მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195021.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
მაგრამ მას შემდეგ, რაც შენ ჩამოხვედი, ნამდვილად შეიცვალა. პოლიანას გამომეტყველება შეეცვალა, ჩაფიქრდა და ნენსის კოპებშეკრულმა შეხედა.
But she’s somethin’ more, now, since you came.’ Pollyanna’s face changed. Her brows drew into a troubled frown.
195022.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– იცი, რა მინდა, გკითხო... – დაიწყო ფრთხილად, მაგრამ წამით გაჩუმდა და ამოიოხრა, – როგორ ფიქრობ, დეიდა პოლის უხარია, რომ მასთან ვცხოვრობ?
‘There, that’s what I was going to ask you, Nancy,’ she sighed. ‘Do you think Aunt Polly likes to have me here?
195023.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
წინააღმდეგი იქნებოდა... სადმე სხვაგან რომ გადავსულიყავი? ნენსიმ გოგონას ჩაფიქრებულ სახეს წამიერი მზერა მოავლო.
Would she mind—if if I wasn’t here any more?’ Nancy threw a quick look into the little girl’s absorbed face.
195024.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
ამ კითხვას დიდი ხანია ელოდა და ეშინოდა კიდეც.
She had expected to be asked this question long before, and she had dreaded it.
195025.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
თავს ხშირად ეკითხებოდა, რა უნდა ეთქვა, როცა პოლიანა რამე მსგავსს ჰკითხავდა, რომ მისი პასუხი არც პოლიანასთვის ყოფილიყო ძალიან გულსატკენი და თან არც ტყუილი გამოსვლოდა.
She had wondered how she should answer it—how she could answer it honestly without cruelly hurting the questioner.
195026.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
მაგრამ ახლა... ახლა, ახალი დაკვირვებებით შეიარაღებულს, რომელთა უტყუარო ბაშიც უკვე საბოლოოდ მას შემდეგ დარწმუნდა, რაც მის პოლიმ პოლიანას შესახვედრად წასვლა და ქოლგის წაღება უბრძანა, ამ კითხვის გაგონება გაუხარდა კიდეც.
But now, NOW, in the face of the new suspicions that had become convictions by the afternoon’s umbrella-sending—Nancy only welcomed the question with open arms.
195027.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
ახლა უკვე თავისუფლად შეეძლო სიყვარულს დანატრებული პატარა გოგონას გული დაემშვიდებინა და თან ტყუილიც არ ეთქვა.
She was sure that, with a clean conscience to-day, she could set the love-hungry little girl’s heart at rest.
195028.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
რა, დეიდაშენმა არ მიბრძანა, შენი ნივთები ქვედა სართულზე ჩამეტანა, რომ ისეთი ლამაზი ოთახი გქონოდა, როგორიც გინდოდა?..
Didn’t she make me tote yer things all down-stairs, so you could have the pretty room you wanted?
195029.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
რას ამბობ, მის პოლიანა, იმასთან შედარებით, როგორც ადრე იქცეოდა, როცა გაიგო, რომ...
Why, Miss Pollyanna, when ye remember how at first she hated ter have—‘
195030.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
მაგრამ პოლიანას სიხარულით გაბრწყინებულმა სახემ მის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
Even then she was not quite prepared for the sudden joy that illumined Pollyanna’s face.
195031.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– ო, ნენსი! როგორ გამახარე!..
‘Oh, Nancy, I’m so glad—glad—glad!
195032.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
შენ ხომ არ იცი, როგორ მიხარია, რომ დეიდა პოლის ვჭირდები!
You don’t know how glad I am that Aunt Polly—wants me!’
195033.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
„რაკი ასეა, თავისთავად ცხადია, არაფრის დიდებით არ მივატოვებ!
‘As if I’d leave her now!’ thought Pollyanna, as she climbed the stairs to her room a little later.
195034.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– გაიფიქრა პოლიანამ ცოტა მოგვიანებით, თავის ოთახში რომ ადიოდა, – მე ისედაც ვიცოდი, რომ დეიდა პოლისთან ერთად ცხოვრება მერჩივნა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ასე ძალიან მინდოდა, რომ ჩემი გვერდით ყოფნა დეიდა პოლისთვისაც ასეთივე მნიშვნელოვანი ყოფილიყო!“
‘I always knew I wanted to live with Aunt Polly—but I reckon maybe I didn’t know quite how much I wanted Aunt Polly—to want to live with ME!’
195035.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
პოლიანას, რა თქმა უნდა, მშვენივრად ესმოდა, რომ მისტერ პენდელტონთან ამ საკითხზე დალაპარაკება ძალიან გაუჭირდებოდა, გრძნობდა, რომ ეს გადაწყვეტილება კაცს გულს ატკენდა და მისი რეაქცია უკვე წინასწარ აშინებდა.
The task of telling John Pendleton of her decision would not be an easy one, Pollyanna knew, and she dreaded it.
195036.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
მისტერ პენდელტონი მას მართლაც ძალიან უყვარდა და იმის გამო ეცოდებოდა, რომ თურმე ამდენი ტანჯვა გადაეტანა.
She was very fond of John Pendleton, and she was very sorry for him—because he seemed to be so sorry for himself.
195037.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
გული სწყდებოდა, რომ მრავალწლიანმა უსიხარულო ცხოვრებამ ასეთ უბედურ ადამიანად აქცია და, რომ ამ უსიხარულობისა და უბედურების მიზეზი, როგორც გაირკვა, დედამისი აღმოჩნდა.
She was sorry, too, for the long, lonely life that had made him so unhappy; and she was grieved that it had been because of her mother that he had spent those dreary years.
195038.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
სწორედ ამ წამს არაჩვეულებრივი აზრი მოუვიდა; აღფრთოვანებული ფეხზე წამოხტა, მერე კი ბევრიც აღარ უფიქრია, თავისუფალი დრო გამოუჩნდა თუ არა, გორაკზე წამომართული ნაცრისფერი სახლისკენ გაიქცა და ძალიან მალე მისტერ პენდელტონის გვერდით, უშველებელ, მკრთალად განათებულ ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა.
As soon as she could, after that, she hurried up the hill to John Pendleton’s house; and in due time she found herself in the great dim library, with John Pendleton himself sitting near her, his long, thin hands lying idle on the arms of his chair, and his faithful little dog at his feet.
195039.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– აბა, რას მეტყვი, პოლიანა, თანახმა ხარ, ამიერიდან მთელი სიცოცხლე მაგ შენი „სიხარულობანას“ თამაშით გამახარო? – ალერსიანად ჰკითხა პოლიანას.
Well, Pollyanna, is it to be the ‘glad game’ with me, all the rest of my life?’ asked the man, gently.
195040.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– ო, რა თქმა უნდა! – უპასუხა პოლიანამ, – მე ხომ თქვენთვის ამქვეყნად ყველაზე სასიხარულო რამე მოვიფიქრე და...
‘Oh, yes,’ cried Pollyanna. ‘I’ve thought of the very gladdest kind of a thing for you to do, and—‘