მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195081.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
საეკლესიო გუნდი იმის გამო დაიშალა, რომ მომღერლებს შორის მთავარი პარტიების გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ და ერთნი ერთ მომღერალს უჭერდნენ მხარს, მეორენი კი მეორეს.
The choir had split over the amount of solo work given to a fanciedly preferred singer.
195082.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მმართველობის ორი წევრის მისამართით ღია კრიტიკამ ურთიერთობა ქრისტიანული ღვაწლის საზოგადოებაშიც კი გაამწვავა.
Even the Christian Endeavor Society was in a ferment of unrest owing to open criticism of two of its officers.
195083.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ბოლო წვეთად კი მოძღვრისთვის ის იქცა, რომ იმ დღეს საკვირაო სკოლის დირექტორმა და ორმა მასწავლებელმა სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვეს. სწორედ ამან აიძულა გულდამძიმებული მოძღვარი, მშვიდად ლოცვისა და ფიქრისთვის ტყის მდუმარებაში განმარტოებულიყო.
As to the Sunday school—it had been the resignation of its superintendent and two of its teachers that had been the last straw, and that had sent the harassed minister to the quiet woods for prayer and meditation.
195084.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
აქ, ტყის მწვანე თაღებქვეშ მამა პოლ ფორდს რეალობა მთელი სიცხადით წარმოუდგა თვალწინ და მიხვდა, რომ გარდამტეხი მომენტის წინაშე იდგა.
Under the green arch of the trees the Rev. Paul Ford faced the thing squarely.
195085.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
შექმნილი მდგომარეობა მოითხოვდა, გამოსავალი ეპოვა და თანაც ეს ახლავე, დაუყოვნებლივ უნდა გაეკეთებინა.
To his mind, the crisis had come. Something must be done—and done at once.
195086.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ეკლესიის საქმიანობა თითქმის მთლიანად გაჩერებული იყო.
The entire work of the church was at a standstill.
195087.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
საკვირაო წირვებს, სამუშაო დღეებში ერთობლივ ლოცვებს, მისიონერულ ჩაის სმას, ვახშმებსა და წვეულებებს მრევლი სულ უფრო და უფრო შემცირებული რაოდენობით ესწრებოდა.
The Sunday services, the week-day prayer meeting, the missionary teas, even the suppers and socials were becoming less and less well attended.
195088.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მართალია, ეკლესიის საკეთილდღეოდ რამდენიმე ადამიანი ჯერაც კეთილსინდისიერად შრომობდა, მაგრამ გამართული სახე დიდად არც მათ საქმიანობას ჰქონდა, თანაც, ისინიც მშვენივრად აცნობიერებდნენ, რომ გარშემო მხოლოდ კრიტიკულად მომზირალი თვალები ეხვივნენ და კიდევ – ენები, რომელთათვისაც ამქვეყნად ყველაზე დიდ სიამოვნებას იმის გაქილიკება წარმოადგენდა, რასაც თვალები ხედავდნენ.
True, a few conscientious workers were still left. But they pulled at cross purposes, usually; and always they showed themselves to be acutely aware of the critical eyes all about them, and of the tongues that had nothing to do but to talk about what the eyes saw.
195089.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მოძღვარმა ჯიბიდან აუჩქარებლად დაკეცილი ფურცლები ამოიღო და შემდეგი საკვირაო წირვისთვის შერჩეულ თავის ჩანაწერებს ერთხანს კოპებშეკრული დაჰყურებდა.
Slowly the minister took from his pocket the notes he had made for his next Sunday’s sermon.
195090.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მერე კი კოპები მკაცრად შეკრა და ხმამაღლა და გამოთქმით ბიბლიიდან ამოღებული ის სიტყვები წაიკითხა, რომელთა საფუძველზეც ამ ქადაგების აგებას აპირებდა:
Frowningly he looked at them. His mouth settled into stern lines, as aloud, very impressively, he read the verses on which he had determined to speak:
195091.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.
‘But woe unto you, scribes and Pharisees, hypocrites! for ye shut up the kingdom of heaven against men: for ye neither go in yourselves, neither suffer ye them that are entering to go in.’
195092.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქავთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.
‘Woe unto you, scribes and Pharisees, hypocrites! for ye devour widows’ houses, and for a pretence make long prayer: therefore ye shall receive the greater damnation.’
195093.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას და კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.
‘Woe unto you, scribes and Pharisees, hypocrites! for ye pay tithe of mint and anise and cummin, and have omitted the weightier matters of the law, judgment, mercy, and faith: these ought ye to have done, and not to leave the other undone.’
195094.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ეს მწარე მხილება იყო.
It was a bitter denunciation.
195095.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ეს მამხილებელი სიტყვები ხომ ქადაგების გასაგრძელებლად ჩაფიქრებული მისი საკუთარი განმარტების გარეშეც კი თავზარდამცემი იყო.
It was a fearful denuncia tion, even without the words that would follow—his own words.
195096.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ის ლოცულობდა, გულანთებული, გატაცებით ლოცულობდა და უფალს შეწევნას, დახმარებას და წინ გაძღოლას შესთხოვდა...
He had prayed and prayed. He had pleaded earnestly for help, for guidance.
195097.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მას მგზნებარედ, მთელი არსებით უნდოდა, ო, როგორ უნდოდა, ამ გარდამტეხ, მძიმე ვითარებაში სწორი გზა ეპოვა...
He longed—oh, how earnestly he longed!—to take now, in this crisis, the right step.
195098.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მაგრამ იყო კი ის გზა სწორი, რომელიც მან აირჩია?
But was this—the right step?
195099.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მოძღვარმა ფურცლები აუჩქარებლად დაკეცა და დასტა ისევ ჯიბეში ჩაიდო, მერე ოხვრით, რომელიც უფრო კვნესას ჰგავდა, ხის ძირში, ბალახზე დაჯდა და სახე ხელებში ჩარგო.
Slowly the minister folded the papers and thrust them back into his pocket. Then, with a sigh that was almost a moan, he flung himself down at the foot of a tree, and covered his face with his hands.
195100.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
სწორედ ამ მდგომარეობაში დაინახა ის მისტერ პენდელტონისგან გამოსულმა და სახლისკენ მიმავალმა პოლიანამ, შეშინებულმა ხმადაბლა წამოიყვირა და მაშინვე მამა ფორდთან მიირბინა.
It was there that Pollyanna, on her way home from the Pendleton house, found him. With a little cry she ran forward.