მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195141.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– ძალიან, – თანხმობის დასადასტურებლად თავიც კი დაუქნია პოლიანამ, – ამბობდა, რომ იმ დღიდან იგრძნო შვება, როცა ბიბლიაში ასეთი ტექსტების გადათვლა გადაწყვიტა.
‘Oh, yes,’ nodded Pollyanna, emphatically. ‘He said he felt better right away, that first day he thought to count ‘em.
195142.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ამბობდა, თუ ღმერთი გაისარჯა და რვაასჯერ გვითხრა, რომ უნდა გავიხაროთ და ვიმხიარულოთ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, მომხრე ვარ, მის მოძღვრებას მივდიოთ... და თუნდაც ცოტა მაინც გავიხაროთ და ვიმხიარულოთო.
He said if God took the trouble to tell us eight hundred times to be glad and rejoice, He must want us to do it—SOME.
195143.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
და მამას შერცხვა, რომ ასე იშვიათად უხაროდა...
And father felt ashamed that he hadn’t done it more.
195144.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– რა თამაშის? – ჰკითხა გოგონას მოძღვარმა.
‘And what game might that be?’ asked the minister.
195145.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– რომ ყველაფერში რაღაც ისეთი იპოვო, რაც გაგახარებს... როგორც გითხარით, ყველაფერი ყავარჯნებით დაიწყო...
‘About finding something in everything to be glad about, you know. As I said, he began with me on the crutches.’
195146.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– და პოლიანა თავის ამბავს კიდევ ერთხელ მოჰყვა, ამჯერად ადამიანთან, რომელმაც თოჯინისა და ყავარჯნების ამბავი ყურადღებით მოისმინა და ბოლომდე გაიგო.
And once more Pollyanna told her story—this time to a man who listened with tender eyes and understanding ears.
195147.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ცოტა მოგვიანებით პოლიანა და მოძღვარი ტყიდან ერთად გამოვიდნენ და დაღმართზე დაეშვნენ.
A little later Pollyanna and the minister descended the hill, hand in hand.
195148.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
პოლიანას სახე სიხარულით უნათოდა.
Pollyanna’s face was radiant.
195149.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მას ლაპარაკი უყვარდა და ახლაც შეუჩერებლად ტიკტიკებდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისტერ ფორდისთვის ბევრი, ძალიან ბევრი რამე უნდა მოეყოლა: თამაშზე, მამაზე თუ დასავლეთის პატარა ქალაქში გატარებულ წლებზე, მისტერ ფორდს ხომ ეს ყველაფერი თვითონ აინტერესებდა და ყურადღებითაც უსმენდა.
Pollyanna loved to talk, and she had been talking now for some time: there seemed to be so many, many things about the game, her father, and the old home life that the minister wanted to know.
195150.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
გორაკის ძირში მათი გზები გაიყარა. ისინი ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და ორივენი თავ-თავიანთი სახლებისკენ წავიდნენ.
At the foot of the hill their ways parted, and Pollyanna down one road, and the minister down another, walked on alone.
195151.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
იმავე საღამოს ღირსი მამა პოლ ფორდი თავის კაბინეტში ჩაფიქრებული იჯდა.
In the Rev. Paul Ford’s study that evening the minister sat thinking.
195152.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მის წინ, მაგიდაზე დაცალკევებული ფურცლები – მომავალი კვირის ქადაგებისთვის გამზადებული ჩანაწერები – ეყარა.
Near him on the desk lay a few loose sheets of paper—his sermon notes.
195153.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
თითებს შორის მოქცეული ფანქარი კი სხვა, ახალი ტექსტის მომლოდინე სუფთა ფურცლისკენ მიემარჯვებინა.
Under the suspended pencil in his fingers lay other sheets of paper, blank—his sermon to be.
195154.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მაგრამ მოძღვარი იმწუთას არც იმაზე ფიქრობდა, რაც აქამდე დაწერა და არც იმაზე, რაც ახლა უნდა დაეწერა.
But the minister was not thinking either of what he had written, or of what be intended to write.
195155.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
თავის წარმოსახვაში ის ძალიან შორს, დასავლეთის პატარა ქალაქში იმ მეორე მღვდელ-მისიონერთან ერთად იყო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად უჭირდა, ლამის შიმშილობდა, ავადმყოფობდა, საზრუნავს ვერ აუდიოდა და ყველაფერს სრულიად მარტოდმარტო უმკლავდებოდა, ბიბლიას ჩაჰკირკიტებდა და იმას ითვლიდა, რამდენჯერ გვითხრა ღმერთმა და უფალმა, რომ უნდა გაგვეხარა და გვემხიარულა.
In his imagination he was far away in a little Western town with a missionary minister who was poor, sick, worried, and almost alone in the world—but who was poring over the Bible to find how many times his Lord and Master had told him to ‘rejoice and be glad.’
195156.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ცოტა ხნის შემდეგ ღირსი მამა პოლ ფორდი ფიქრებისგან გამოერკვა, რეალობას დაუბრუნდა და ფურცლები გაასწორა.
After a time, with a long sigh, the Rev. Paul Ford roused himself, came back from the far Western town, and adjusted the sheets of paper under his hand.
195157.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
„მათეს სახარება, თავი 23, მუხლები 13-14 და 23“, – დაწერა მან, მაგრამ მერე გაბრაზებულმა ფანქარი გვერდზე მიაგდო და რამდენიმე წუთის წინ ცოლის მიერ მაგიდაზე დატოვებული ჟურნალი აიღო.
‘Matthew twenty-third; 13—14 and 23,’ he wrote; then, with a gesture of impatience, he dropped his pencil and pulled toward him a magazine left on the desk by his wife a few minutes before.
195158.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
რატომ? უბრალოდ, იმიტომ, რომ ამ სიტყვებით მამამ შვილი წაახალისა და აგრძნობინა, შენგან მხოლოდ სწორ საქციელს ველოდებიო.
Why? Just because his father showed so plainly that he expected him to do the right thing.
195159.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ახლა კი წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა ასე რომ ეთქვა: – ტომ, გავიგე, რომ დილას დედასთვის შეშის დაჩეხვაზე უარი გითქვამს. მრცხვენია შენ მაგივრად! ახლავე წადი, შეშა დაჩეხე და დედაშენს ყუთი გაუვსე!
Suppose he had said: ‘Tom, I overheard what you said to your mother this morning, and I’m ashamed of you. Go at once and fill that woodbox!’
195160.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
გარწმუნებთ, ტომი შეშას არ დაჩეხავდა და შეშის ყუთი არ გაივსებოდა“.
I’ll warrant that woodbox, would be empty yet, so far as Tom was concerned!’