მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195101.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– ო, მისტერ ფორდ! ფეხი ხომ არ მოიტეხეთ... ან იქნებ, რამე სხვა დაიშავეთ? – ჰკითხა აღელვებულმა.
‘Oh, oh, Mr. Ford! You—YOU haven’t broken YOUR leg or—or anything, have you?’ she gasped.
195102.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მოძღვარმა სახიდან ხელები მოიშორა, თავი ასწია და ნაძალადევად გაიღიმა.
The minister dropped his hands, and looked up quickly. He tried to smile.
195103.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– არა, ძვირფასო, არა, არაფერი არ დამიშავებია. უბრალოდ... ვისვენებ.
‘No, dear—no, indeed! I’m just—resting.’
195104.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– ოჰ! – შვებით ამოისუნთქა პოლიანამ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, – მაშინ არა უშავს.
‘Oh,’ sighed Pollyanna, falling back a little. That’s all right, then.
195105.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
უბრალოდ, მისტერ პენდელტონი რომ ვიპოვე, ფეხი ჰქონდა მოტეხილი... თუმცა ისიცაა, რომ თქვენ ზიხართ, ის კი მიწაზე იწვა.
You see, Mr. Pendleton HAD broken his leg when I found him—but he was lying down, though. And you are sitting up.’
195106.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– ჰო, ვზივარ... და ისეთი ნამდვილად არაფერი მტკივა... რის მოსარჩენადაც ექიმები დამჭირდებოდნენ.
‘Yes, I am sitting up; and I haven’t broken anything—that doctors can mend.’
195107.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ბოლო ფრაზაზე მოძღვარს ხმა ჩაუვარდა და სიტყვები ძალიან ჩუმად გაისმა, მაგრამ პოლიანამ მაინც გაიგონა, სახეზე წამიერად უცნაურმა ჩრდილმა გადაურბინა და თვალები მაშინვე თანაგრძნობით აევსო.
The last words were very low, but Pollyanna heard them. A swift change crossed her face. Her eyes glowed with tender sympathy.
195108.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– მესმის, ვიცი, რასაც გულისხმობთ. რაღაც გაწუხებთ, არა?..
‘I know what you mean—something plagues you.
195109.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მამაჩემი იყო ხოლმე ასე... ჰო, ასე ბევრჯერ მინახავს.
Father used to feel like that, lots of times.
195110.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ჩემი აზრით, მოძღვრებს... ეს ხშირად ემართებათ ხოლმე.
I reckon ministers do— most generally.
195111.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
თქვენ თვითონაც ხომ იცით, დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ და იმიტომ.
You see there’s such a lot depends on ‘em, somehow.’
195112.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ღირსმა მამამ გოგონას ოდნავ შესამჩნევად, მაგრამ გაკვირვებულმა ახედა.
The Rev. Paul Ford turned a little wonderingly.
195113.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– მამაშენიც მოძღვარი იყო, პოლიანა? – დიახ, სერ.
‘Was YOUR father a minister, Pollyanna?’ ‘Yes, sir.
195114.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
არ იცოდით?
Didn’t you know?
195115.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მეგონა, ყველამ იცოდა...
I supposed everybody knew that.
195116.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
და დეიდა პოლის და, ანუ დედაჩემი ჰყავდა ცოლად.
He married Aunt Polly’s sister, and she was my mother.’
195117.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– აჰა, გასაგებია. უბრალოდ, მე აქ მოძღვრად სულ რამდენიმე წელია ვმსახურობ და ყველა ოჯახის ისტორია არ ვიცი.
‘Oh, I understand. But, you see, I haven’t been here many years, so I don’t know all the family histories.’
195118.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– დიახ, რა თქმა უნდა, სერ... უფრო სწორად, რა თქმა უნდა, არ გეცოდინებათ, მისტერ ფორდ, – გაუღიმა პოლიანამ.
‘Yes, sir—I mean, no, sir,’ smiled Pollyanna.
195119.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მოძღვარი, რომელიც ჯერაც ხის ძირში იჯდა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს პოლიანას იქ ყოფნაც კი აღარ ახსოვდა.
The minister, still sitting at the foot of the tree, appeared to have forgotten Pollyanna’s presence.
195120.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მან სრულიად უყურადღებოდ ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდები ამოიღო, მაგრამ ამჯერად ზედაც არ დაუხედავს და იქვე, შორიახლოს, მიწაზე დავარდნილ ფოთოლს შეაჩერდა, რომელიც ერთიანად გაყავისფრებული და ხმელი, სინამდვილეში, სილამაზითაც არ გამოირჩეოდა.
He had pulled some papers from his pocket and unfolded them; but he was not looking at them. He was gazing, instead, at a leaf on the ground a little distance away—and it was not even a pretty leaf. It was brown and dead.