მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195201.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– კმარა, პოლიანა, ამაზე ლაპარაკს ახლა რა აზრი აქვს?.. დამიჯერე, სხვისი პრობლემებით თავის ატკივება ნამდვილად არ ღირს.
‘There, there, Pollyanna, never mind about that now. Don’t let other people’s troubles worry your little head.
195202.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
ჯობია, აი, გამომართვი და მისის სნოუსთან გაიქეცი.
Suppose you run back now to Mrs. Snow.
195203.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
ფურცელზე წამლის დასახელება და მიღების წესი დავუწერე.
I’ve written down the name of the medicine, and the directions how she is to take it.
195204.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
კიდევ რამე ხომ არ უნდოდა მისის სნოუს ჩემგან? პოლიანამ თავი უარის ნიშნად გააქნია.
Was there anything else?’ Pollyanna shook her head.
195205.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
უბედურება ოქტომბრის ბოლო დღეს დატრიალდა.
It was on the last day of October that the accident occurred.
195206.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
პოლიანა სკოლიდან სახლში მიიჩქაროდა და გზაზე, ერთი შეხედვით, ჯერაც საკმაოდ უსაფრთხო მანძილით დაშო რებული, მაგრამ სწრაფად მომავალი ავტომობილის წინ გადაირბინა.
Pollyanna, hurrying home from school, crossed the road at an apparently safe distance in front of a swiftly approaching motor car.
195207.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
რა მოხდა იმ გადარბენის მერე, დაზუსტებით არავინ იცოდა.
Just what happened, no one could seem to tell afterward.
195208.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
არავინ მოიძებნა ისეთი, ვინც ავარიის გამომწვევ მიზეზს იტყოდა და დამნაშავეს დაასახელებდა.
Neither was there any one found who could tell why it happened or who was to blame that it did happen.
195209.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
ასეა თუ ისე, საღამოს ხუთ საათზე ხელში აყვანილი, მკლავებზე უძლურად მისვენებული და სრულიად მოდუნებული, გონებადაკარგული პოლიანა თავის საყვარელ ოთახში შეიყვანეს.
Pollyanna, however, at five o’clock, was borne, limp and unconscious, into the little room that was so dear to her.
195210.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
თავზარდაცემულმა, შიშისგან აკანკალებულმა და გაფითრებულმა მის პოლიმ და ატირებულმა ნენსიმ პოლიანას ტანსაცმელი ფრთხილად გახადეს და ლოგინში ჩააწვინეს... ქალაქიდან კი ამასობაში, უკვე ტელეფონით გამოძახებული ექიმი ვორენი მოქროდა...
There, by a whitefaced Aunt Polly and a weeping Nancy she was undressed tenderly and put to bed, while from the village, hastily summoned by telephone, Dr. Warren was hurrying as fast as another motor car could bring him.
195211.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– ძალიან არის... დამტვრეული? – ხმა გაებზარა მოხუცს.
‘Is she hurt—bad?’ The old man’s voice shook.
195212.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– ჯერ არაფერი ვიცით, მისტერ ტომ, – ამოისლუკუნა ისევ ნენსიმ, – სულ არ ინძრევა და ისეთი გაფითრებულია და... რომ შეიძლება მკვდარიც კი გეგონოს.
‘There ain’t no tellin’,’ sobbed Nancy. ‘She lay back that white an’ still she might easy be dead;
195213.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
მაგრამ მის პოლი ამბობს, რომ ცოცხალია, მის პოლიზე უკეთ კი არავინ იცის, პულსს უსინჯავდა და გულზე თავს ადებდა, გულისცემას და სუნთქვას უსმენდა.
But Miss Polly said she wa’n’t dead—an’ Miss Polly had oughter know, if any one would—she kept up such a listenin’ an’ a feelin’ for her heartbeats an’ her breath!’
195214.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– და არავინ იცის, როგორ დაეჯახა ის... ის... – მოხუც ტომს ხმა ჩაუწყდა, კითხვა ვერ დაასრულა და შუბლი დარდით შეეჭმუხნა.
‘Couldn’t ye tell anythin’ what it done to her?—that— that—‘ Old Tom’s face worked convulsively.
195215.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– ეჰ, იმედი მქონდა, იტყოდით, მისტერ ტომ, თანაც რომელიმე მწარე... ისეთი სიტყვით, რასაც ის ოხერი იმსახურებს!
‘I wish ye WOULD call it somethin’, Mr. Tom an’ some thin’ good an’ strong, too.
195216.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
გაწყდეს მაგისი სახსენებელი! როგორ უნდა აპატიო?! არა, წარმოგიდგენიათ, ჩვენს გოგონას დაეჯახა!..
Drat it! Ter think of its runnin’ down our little girl!
195217.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
ოჰ, ვერასდროს ვერ ვიტანდი ამ აყროლებულ რახრახა ავტომობილებს... ვერასდროს, ვერასდროს ვერ ვიტანდი!
I always hated the evil-smellin’ things, anyhow—I did, I did!’
195218.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– მაინც რა დაუშავდა?
‘But where is she hurt?’
195219.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– ეჰ, არ ვიცი, მისტერ ტომ, არაფერი არ ვიცი, – ამოიკვნესა ნენსიმ, – შუბლი აქვს მხოლოდ გახეთქილი, მაგრამ არც ისე დიდად, პატარა ჭრილობაა... მის პოლიმ თქვა, ამაში საშიში არაფერიაო, მაგრამ შინაგანი დაზიანების ეშინია, ამბობს, ტრანვაა ძლიერიო.
‘I don’t know, I don’t know,’ moaned Nancy. There’s a lit tle cut on her blessed head, but ‘tain’t bad—that ain’t—Miss Polly says. She says she’s afraid it’s infernally she’s hurt.’
195220.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
მოხუც ტომს თვალებში წამით დამცინავი ნაპერწკალი გაუკრთა.
A faint flicker came into Old Tom’s eyes.