მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195241.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
პოლიანა ქალს სასოწარკვეთილი სახით შეაჩერდა.
Pollyanna’s eyes grew a bit wild.
195242.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– მაგრამ მე სულაც არ მინდა, რომ მივლიდნენ... უფრო სწორად, არ მინდა, რომ დიდხანს ვიავადმყოფო და დიდხანს მომიაროთ.
‘But I don’t want to be taken care of—that is, not for long!
195243.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
მინდა ავდგე. მე ხომ სკოლაში დავდივარ. გინდათ თქვათ, რომ ხვალ სკოლაში ვერ წავალ?
I want to get up. You know I go to school. Can’t I go to school to-morrow?’
195244.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
ფანჯრის მხრიდან, სადაც ამჯერად მის პოლი იდგა, დახშული ქვითინი გაისმა.
From the window where Aunt Polly stood now there came a half-stifled cry.
195245.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– ხვალ? – გამამხნევებლად გაიღიმა მედდამ, – სამწუხაროდ, ასე მალე სკოლაში წასვლის უფლებას ვერ მოგცემ, მის პოლიანა.
‘To-morrow?’ smiled the nurse, brightly. Well, I may not let you out quite so soon as that, Miss Pollyanna.
195246.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
– კარგი, – უწადილოდ დათანხმდა პოლიანა, – მაგრამ სკოლაში ზეგ მაინც აუცილებლად უნდა წავიდე. გამოცდები მეწყება, მის ჰანტ, ხომ გესმით...
‘All right,’ agreed Pollyanna, somewhat doubtfully; ‘but I MUST go to school day after to-morrow—there are examinations then, you know.’
195247.
პოლიანა | თავი XXIII, უბედური შემთხვევა
წუთის შემდეგ პოლიანამ მის ჰანტთან უკვე ჩვეული უშუალო ლაპარაკი გააბა და ჯერ სკოლაზე მოუყვა, მერე ავტომობილზე, მერე უთხრა, რომ თავი ძალიან სტკიოდა... მაგრამ რამდენიმე წუთში, ცოტა ხნის წინ დალეული პატარა თეთრი აბების სასიკეთო ზეგავლენით, მისი ხმა ნელ-ნელა მიინავლა.
She spoke again, a minute later. She spoke of school, and of the automobile, and of how her head ached; but very soon her voice trailed into silence under the blessed influence of the little white pills she had swallowed.
195248.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
პოლიანა სკოლაში ვერც მეორე დღეს წავიდა და ვერც მესამეს.
Pollyanna did not go to school ‘to-morrow,’ nor the ‘day after to-morrow.’
195249.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
თუმცა თვითონ ამას მხოლოდ იმ ხანმოკლე, რამდენიმე წუთიანი იშვიათი გამოფხიზლებების დროს ხვდებოდა, როდესაც წამლების ზემოქმედება სუსტდებოდა და ცნობიერება სრულად უბრუნდებოდა. დაჟინებული კითხვების დასმასაც, როგორც წესი, სწორედ ამ დროს იწყებდა ხოლმე.
Pollyanna, however, did not realize this, except momentarily when a brief period of full consciousness sent insistent questions to her lips.
195250.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ასე ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ მერე სიცხემ დაუწია, ტკივილი შედარებით დაუყუჩდა, გოგონა ბოლომდე გონს მოვიდა და დეიდა პოლი იძულებული გახდა, ერთი კვირის წინ მომხდარი ავარიის ამბავი ახლიდან მოეყოლა.
Pollyanna did not realize anything, in fact, very clearly until a week had passed; then the fever subsided, the pain lessened somewhat, and her mind awoke to full consciousness. She had then to be told all over again what had occurred.
195251.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– ესე იგი, ავად კი არ ვარ, უბრალოდ, ავარიაში მოვყევი, არა? – შვებით ამოისუნთქა პოლიანამ, – მაშინ არა უშავს, მიხარია, რომ ავად არ გავხდი.
‘And so it’s hurt that I am, and not sick,’ she sighed at last. ‘Well, I’m glad of that.’
195252.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– გ-გიხარია? რას ამბობ, პოლიანა?.. – ჰკითხა მის ლოგინთან მჯდარმა დეიდამ.
‘G-glad, Pollyanna?’ asked her aunt, who was sitting by the bed.
195253.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– ჰო, რა თქმა უნდა. ჯობია მისტერ პენდელტონივით, უბრალოდ, ფეხი გქონდეს მოტეხილი, ვიდრე მის სნოუსავით მოურჩენელი ავადმყოფობა გჭირდეს.
‘Yes. I’d so much rather have broken legs like Mr. Pendleton’s than life-long-invalids like Mrs. Snow, you know.
195254.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
პოლიანა კი ამასობაში იწვა და ფანჯარასთან ჩამოკიდებული ბროლის კუნწულებიდან არეკლილ და ჭერზე აცეკვებულ ფერად-ფერად ათინათებს შეჰყურებდა.
On the bed Pollyanna lay blinking at the dancing band of colors on the ceiling, which came from one of the prisms in the window.
195255.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– მიხარია, რომ ჩუტყვავილა არ დამემართა, – ჩაილაპარაკა კმაყოფილმა, – ჩუტყვავილა ჭორფლზე უარესია!
‘I’m glad it isn’t smallpox that ails me, too,’ she murmured contentedly. That would be worse than freckles.
195256.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
და მიხარია, რომ ყივანახველა არ მაქვს.
And I’m glad ‘tisn’t whooping cough—
195257.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– როგორც ჩანს, ბევრი რამე გიხარია, საყვარელო, – აკანკალებული ხმით ამოიბუტბუტა მის პოლიმ და, თითქოს კაბის საყელო უჭერსო, ხელი ყელზე მიიდო.
‘You seem to—to be glad for a good many things, my dear,’ faltered Aunt Polly, putting her hand to her throat as if her collar bound.
195258.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
პოლიანას ჩუმად გაეცინა.
Pollyanna laughed softly.
195259.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– ჰო, ასეა... ახლა ჩემს ცისარტყელას ვუყურებდი და მეც სწორედ მაგაზე ვფიქრობდი.
‘I am. I’ve been thinking of ‘em—lots of ‘em—all the time I’ve been looking up at that rainbow.
195260.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ცისარტყელები ძალიან მიყვარს და როგორ მიხარია, რომ მისტერ პენდელტონმა ეს კუნწულები მაჩუქა!
I love rainbows. I’m so glad Mr. Pendleton gave me those prisms!