m sorry. I didn’t mean to scare her.’
195009.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– მე კი, პირიქით, მიხარია! – მოულოდნელად წამოიძახა ნენსიმ, – ჰო, მიხარია, ძალიანაც მიხარია! პოლიანა ნენსის გაკვირვებული შეაჩერდა.
‘Well, I’m glad,’ retorted Nancy, unexpectedly. ‘I am, I am.’ Pollyanna stared.
195010.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– გიხარია? გიხარია, რომ დეიდა პოლი ჩემზე ნერვიულობდა?
‘GLAD that Aunt Polly was scared about me!
195011.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
რატომ, ნენსი, არა, ასე თამაში არ შეიძლება!.. ამაში სასიხარულო არაფერი არ არის! – აღშფოთდა ის.
Why, Nancy, THAT isn’t the way to play the game—to be glad for things like that!’ she objected.
195012.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– მაგრამ მე არც ვთამაშობ! – შეეპასუხა ნენსი, – აზრადაც არ მომსვლია, მეთამაშა.
‘There wa’n’t no game in it,’ retorted Nancy. ‘Never thought of it.
195013.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
როგორც ჩანს, ვერც კი ხვდები, პოლიანა, რას ნიშნავს, რომ მის პოლი შენზე ნერ-ვიუ-ლო-ბდა!
YOU don’t seem ter sense what it means ter have Miss Polly WORRIED about ye, child!’
195014.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– იმას ნიშნავს, რომ ნერვიულობდა, ეს კი ძალიან არასასიამოვნო გრძნობაა! – დაიჟინა პოლიანამ, – სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს? ნენსიმ თავი ჯიუტად გადააქნია.
‘Why, it means worried—and worried is horrid—to feel,’ maintained Pollyanna. ‘What else can it mean?’ Nancy tossed her head.
195015.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– კარგი, გეტყვი, სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს.
‘Well, I’ll tell ye what it means.
195016.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
ეს იმას ნიშნავს, რომ მის პოლის, როგორც იქნა, რაღაც ადამიანური გაუჩნდა, გესმის? მარტო მოვალეობას კი არ ასრულებს, ადამიანური გრძნობებიც აქვს!
It means she’s at last gettin’ down somewheres near human—like folks; an’ that she ain’t jest doin’ her duty by ye all the time.’
195017.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– კი მაგრამ, ნენსი, ასე რატომ ლაპარაკობ?! – აღშფოთებისგან თვალებიც კი გაუფართოვდა პოლიანას, – დეიდა პოლი მოვალეობას ყოველთვის ასრულებს.
‘Why, Nancy,’ demurred the scandalized Pollyanna, ‘Aunt Polly always does her duty.
195018.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
ის ხომ... მოვალეობის ქალია! – პოლიანამ თავისდაუნებურად ნახევარი საათის წინ ჯონ პენდელტონის ნათქვამი ფრაზა გაიმეორა.
She—she’s a very dutiful woman!’ Unconsciously Pollyanna repeated John Pendleton’s words of half an hour before.
195019.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
ნენსის ირონიულად ჩაეცინა.
Nancy chuckled.
195020.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– მართალი ხარ, სწორედ ასეთია... და, მგონი, ყოველთვის ასეთი იყო.
‘You’re right she is—and she always was, I guess!