მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195121.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– დღეს... ძალიან კარგი ამინდია, – დაიწყო იმის იმედად, რომ გაწყვეტილ საუბარს გააგრძელებდა.
‘It—it’s a nice day,’ she began hopefully.
195122.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მოძღვარი რამდენიმე წამს დუმდა და არაფერს პასუხობდა, მერე კი, თითქოს ახლაღა გამოერკვაო, შეირხა და თავი ასწია.
For a moment there was no answer; then the minister looked up with a start.
195123.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– რა-ა?.. აჰ, ჰო, მართლა კარგი ამინდია.
‘What? Oh!—yes, it is a very nice day.’
195124.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– და თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერია, სულ არ ცივა, – კიდევ უფრო იმედიანად განაგრძო პოლიანამ, – თუმცა მისტერ პენდელტონთან ბუხარი უკვე ანთია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცივა, უბრალოდ, საყურებლად, ხომ გესმით...
‘And ‘tisn’t cold at all, either, even if ‘tis October,’ observed Pollyanna, still more hopefully. ‘Mr. Pendleton had a fire, but he said he didn’t need it. It was just to look at.
195125.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ძალიან მიყვარს ცეცხლის ყურება, თქვენ არა? პოლიანას კითხვა უპასუხოდ დარჩა. გოგონამ ცოტა ხანს მოთმინებით დაიცადა, მერე კი სხვა გზით მოვლა სცადა და თემა შეცვალა.
I like to look at fires, don’t you?’ There was no reply this time, though Pollyanna waited patiently, before she tried again—by a new route.
195126.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– მოგწონთ, რომ მოძღვარი ხართ?
‘Do You like being a minister?’
195127.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ამ კითხვაზე ღირსმა მამამ თავი სწრაფად ასწია და გოგონას გაკვირვებული სახით შეაჩერდა.
The Rev. Paul Ford looked up now, very quickly.
195128.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– მომწონს თუ არა... მოძღვარი რომ ვარ?.. რა უცნაური კითხვაა! ამით რატომ დაინტერესდი, ჩემო ძვირფასო?
‘Do I like—Why, what an odd question! Why do you ask that, my dear?’
195129.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– უბრალოდ... უბრალოდ, ისეთი გამომეტყველება გაქვთ, რომ... მამა გამახსენდა. ხანდახან... ისიც ასევე გამოიყურებოდა ხოლმე.
‘Nothing—only the way you looked. It made me think of my father. He used to look like that—sometimes.’
195130.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– მართლა? – მოძღვრის ხმაში თავაზიანი ინტერესი გაისმა. პოლიანას სახიდან ისევ გამხმარ ფოთოლზე გადაიტანა მზერა.
‘Did he?’ The minister’s voice was polite, but his eyes had gone back to the dried leaf on the ground.
195131.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– დიახ. და ასეთ დროს, ისევე, როგორც ახლა თქვენ, მამასაც ამ კითხვას ვუსვამდი.
‘Yes, and I used to ask him just as I did you if he was glad he was a minister.’
195132.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– მერე?.. რას გპასუხობდა ხოლმე?
‘Well—what did he say?’
195133.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– ო, მამა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მპასუხობდა, რომ მოსწონდა, მაგრამ თითქმის ყოველთვის ამატებდა, მიუხედავად იმისა, რომ მომწონს, ბიბლიის „სალხინებელი ტექსტები“ რომ არ არსებობდეს, მოძღვრად ერთ დღესაც არ გავჩერდებოდიო.
‘Oh, he always said he was, of course, but ‘most always he said, too, that he wouldn’t STAY a minister a minute if ‘twasn’t for the rejoicing texts.’
195134.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– რა-ა? რა რომ არ არსებობდესო? – ჩაეკითხა მამა პოლ ფორდი და გამხმარი ფოთლიდან გაკვირვებული მზერა ისევ პოლიანას მოღიმარ სახეზე გადაიტანა.
‘The—WHAT?’ The Rev. Paul Ford’s eyes left the leaf and gazed wonderingly into Pollyanna’s merry little face.
195135.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– აჰ, ეს მამას მოგონილი ტერმინია, – გაიცინა გოგონამ, – ბიბლიაში ასე, რა თქმა უნდა, არც ერთგან არ მოიხსენიებენ...
‘Well, that’s what father used to call ‘em,’ she laughed. ‘Of course the Bible didn’t name ‘em that.
195136.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
აი, ბიბლიის ყველა ის ტექსტი, რომლებიც იწყება სიტყვებით „გიხაროდეთ მარადის უფალში“, „იზეიმეთ, გულით მართლებო“, „იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ“ და ასე შემდეგ, ხომ გესმით? ასეთი ბიბლიაში უამრავია!
But it’s all those that begin ‘Be glad in the Lord,’ or ‘Rejoice greatly,’ or ‘Shout for joy,’ and all that, you know—such a lot of ‘em.
195137.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ერთხელ, როცა მამა განსაკუთრებით დარდობდა, გადაითვალა კიდეც და აღმოჩნდა, რომ რვაასი ყოფილა.
Once, when father felt specially bad, he counted ‘em. There were eight hundred of ‘em.’
195138.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– რვაასი?! – ჰო, რომლებიც გვეუბნება, რომ გავიხაროთ და ვიმხიარულოთ, ხომ გესმით? აი, ამიტომ დაარქვა ასეთ ტექსტებს მამამ „სალხინებელი“.
‘Eight hundred!’ ‘Yes—that told you to rejoice and be glad, you know; that’s why father named ‘em the ‘rejoicing texts.’
195139.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– ოჰ! – აღმოხდა მოძღვარს და უცნაური გამომეტყველებით რამდენიმე წუთის წინ ჯიბიდან ამოღებულ ფურცლებზე დაწერილი თავისი ქადაგების პირველ სიტყვებს დახედა: „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო...“ – და მამაშენს...
‘Oh!’ There was an odd look on the minister’s face. His eyes had fallen to the words on the top paper in his hands— ‘But woe unto you, scribes and Pharisees, hypocrites!’
195140.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ეს „სალხინებელი ტექსტები“ მოსწონდა, არა? – ჩაიბუტბუტა ძლივსგასაგონად.
‘And so your father—liked those ‘rejoicing texts,’ ‘ he murmured.