მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195281.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– თავს მაჩვენებთ, რომ ასეთი გულუბრყვილო ხართ, არა?! არ გინდათ, მისტერ ტომ, – უპასუხა ნენსიმ დამცინავად და ცოტა არ იყოს გამომწვევად, – თქვენ თვითონ არ ამირიეთ ტვინი ამაზე ლაპარაკით?!
‘Oh, you needn’t be so innercent,’ she retorted with mock indignation; ‘—you what led me wildgoose chasin’ in the first place!’
195282.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– არ მესმის, რას გულისხმობ, ნენსი? ნენსიმ თავლის ღია კარიდან სახლისკენ სწრაფად გაიხედა და მოხუცს მიუახლოვდა.
‘What do ye mean?’ Nancy glanced through the open barn door toward the house, and came a step nearer to the old man.
195283.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– კარგი, მომისმინეთ!
‘Listen!
195284.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
თქვენ არ მითხარით პირველმა, მის პოლის ოდესღაც საქმრო ჰყავდაო?! ასე არ იყო?
‘Twas you that was tellin’ me Miss Polly had a lover in the first place, wa’n’t it?
195285.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ჰოდა, მეც ვიფიქრე, ვიფიქრე და ჩავთვალე, რომ ორს თუ ორს მივუმეტებდი, ოთხს მივიღებდი, მაგრამ ბოლოს გაირკვა, რომ ოთხი კი არა ხუთი მივიღე, მისტერ ტომ, ხუთი!
Well, one day I thinks I finds two and two, and I puts ‘em tergether an’ makes four. But it turns out ter be five—an’ no four at all, at all!’
195286.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მოხუცმა ხელი ჩაიქნია, გულგრილად შებრუნდა და შეწყვეტილი საქმე გააგრძელა.
With a gesture of indifference Old Tom turned and fell to work.
195287.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– აი, რას გეტყვი, – ჩაიბუზღუნა გაღიზიანებულმა, – თუ გინდა რამე მითხრა, გასაგებად მითხარი, თორემ თითებზე სათვლელად ნამდვილად არ მცალია! ნენსის ხმამაღლა გაეცინა.
‘If you’re goin’ ter talk ter me, you’ve got ter talk plain horse sense,’ he declared testily. ‘I never was no hand for figgers.’ Nancy laughed.
195288.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– ჰო, მახსოვს, – თავი დაიქნია მოხუცმა ტომმა;
‘Yes, I remember,’ nodded Old Tom.
195289.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– ეგ ჭორი რომ აგორდა, სამი თუ ოთხი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც მის ჯენიმ მისტერ პენდელტონს უარი უთხრა და ცოლად სხვას გაჰყვა.
It was three or four years after Miss Jennie give him the mitten and went off with the other chap.
195290.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მის პოლიმ უარის ამბავი, რა თქმა უნდა, იცოდა და მისტერ პენდელტონი ებრალებოდა, ცდილობდა, ენუგეშებინა და თბილად მოქცეოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ზედმეტი მოუვიდა. საქმე ის არის, რომ იმ მოძღვარს ვერ იტანდა, რაკი და წაართვა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, ქალაქში ჭორი გავრცელდა.
Miss Polly knew about it, of course, and was sorry for him. So she tried ter be nice to him. Maybe she overdid it a little—she hated that minister chap so who had took off her sister.
195291.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– მე კი ვიცი, რომ სისულელეა, მაგრამ ხალხი ლაპარაკობდა, – განაგრძო მოხუცმა, – ასეთ ამბავს კი თუ მთლად წახდენილი არ არის, ვერც ერთი თავმოყვარე ქალი ვერ აიტანს.
‘I know it; but they did,’ declared Old Tom, ‘and of course no gal of any spunk’ll stand that.
195292.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მერე ამას იმ მეორეს გამოჩენაც დაემთხვა, რომელსაც მის პოლი შეუყვარდა და უსიამოვნებები იმასთანაც დაიწყო.
Then about that time come her own lover an’ the trouble with HIM.
195293.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ასე მოხდა, რომ მის პოლი ნიჟარაში შემალული ლოკოკინასავით თავის თავში ჩაიკეტა და, გეგონება გული გაუქვავდაო, აღარავის დანახვა აღარ უნდოდა.
After that she shut up like an oyster an’ wouldn’t have nothin’ ter do with nobody fur a spell. Her heart jest seemed to turn bitter at the core.’
195294.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– ჰო, ვიცი, ეგეც გავიგე. ამიტომ იყო, რომ კინაღამ გული წამივიდა მისტერ პენდელტონი კართან რომ დავინახე! წარმოიდგინეთ, მისტერ ტომ, კარს ვაღებ და რას ვხედავ! პარმაღზე მისტერ პენდელტონი არ დგას?! ადამიანი, რომელსაც მის პოლი ამდენი წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა!.. მაგრამ მე სასტუმრო ოთახში შევაცილე და მის პოლის მისი მოსვლა მოვახსენე.
‘Yes, I know. I’ve heard about that now,’ rejoined Nancy; ‘an’ that’s why you could ‘a’ knocked me down with a feather when I see HIM at the door—him, what she hain’t spoke to for years! But I let him in an’ went an’ told her.’
195295.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– და მის პოლიმ, რაო? რა თქვა? – მოხუც ტომს მღელვარებისგან სუნთქვაც კი შეეკრა და ნენსის ინტერესით შეაჩერდა.
‘What did she say?’ Old Tom held his breath suspended.
195296.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– არაფერი... ყოველ შემთხვევაში, თავიდან.
‘Nothin’—at first.
195297.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ისე გაუნძრევლად იჯდა, კიდეც ვიფიქრე, ვერ გაიგონა-მეთქი, მაგრამ სწორედ იმწამს თავიდან გამეორება რომ გადავწყვიტე, უეცრად ხმადაბლა მითხრა: მისტერ პენდელტონს გადაეცით, რომ ახლავე ჩავალო.
She was so still I thought she hadn’t heard; and I was jest goin’ ter say it over when she speaks up quiet like: ‘Tell Mr. Pendleton I will be down at once.’
195298.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მეც წავედი და მის პოლის დანაბარები მისტერ პენდელტონს გადავეცი, მერე კი ამ ამბის სათქმელად პირდაპირ თქვენთან გამოვვარდი, – დაასრულა მოყოლა ნენსიმ და თვალი შიშით ისევ უკან, სახლისკენ გააპარა.
An’ I come an’ told him. Then I come out here an’ told you,’ finished Nancy, casting another backward glance toward the house.
195299.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– ჰმ! – ჩაიფრუტუნა მოხუცმა ტომმა და ისევ აკაზმულობის წმენდა გააგრძელა.
‘Humph!’ grunted Old Tom; and fell to work again.
195300.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მისტერ პენდელტონს ჰარინგტონების სახლის სასტუმრო ოთახში ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. მალე სწრაფმა ნაბიჯებმა მის პოლის მოახლოვება ამცნო.
In the ceremonious ‘parlor’ of the Harrington homestead, Mr. John Pendleton did not have to wait long before a swift step warned him of Miss Polly’s coming.