მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195041.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– ჩემთვის?.. თუ ჩვენთვის? – დააზუსტა ჯონ პენდელტონმა და პოლიანამ შენიშნა, რომ არასასიამოვნო პასუხის მოლოდინში კაცს ტუჩის კუთხეები უკმაყოფილოდ დაებრიცა.
‘With—YOU?’ asked John Pendleton, his mouth growing a little stern at the corners.
195042.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– პოლიანა, გინდა თქვა, რომ უარს მეუბნები? – გულშიჩამწვდომი ხმით გააწყვეტინა ისევ პენდელტონმა.
‘Pollyanna, you aren’t going to say no!’ interrupted a voice deep with emotion.
195043.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– მ-მისტერ პენდელტონ... დამიჯერეთ, ძალიან არ მინდა, გული დაგწყვიტოთ, მაგრამ მართლა არ შემიძლია. დეიდა პოლი...
‘I—I’ve got to, Mr. Pendleton; truly I have. Aunt Polly—
195044.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– ა-არა... დეიდა პოლისთვის არც მიკითხავს, – საბრალოდ ამოილუღლუღა გოგონამ.
‘I—I didn’t ask her,’ stammered the little girl, miserably.
195045.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
არც კი გიკითხავს!..
‘So you didn’t even ask her!’
195046.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– ვერ შევძელი, სერ... მართლა! – ენა დაება გოგონას, – უფრო სწორად, პასუხი ისე გავიგე, რომ... კითხვის დასმა აღარ დამჭირდა.
‘I couldn’t, sir—truly,’ faltered Pollyanna. ‘You see, I found out—without asking.
195047.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
დეიდა პოლის უნდა, რომ მასთან დავრჩე და... და მეც დეიდა პოლისთან დარჩენა მინდა, – გაბედა და გამოტყდა გულახდილად, – თქვენ ხომ არ იცით, ჩემ მიმართ როგორი კეთილია!
Aunt Polly WANTS me with her, and—and I want to stay, too,’ she confessed bravely. ‘You don’t know how good she’s been to me; and—and I think, really, sometimes she’s beginning to be glad about things—lots of things.
195048.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
თქვენ თვითონ მითხარით ეს.
You said it yourself.
195049.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
ო, მისტერ პენდელტონ, დეიდა პოლის ვერ მივატოვებ... ახლა უკვე ვეღარ მივატოვებ!
Oh, Mr. Pendleton, I COULDN’T leave Aunt Polly—now!’
195050.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
და მეტად ამას აღარასოდეს აღარ გთხოვ, – ბოლო ფრაზაზე კაცს ხმა ისე ჩაუვარდა, რომ თითქმის შეუძლებელი იყო გაგერჩია, რას ამბობდა, მაგრამ პოლიანამ მაინც გაიგო.
‘I won’t ask you—again.’ The last word was so low it was almost inaudible; but Pollyanna heard.
195051.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– მაგრამ, მისტერ პენდელტონ, თქვენ ხომ ჯერ მთავარი არ იცით, – გატაცებით წამოიძახა პოლიანამ, – ეს ამქვეყნად ყველაზე სასიხარულო რამეა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ!..
‘Oh, but you don’t know about the rest of it,’ she reminded him eagerly.
195052.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
თქვენ თვითონ არ მითხარით, ბუდის შექმნას შენ გვერდით საყვარელი ქალის ან ბავშვის ყოფნა სჭირდებაო?.. ჰოდა, სწორედ ამას გთავაზობთ... რა თქმა უნდა, საკუთარ თავს არა, მაგრამ ბავშვს, სხვა ბავშვს...
You said only a—a woman’s hand and heart or a child’s presence could make a home. And I can get it for you—a child’s presence;—not me, you know, but another one.’
195053.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– შენ გარდა სხვა არავინ მჭირდება! – აღშფოთებული ხმით მოუჭრა კაცმა.
‘As if I would have any but you!’ resented an indignant voice.
195054.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– მაგრამ აი, ნახავთ, გაიცნობთ... და დაგჭირდებათ!
‘But you will—when you know; you’re so kind and good!
195055.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
თქვენ ხომ ასეთი კეთილი და კარგი ადამიანი ხართ! თქვენ ხომ ბროლის კუნწულებით და ოქროს მონეტებით გარშემო ყველას სიხარულს ჩუქნით და კიდევ წარმართებისთვის აგროვებთ ფულს... – პოლიანა! – გააწყვეტინა მისტერ პენდელტონმა, – წარმართებზე ეგ სისულელე, ძალიან გთხოვ, ერთხელ და სამუდამოდ თავიდან ამოიგდე!
Why, think of the prisms and the gold pieces, and all that money you save for the heathen, and—‘ ‘Pollyanna!’ interrupted the man, savagely. ‘Once for all let us end that nonsense! I’ve tried to tell you half a dozen times before.
195056.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
წარმართებისთვის ფული ჩემ ცხოვრებაში არ შემიგროვებია და არასდროს არც ერთი პენი არსად არ გამიგზავნია! გასაგებია?!
There is no money for the heathen. I never sent a penny to them in my life. There!
195057.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– ო, რა კარგია, რა კარგია, მისტერ პენდელტონ! – წამოიყვირა მან და აღფრთოვანებულმა ტაშიც კი შემოჰკრა, – როგორ მიხარია! უფრო სწორად... – გამოასწორა ერთიანად გაწითლებულმა მაშინვე , – იმის თქმა მინდა, რომ წარმართები, რა თქმა უნდა, მეცოდებიან, მაგრამ მიხარია, რომ თქვენ მაინცდამაინც ინდოელი პატარა ბიჭები არ გჭირდებათ, იმიტომ, რომ დანარჩენებს მხოლოდ ინდოელი პატარა ბიჭები ადარდებთ.
‘Oh, oh!’ she cried, clapping her hands. ‘I’m so glad! That is,’ she corrected, coloring distressfully, ‘I don’t mean that I’m not sorry for the heathen, only just now I can’t help being glad that you don’t want the little India boys, because all the rest have wanted them.
195058.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
ეს ძალიან, ძალიან მიხარია, რაკი ასეა, მაშინ ჯიმი ბინსაც აიყვანთ. ვიცი, ვიცი, რომ აიყვანთ.
And so I’m glad you’d rather have Jimmy Bean. Now I know you’ll take him!’
195059.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
გასულ კვირას მომიწია მეთქვა, რომ ჩემი საქველმოქმედო კომიტეტის ქალებიც არ აიყვან დნენ და საშინლად განიცადა.
I had to tell him last week that even my Ladies’ Aid out West wouldn’t take him, and he was so disappointed.
195060.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
მაგრამ ახლა, ამ ამბავს რომ გაიგებს... ო, რომ იცოდეთ, როგორ გაუხარდება!
But now—when he hears of this—he’ll be so glad!’ ‘Will he?