მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195301.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ამასთან, სტუმარს ხელი მაინც არ გაუწოდა და არც სახეზე აღბეჭდილი ცივი და თავდაჭერილი გამომეტყველება შეიცვალა.
She did not offer her hand, however, and her face was coldly reserved.
195302.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– იმისთვის მოვედი, რომ... პოლიანას ამბავი მეკითხა, – საკმაოდ უცერემონიოდ დაიწყო ჯონ პენდელტონმა მაშინვე.
‘I called to ask for—Pollyanna,’ he began at once, a little brusquely.
195303.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– გმადლობთ. მდგომარეობა არ შეცვლილა, – უპასუხა მის პოლიმ.
‘Thank you. She is about the same,’ said Miss Polly.
195304.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– და... არ მეტყვით, რა სჭირს? – კაცის ხმაში ამჯერად აშკარა მღელვარება გაისმა.
‘And that is—won’t you tell me HOW she is? His voice was not quite steady this time.
195305.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მის პოლის სახე ტკივილით შეეჭმუხნა.
A quick spasm of pain crossed the woman’s face.
195306.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– ვერ გეტყვით... ნეტავ, კი შემეძლოს!
‘I can’t, I wish I could!’
195307.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– გინდათ თქვათ, რომ... არ იცით, რა სჭირს?
‘You mean—you don’t know?’
195308.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– და... ექიმი რას ამბობს?
‘But—the doctor?’
195309.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– როგორც ვატყობ, ექიმი ვორენიც დაბნეულია. ახლა უკვე ნიუიორკელ სპეციალისტსაც მისწერა და უახლოეს დღეებში კონსულტაციაზე შეთანხმდნენ.
‘Dr. Warren himself seems—at sea. He is in correspondence now with a New York specialist. They have arranged for a consultation at once.’
195310.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– კი მაგრამ... ის მაინც ვიცით, რა ტრავმები აქვს?
‘But—but what WERE her injuries that you do know?’
195311.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– თავზე პატარა ჭრილობა აქვს, ერთი-ორი დაჟეჟილობა და... ხერხემლის დაზიანება, რამაც, როგორც ჩანს, ფეხების პარალიზება გამოიწვია.
‘A slight cut on the head, one or two bruises, and—and an injury to the spine which has seemed to cause—paralysis from the hips down.’
195312.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მისტერ პენდელტონმა ყრუდ ამოიგმინა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახში სრული სიჩუმე ჩამოწვა.
A low cry came from the man. There was a brief silence;
195313.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ბოლოს დუმილი ისევ მისტერ პენდელტონმა დაარღვია და ხრინწიანი ხმით იკითხა: – და პოლიანა... პოლიანამ როგორ მიიღო ეს? – არ იცის... თვითონ ვერ ხვდება.
Then, huskily, he asked: ‘And Pollyanna—how does she—take it?’ ‘She doesn’t understand—at all—how things really are.
195314.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– როგორ?.. შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს!..
‘But she must know—something!’
195315.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მის პოლიმ ჟესტით, რომელიც ამ ბოლო დღეებში მისთვის ჩვეული გამხდარიყო, ხელი ყელზე მიიდო.
Miss Polly lifted her hand to the collar at her throat in the gesture that had become so common to her of late.
195316.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– ჰმ... რა თქმა უნდა, იცის, რომ ფეხებს ვერ ამოძრავებს, მაგრამ ფიქრობს, რომ მოტეხილი აქვს.
‘Oh, yes. She knows she can’t—move; but she thinks her legs are—broken.
195317.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ამბობს, რომ ეს უხარია... იმიტომ, რომ ურჩევნია, თქვენი ფეხივით თვითონაც ფეხები ჰქონდეს მოტეხილი, ვიდრე მისის სნოუს მსგავსად ავად იყოს და ლოგინიდან ვერ დგებოდეს, მოტეხილი ფეხი ხომ შეხორცდება, ავადმყოფობა კი შეიძლება მოურჩენელი აღმოჩნდესო, მითხრა!.. დაუსრულებლად ამას იმეორებს და... უკვე მეჩვენება, რომ, უბრალოდ, ვეღარ გავუძლებ!
She says she’s glad it’s broken legs like yours rather than ‘lifelong-invalids’ like Mrs. Snow’s; because broken legs get well, and the other—doesn’t. She talks like that all the time, until it—it seems as if I should—die!’
195318.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მიუხედავად იმისა, რომ მომდგარი ცრემლები თვალებს უბინდავდა, მისტერ პენდელტონმა ქალის გაწამებულ, დაძაბულობისგან მოქცეულ სახეზე იმხელა ტანჯვა ამოიკითხა;
Through the blur of tears in his own eyes, the man saw the drawn face opposite, twisted with emotion.
195319.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
გონებაში უნებურად პოლიანას იმ დღევანდელი ნათქვამი ამოუტივტივდა, როცა თავისთან საცხოვრებლად გადასვლა ბავშვს ბოლოჯერ სთხოვა: „დეიდა პოლის ვერ მივატოვებ... ახლა უკვე ვეღარ მივატოვებ, მისტერ პენდელტონ!“
Involuntarily his thoughts went back to what Pollyanna had said when he had made his final plea for her presence: ‘Oh, I couldn’t leave Aunt Polly—now!’
195320.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
სწორედ ამ მოგონებამ აიძულა, თავს მორეოდა და როგორც კი ყელში გაჩხერილი ცრე მლების ბურთის ჩაყლაპვა და ხმის ამოღება შეძლო, რაც შეიძლებოდა რბილად ეთქვა: – არ ვიცი, გსმენიათ თუ არა, მის ჰარინგტონ, მაგრამ ერთხანს მე ძალიან ვცდილობდი, პოლიანა დამეყოლიებინა, რომ საცხოვრებლად ჩემთან გადმოსულიყო.
It was this thought that made him ask very gently, as soon as he could control his voice: ‘I wonder if you know, Miss Harrington, how hard I tried to get Pollyanna to come and live with me.’