მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195261.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
კიდევ ის, რომ ერთი რაღაცის თქმა ვერ მოვასწარი.
I’m glad of some things I haven’t said yet.
195262.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– პოლიანა! გოგონას ისევ ჩუმად გაეცინა და თვალებგაბრწყინებულმა მზერა დეიდაზე გადაიტანა.
‘Pollyanna!’ Pollyanna laughed softly again. She turned luminous eyes on her aunt.
195263.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– იმიტომ მიხარია, რომ ამ დღეების განმავლობაში, სანამ ცუდად ვიყავი, თქვენ ხშირად „საყვარელოს“ მეძახდით... ადრე ხომ ასე არასდროს მომფერებიხართ, დეიდა პოლი!
‘Well, you see, since I have been hurt, you’ve called me ‘dear’ lots of times—and you didn’t before.
195264.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
არადა, მიყვარს, როცა „საყვარელოს“ მეძახიან... უფრო სწორად, იმის თქმა მინდოდა, რომ მიყვარს, როცა ახლობელი ადამიანები მომმართავენ ასე...
I love to be called ‘dear’—by folks that belong to you, I mean.
195265.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ამ სიტყვით ადრე კომიტეტის რამდენიმე ქალიც მეფერებოდა ხოლმე და, რა თქმა უნდა, მაშინაც მიხაროდა, მაგრამ ისე ძალიან არა, როგორც მაშინ, როცა „საყვარელო“ ისეთი ახლობელი ადამიანისგან მესმის, როგორიც თქვენ ხართ...
Some of the Ladies’ Aiders did call me that; and of course that was pretty nice, but not so nice as if they had belonged to me, like you do.
195266.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ო, რომ იცოდეთ, როგორ მიხარია, რომ თქვენ ჩემი ნამდვილი დეიდა ხართ, დეიდა პოლი!
Oh, Aunt Polly, I’m so glad you belong to me!
195267.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ამჯერად მის პოლიმ პასუხის გაცემა ვეღარ შეძლო.
Aunt Polly did not answer.
195268.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ხელი ისევ ყელზე წაივლო და თვალები ცრემლებით აევსო, ამიტომ სწრაფად შეტრიალდა და კარისკენ წავიდა, საიდანაც სწორედ იმწამს ოთახში მის ჰანტი შემოდიოდა.
Her hand was at her throat again. Her eyes were full of tears. She had turned away and was hurrying from the room through the door by which the nurse had just entered.
195269.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
იმავე დღეს, სადილის შემდეგ, შეშლილივით თვალებანთებულმა და გაოგნებულმა ნენსიმ მოხუც ტომთან მიირბინა, რომელიც ამ დროს თავლაში აკაზმულობას წმენდდა.
It was that afternoon that Nancy ran out to Old Tom, who was cleaning harnesses in the barn. Her eyes were wild.
195270.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– მისტერ ტომ, მისტერ ტომ, გამოიცანით რა მოხდა! – წამოიძახა აქოშინებულმა, – ათასი წელიც რომ იფიქროთ, ვერ მიხვდებით, ვერა, ვერასდროს ვერ მიხვდებით!
‘Mr. Tom, Mr. Tom. guess what’s happened,’ she panted. ‘You couldn’t guess in a thousand years—you couldn’t, you couldn’t!’
195271.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– რაკი ასეა, ფიქრიც არ ღირს, – პირქუშად მიუგო ბერიკაცმა, – განსაკუთრებით, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ათ წელზე მეტხანს ამქვეყნად დარჩენის იმედი ნამდვილად არ მაქვს.
‘Then I cal’late I won’t try,’ retorted the man, grimly, ‘specially as I hain’t got more’n TEN ter live, anyhow, probably.
195272.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ასე რომ, თუ ამბობ, თქვი, ნენსი.
You’d better tell me first off, Nancy.
195273.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– კარგი, მაშინ მომისმინეთ!
Well, listen, then.
195274.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
როგორ გგონიათ, ვინ ზის ახლა მის პოლისთან ერთად სასტუმრო ოთახში?
Who do you s’pose is in the parlor now with the mistress?
195275.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– წარმოდგენა არ მაქვს, – უპასუხა მშვიდად.
‘There’s no tellin’,’ he declared.
195276.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მაგრამ გეტყვით, მე გეტყვით... იქ... მისტერ პენდელტონია!
I’m tellin’. It’s—John Pendleton!’
195277.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ის ეტლი, რომლითაც მობრძანდა, ახლაც შემოსასვლელთან დგას. გეგონება ჩვეულებრივი სტუმარი იყოს და არა ბებერი ბაიყუში, რომელსაც არასდროს არავისთვის სიტყვაც არ უთქვამს!
An’ the team he come in a-waitin’ this minute at the door for him, jest as if he wa’n’t the cranky old crosspatch he is, what never talks ter no one!
195278.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– მეორე მხრივ, რატომაც არა? – ამჯერად ცოტა გამომწვევად იკითხა მოხუცმა ტომმა.
‘Well, why not?’ demanded the old man, a little aggressively.
195279.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ნენსიმ მოხუცს ირონიულად თვალებმოჭუტულმა გადახედა.
Nancy gave him a scornful glance.
195280.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– ვითომ ჩემზე უკეთ არ იცოდეთ! – აღნიშნა ნიშნის მოგებით.
‘As if you didn’t know better’n me!’ she derided.