მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195061.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– იმას შეიძლება გაუხარდეს, მაგრამ მე ნამდვილად არ მიხარია, პოლიანა! – გადაჭრით გამოაცხადა მისტერ პენდელტონმა, – ეს უკვე სრული სიგიჟეა! – გინდათ თქვათ, რომ არ აიყვანთ?
Well, I won’t,’ ejaculated the man, decisively. ‘Pollyanna, this is sheer nonsense!’ ‘You don’t mean—you won’t take him?’
195062.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– სწორედ მაგის თქმა მინდა.
‘I certainly do mean just that.’
195063.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– მაგრამ ეს ხომ არაჩვეულებრივი „ბავშვის გვერდით ყოფნა“ იქნებოდა... – ამოილუღლუღა ლამის ატირებულმა პოლიანამ, – და ჯიმისთან ერთად... თავს მარტო აღარც თქვენ იგრძნობდით.
‘But he’d be a lovely child’s presence,’ faltered Pollyanna. She was almost crying now. ‘And you COULDN’T be lone some—with Jimmy ‘round.’
195064.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– ეჭვიც არ მეპარება, – უპასუხა კაცმა, – მაგრამ... მე მარტოობა მირჩევნია.
‘I don’t doubt it,’ rejoined the man; ‘but—I think I prefer the lonesomeness.’
195065.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
პენდელტონის სიტყვებზე პოლიანას უცებ ის გაახსენდა, რაც რამდენიმე კვირის წინ ნენსიმ უთხრა და გაბრაზებულმა თავი გამომწვევად აიქნია.
It was then that Pollyanna, for the first time in weeks, suddenly remembered something Nancy had once told her. She raised her chin aggrievedly.
195066.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– როგორც ვხედავ, ცოცხალ, კეთილ და საყვარელ ბიჭს ის ჩონჩხი გირჩევნიათ, სადღაც აქ რომ მალავთ, მაგრამ მე ამაში ვერასდროს დაგეთანხმებით!
‘Maybe you think a nice live little boy wouldn’t be better than that old dead skeleton you keep somewhere; but I think it would!’
195067.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– ჩონჩხი? – ჰო, ჩონჩხი, ნენსიმ მითხრა, რომ კარადაში ჩონჩხს მალავთ.
‘SKELETON?’ ‘Yes. Nancy said you had one in your closet, somewhere.’
195068.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
– რას ვმალავ?.. – მოულოდნელად კაცმა თავი უკან გადასწია და მთელი ხმით ახარხარდა.
‘Why, what—‘ Suddenly the man threw back his head and laughed.
195069.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
ისე ხმამაღლა და გულიანად იცინოდა, რომ წუთის წინანდელი მისი უარით გულდაწყვეტილი პოლიანა საბოლოოდ დაიბნა და შეშინებულმა მოულოდნელად ტირილი დაიწყო.
He laughed very heartily indeed—so heartily that Pollyanna began to cry from pure nervousness.
195070.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
საქმე ის არის, რომ ადამიანები ცვლილებებს, როგორც წესი, ადვილად არ ვთანხმდებით, პოლიანა...
We are apt to still cling to—our skeletons, Pollyanna.
195071.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
თუმცა კარგი, აი, ასე მოვიქცეთ, მოდი, ჯერ მაგ კეთილ ბიჭზე მომიყევი რამე...
However, suppose you tell me a little more about this nice little boy.’
195072.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
და პოლიანაც მოუყვა.
And Pollyanna told him.
195073.
პოლიანა | თავი XXI, პასუხი კითხვაზე
არავინ იცის, სიცილმა განმუხტა დაძაბულობა თუ პოლიანას მიერ გზნებით ნაამბობმა ჯიმი ბინის გულშიჩამწვდომმა ამბავმა შეძრა ჯონ პენდელტონის უკვე უცნაურად მომლბალი გული, მაგრამ ასე იყო თუ ისე, იმ საღამოს პოლიანამ შემდეგ შაბათს, სადილის მერე, დიდ სახლში ჯიმი ბინის მიყვანის ნებართვა მიიღო.
Perhaps the laugh cleared the air; or perhaps the pathos of Jimmy Bean’s story as told by Pollyanna’s eager little lips touched a heart already strangely softened. At all events, when Pollyanna went home that night she carried with her an invitation for Jimmy Bean himself to call at the great house with Pollyanna the next Saturday afternoon.
195074.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
სწორედ იმ დღეს, როდესაც პოლიანამ მისტერ პენდელტონს ჯიმი ბინის შესახებ უამბო, პენდელტონის გორაკს ადგილობრივი მოძღვარი ღირსი მამა პოლ ფორდი შეუყვა და იმის იმედად, რომ ღვთით ნაბოძები ბუნების სიჩუმე ღვთისავე შვილების გამოისობით აფორიაქებულ გულს დაუმშვიდებდა, ტყის სიღრმეში შევიდა.
On the afternoon that Pollyanna told John Pendleton of Jimmy Bean, the Rev. Paul Ford climbed the hill and entered the Pendleton Woods, hoping that the hushed beauty of God’s out-of-doors would still the tumult that His children of men had wrought.
195075.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
გული კი მამა პოლ ფორდს მართლაც ძალიან ჰქონდა დამძიმებული.
The Rev. Paul Ford was sick at heart.
195076.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მთელი გასული წლის განმავლობაში თვე თვეს მისდევდა და მის სამწყსოში საქმე სულ უფრო და უფრო ცუდად მიდიოდა, იმდენად ცუდად, რომ ბოლო დროს უკვე ნათელი გახდა, საითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან მხოლოდ ჩხუბს, ცილისწამებას, ჭორებსა და შურს დაინახავდა.
Month by month, for a year past, conditions in the parish under him had been growing worse and worse; until it seemed that now, turn which way he would, he encountered only wrangling, backbiting, scandal, and jealousy.
195077.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ის ხან შემრიგებლობას ცდილობდა, ხან დაყვავებას, ხან საყვედურობდა, ხანაც ყურადღებას არ აქცევდა და ამასთან, მიუხედავად ყველაფრისა, მხურვალედ და იმედით გულანთებული მაინც დაუღალავად ლოცულობდა.
He had argued, pleaded, rebuked, and ignored by turns; and always and through all he had prayed—earnestly, hopefully.
195078.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მაგრამ დღეს, საბოლოოდ იმედგაცრუებული, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მდგომარეობა არათუ არ გაუმჯობესდა, პირიქით, გაუარესდა კიდეც.
But to-day miserably he was forced to own that matters were no better, but rather worse.
195079.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მისი ორი დიაკვანი უმნიშვნელო, მაგრამ ხანგრძლივი და დაუსრულებელი კინკლაობით გადაუჭრელ პრობლემად ქცეული წვრილმანის გამო ერთმანეთს ლამის დანასისხლად გადაეკიდა.
Two of his deacons were at swords’ points over a silly something that only endless brooding had made of any account.
195080.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მრევლის სამი ყველაზე ენერგიული და აქტიური ქალბატონი მხოლოდ იმიტომ გავიდა საქველმოქმედო კომიტეტიდან, რომ ყბედმა ენებმა ერთი ბეწო ჭორი ქარცეცხლიან სკანდალად აქციეს.
Three of his most energetic women workers had withdrawn from the Ladies’ Aid Society because a tiny spark of gossip had been fanned by wagging tongues into a devouring flame of scandal.