მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195161.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მათი თანდაყოლილი სულიერი სიმტკიცე კი არ უნდა შესუსტდეს, პირიქით, უნდა გაძლიერდეს...
Their natural resisting powers should be strengthened, not weakened….
195162.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
იმის მაგივრად, რომ ადამიანს განუწყვეტლივ მის ნაკლოვანებებზე ელაპარაკოთ, სცადეთ და მისი ღირსებები წარმოაჩინეთ.
Instead of always harping on a man’s faults, tell him of his virtues.
195163.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
შეეცადეთ, ის მანკიერი ჩვევების კალაპოტიდან ამოათრიოთ და მის საუკეთესო მხარეს, მის ნამდვილ „მეს“ ამოუდექით გვერდით, რომელსაც ნებისყოფის მოკრების, მოქმედებისა და გამარჯვების უნარი შესწევს!..
Try to pull him out of his rut of bad habits. Hold up to him his better self, his REAL self that can dare and do and win out!
195164.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
სულიერად ძლიერი, გულისხმიერი და იმედით აღსავსე ადამიანის მაგალითს გარშემომყოფთა აყოლიება და მათი ცხოვრების შეცვლა, ლამის მთელი ქალაქის გადასხვაფერება შეუძლია...
… The influence of a beautiful, helpful, hopeful character is contagious, and may revolutionize a whole town….
195165.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ადამიანები იმას ასხივებენ, რითიც მათი გონება და გულია სავსე.
People radiate what is in their minds and in their hearts.
195166.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
თუ ის კეთილგანწყობილი, თავაზიანი და დაუზარელია, მისი მეზობლებიც მალე აუცილებლად ასეთები გახდებიან და პირიქით, თუ ადამიანი დაღვრემილია, მუდამ წუწუნებს და სხვებს კიცხავს, მეზობლებიც გაკიცხვით უპასუხებენ და თანაც ორმაგად!..
If a man feels kindly and obliging, his neighbors will feel that way, too, before long. But if he scolds and scowls and criticizes—his neighbors will return scowl for scowl, and add interest!
195167.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
როდესაც სხვებში რაღაც ცუდის დანახვას ცდილობთ, იცოდეთ, რომ იმ ცუდს თქვენ აუცილებლად უკან მიიღებთ.
… When you look for the bad, expecting it, you will get it.
195168.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ მეორე ადამიანში სიკეთეს იპოვით, ის თქვენ მართლაც სიკეთით გიპასუხებთ...
When you know you will find the good—you will get that….
195169.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
წუთის შემდეგ ადგა და ვიწრო ოთახში ერთხანს ბოლთის ცემას მოჰყვა.
In a moment he was on his feet, tramping the narrow room back and forth, back and forth.
195170.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
ბოლოს ღრმად ამოიოხრა, ისევ სკამზე დაჯდა და საწერი მაგიდისკენ დაიხარა.
Later, some time later, he drew a long breath, and dropped himself in the chair at his desk.
195171.
პოლიანა | თავი XXII, ქადაგებანი და შეშის ყუთები
– ღმერთო, მომეცი ძალა და, დარწმუნებული ვარ, მე ამას შევძლებ! – აღმოხდა ხმადაბლა, – ჩემს მრევლს, ჩემს შვილებს იმას ვეტყვი, რომ მჯერა მათი, რომ ვიცი, ისინი შეშას სიხარულით დაჩეხავენ და შეშის ყუთს გაავსებენ!
‘God helping me, I’ll do it!’ he cried softly. ‘I’ll tell all my Toms I KNOW they’ll be glad to fill that woodbox!
195172.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
ერთხელ, მისის სნოუს თხოვნით, რომელიღაც წამლის დასახელების გასაგებად პოლიანა ექიმ ჩილტონთან წავიდა.
At Mrs. Snow’s request, Pollyanna went one day to Dr. Chilton’s office to get the name of a medicine which Mrs. Snow had forgotten.
195173.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
როგორღაც ისე მოხდა, რომ ექიმ ჩილტონის კაბინეტში პოლიანა ადრე არასდროს ყოფილიყო და ახლა იქაურობას ინტერესით ათვალიერებდა.
As it chanced, Pollyanna had never before seen the inside of Dr. Chilton’s office.
195174.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– მგონი, თქვენთან მე ადრე არასდროს ვყოფილვარ, არა? ეს ხომ თქვენი სახლია? – ჰკითხა გოგონამ და მზერა ექიმის სახეზე გადაიტანა.
‘I’ve never been to your home before! This IS your home, isn’t it?’ she said, looking interestedly about her.
195175.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
ექიმს ნაღვლიანად გაეღიმა.
The doctor smiled a little sadly.
195176.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– ჰო... ასეა, – უპასუხა მან და ბლოკნოტში რაღაცის ჩაწერა განაგრძო, – მაგრამ, მეორე მხრივ, რა სახლი ეს არის, პოლიანა?
‘Yes—such as ‘tis,’ he answered, as he wrote something on the pad of paper in his hand; ‘but it’s a pretty poor apology for a home, Pollyanna.
195177.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
ერთ ოთახში მძინავს, მეორეში პაციენტებს ვიღებ... არა, სახლს ამას ნამდვილად ვერ დაარქმევ.
They’re just rooms, that’s all—not a home.’
195178.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– ჰო, ვიცი... – პოლიანამ სერიოზული გამომეტყველებით დაიქნია თავი და მზერა თანამგრძნობი გაუხდა, – სახლი ნამდვილ სახლად რომ იქცეს, მოსიყვარულე ქალი ან ბავშვია საჭირო, – დაამატა ბოლოს.
Pollyanna nodded her head wisely. Her eyes glowed with sympathetic understanding. ‘I know. It takes a woman’s hand and heart, or a child’s presence to make a home,’ she said.
195179.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– რა-ა? – გაკვირვებული სახით სწრაფად გამოხედა ექიმმა.
‘Eh?’ The doctor wheeled about abruptly.
195180.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– ეს მისტერ პენდელტონმა მითხრა, – ისევ თავის ქნევით უპასუხა პოლიანამ, – ის, რომ ნამდვილ სახლს გვერდით საყვარელი ქალის ან ბავშვის ყოფნა სჭირდება, ხომ გესმით...
‘Mr. Pendleton told me,’ nodded Pollyanna, again; ‘about the woman’s hand and heart, or the child’s presence, you know.