მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195221.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– ვფიქრობ, იმას გულისხმობ, რომ მის პოლის შინაგანი ტრავმის ეშინია, არა, ნენსი? – თავშეკავებულად შენიშნა მან.
‘I guess you mean internally, Nancy,’ he said dryly. ‘She’s hurt infernally, all right—plague take that autymobile!—but I don’t guess Miss Polly’d be usin’ that word, all the same.’
195222.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– რა-ა? ჰო, არ ვიცი, არ ვიცი, შეიძლება, – ოხვრით თავი გადააქნია ნენსიმ და წასასვლელად შეტრიალდა, – ეს ლოდინი მაგიჟებს, ერთი სული მაქვს, ექიმი ოთახიდან გამოვიდეს და...
‘Eh? Well, I don’t know, I don’t know,’ moaned Nancy, with a shake of her head as she turned away. ‘Seems as if I jest couldn’t stand it till that doctor gits out o’ there.
195223.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
ოჰ, გასარეცხი მაინც მქონდეს რამე... დიდი, ძალიან დიდი სარეცხი, იმხელა, ცხოვრებაში რომ არ მინახავს... ახლა მხოლოდ ეგ თუ მიშველიდა... ასეა, ასე! – დაამატა მოთქმით და ხელები უსუსურად გაასავსავა.
I wish I had a washin’ ter do—the biggest washin’ I ever see, I do, I do!’ she wailed, wringing her hands helplessly.
195224.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
მაგრამ ექიმის წასვლის შემდეგაც დიდი არაფერი შეცვლილა და ნენსიმ მოხუც ტომს ახალი ვერაფერი უთხრა.
Even after the doctor was gone, however, there seemed to be little that Nancy could tell Mr. Tom.
195225.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
მისი წასვლის შემდეგ ისედაც გადაფითრებული მის პოლი კიდევ უფრო შეშინებული ჩანდა.
After he had gone, Miss Polly had shown a face even whiter and more drawn looking than before.
195226.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
პოლიანა კი გონს ჯერაც არ მოსულიყო, მაგრამ ახლა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ, უბრალოდ, ეძინა, თანაც ისე მშვიდად, კაცი ცუდსაც ვერაფერს იფიქრებდა.
The patient had not fully recovered consciousness, but at present she seemed to be resting as comfortably as could be expected.
195227.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
ქალაქიდან პროფესიონალი მედდა გამოეძახათ, რომელსაც იმ საღამოსვე ელოდებოდნენ.
A trained nurse had been sent for, and would come that night.
195228.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
აი, სულ ეს იყო, რის მერეც ნენსი მოხუც ტომს ქვითინით გაეცალა და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა.
That was all. And Nancy turned sobbingly, and went back to her kitchen.
195229.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
პოლიანა გონს მხოლოდ მეორე დილას მოვიდა, თვალები გაახილა და მიხვდა, რომ თავის ლოგინში იწვა.
It was sometime during the next forenoon that Pollyanna opened conscious eyes and realized where she was.
195230.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– დეიდა პოლი, რა მოხდა? უკვე დილაა? რატომ ვწევარ? – წამოიძახა გაკვირვებულმა, – დეიდა პოლი, რა ხდება? ვერ ვდგები! – ამოიკვნესა წამოდგომის მორიგი უშედეგო მცდელობის შემდეგ და თავი ისევ უკან, ბალიშზე დაუვარდა.
‘Why, Aunt Polly, what’s the matter? Isn’t it daytime? Why don’t I get up?’ she cried. ‘Why, Aunt Polly, I can’t get up,’ she moaned, falling back on the pillow, after an ineffec tual attempt to lift herself.
195231.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– არა, ძვირფასო, არა, ჯერ უნდა იწვე... წამოდგომას ნუ ცდილობ, – რაც შეიძლებოდა ხმადაბლა და მშვიდად, მაგრამ სწრაფად დაუყვავა დეიდამ.
‘No, dear, I wouldn’t try—just yet,’ soothed her aunt quickly, but very quietly.
195232.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– კარგი, მაგრამ რა მოხდა? რატომ ვერ ვდგები?
‘But what is the matter? Why can’t I get up?’
195233.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
მის პოლიმ ჩაახველა და ყელში გაჩხერილი ბურთის ჩაყლაპვა სცადა, რომელიც გუშინდელს აქეთია ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა.
Miss Polly cleared her throat, and tried to swallow the lump that would scarcely let her speak.
195234.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– გუშინ საღამოს მანქანამ დაგარტყა, მაგრამ ახლა ამაზე არ უნდა იფიქრო, საყვარელო...
‘You were hurt, dear, by the automobile last night. But never mind that now.
195235.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– მანქანამ? აჰ, ჰო... სახლში მოვრბოდი, – გაკვირვებული ხმით ჩაილაპარაკა პოლიანამ და შუბლზე ხელი მიიდო, – მაგრამ, როგორ არ ვიფიქრო... მტკივა, დეიდა პოლი!
‘Hurt? Oh, yes; I—I ran.’ Pollyanna’s eyes were dazed. She lifted her hand to her forehead. ‘Why, it’s—done up, and it—hurts!’
195236.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– ჰო, ვიცი, ძვირფასო, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევ. გთხოვ... მშვიდად იწექი.
‘Yes, dear; but never mind. Just—just rest.’
195237.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– მაგრამ, დეიდა პოლი, რაღაცნაირად უცნაური გრძნობა მაქვს, როგორღაც ისეთი, თითქოს ავად ვიყო! და ფეხებსაც უცნაურად ვგრძნობ... უფრო სწორად, საერთოდ ვერ ვგრძნობ, დეიდა პოლი!
‘But, Aunt Polly, I feel so funny, and so bad! My legs feel so—so queer—only they don’t FEEL—at all!’
195238.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
მის პოლიმ მავედრებელი მზერა მედდას მიაპყრო, სკამიდან მძიმედ წამოდგა და შეტრიალდა, მედდა კი მაშინვე ლოგინს მიუახლოვდა.
With an imploring look into the nurse’s face, Miss Polly struggled to her feet, and turned away. The nurse came forward quickly.
195239.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– უფლებას მომცემ, მის პოლის მაგივრად ახლა მე დაგელაპარაკო? – დაიწყო ქალმა რაც შეიძლებოდა მშვიდად, – უპირველეს ყოვლისა, მგონი, დროა ერთმანეთი გავიცნოთ. მე მის ჰანტი მქვია და აქ იმისთვის ვარ, რომ დეიდაშენს შენ მოვლაში დავეხმარო.
‘Suppose you let me talk to you now,’ she began cheerily. ‘I’m sure I think it’s high time we were getting acquainted, and I’m going to introduce myself. I am Miss Hunt, and I’ve come to help your aunt take care of you.
195240.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
ახლა კი, მოდი, ჩვენი ნაცნობობა იმით დავიწყოთ, რომ უარს არ მეტყვი და ამ პატარა, თეთრ აბებს დალევ.
And the very first thing I’m going to do is to ask you to swallow these little white pills for me.’