მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195321.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მის პოლის ხმაში ისეთი არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება გაისმა, რომ კაცს წამით შუბლიც კი შეეჭმუხნა, მაგრამ წამიერ გაღიზიანებას მოერია და ისევ მშვიდად განაგრძო;
The man winced a little at the tone of her voice; but his own voice was still impersonally cool when he spoke again.
195322.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– დიახ. მინდოდა მეშვილებინა... ყველა წესის დაცვით, იურიდიულად, ხომ გესმით?.. და თავისთავად ცხადია, ჩემი მემკვიდრის სტატუსი მიმენიჭებინა.
‘Yes. I wanted to adopt her—legally, you understand; making her my heir, of course.
195323.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მოპირდაპირე სავარძელში მჯდარი ქალი ოდნავ მოეშვა.
The woman in the opposite chair relaxed a little.
195324.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
უეცრად გააცნობიერა, რომ მისტერ პენდელტონის წინადადებას თუ დათანხმდებოდა, პოლიანას ბრწყინვალე მომავალი ელოდა...
It came to her, suddenly, what a brilliant future it would have meant for Pollyanna—this adoption;
195325.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ის ხმისამოუღებლად იჯდა და ერთადერთი აზრი, რაც თავში უტრიალებდა, შიშნარევი კითხვა იყო: ნეტა, მიხვდა პოლიანა, რას უქადდა ამ კაცის ფული და საზოგადოებრივი მდგომარეობა?.. და თუ მიხვდა... ანგარებამ ხომ არ სძლია და ხომ არ დათანხმდა?..
And she wondered if Pollyanna were old enough and mercenary enough—to be tempted by this man’s money and position.
195326.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– პოლიანა მე ძალიან მიყვარს, – განაგრძო კაცმა, – მიყვარს იმის გამო, როგორიც თვითონ არის, და იმიტომაც, რომ დედამისის შვილია... და დამიჯერეთ, მის ჰარინგტონ, მზად ვიყავი, პოლიანასთვის ის სიყვარული მიმეცა, რომელსაც უკვე ოცდახუთი წელია გულში ვინახავ.
‘I am very fond of Pollyanna,’ the man was continuing. ‘I am fond of her both for her own sake, and for—her mother’s. I stood ready to give Pollyanna the love that had been twenty-five years in storage.’
195327.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მის პოლის უეცრად პოლიანას შეფარების საკუთარი, თავდაპირველი მიზეზი გაახსენდა, გაახსენდა, რომ თვითონ ბავშვის ჩამოსვლას თავიდან მხოლოდ მოვალეობის გამო დათანხმდა და ამ მოგონე ბამ გონებაში მაშინვე პოლიანას დილანდელი ნათქვამი გაუცოცხლა: „მიყვარს, როცა „საყვარელოს“ მეძახიან... უფრო სწორად, მიყვარს, როცა ახლობელი ადამიანები მომმართავენ ასე!“
Miss Polly remembered suddenly why SHE had taken this child in the first place—and with the recollection came the remembrance of Pollyanna’s own words uttered that very morning: ‘I love to be called ‘dear’ by folks that belong to you!’
195328.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
და აი, ამ სიყვარულს დანატრებულ გოგონას უეცრად ოცდახუთი წლის განმავლობაში მარტოობით გულდამძიმებული, ასევე სიყვარულს დანატრებული ადამიანის შვილობას და სიყვარულს სთავაზობენ... არადა, პოლიანა ხომ არც იმდენად პატარაა, რომ მისტერ პენდელტონის წინადადების არსს ვერ ჩასწვდომოდა და საცდუნებელს არ დახარბებოდა!..
And it was this love-hungry little girl that had been offered the stored-up affection of twenty-five years:— and she was old enough to be tempted by love!
195329.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
ამის გაფიქრებისთანავე მის პოლიმ იგრძნო, რომ გული ჩასწყდა და ერთიანად შიშმა მოიცვა... უეცრად ცხადად გააცნობიერა, რომ ამ ბავშვის გარეშე მისი ცხოვრება ყოველგვარ აზრს დაკარგავდა.
With a sinking heart Miss Polly realized that. With a sinking heart, too, she realized something else: the dreariness of her own future now without Pollyanna.
195330.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მისტერ პენდელტონს მის პოლის ნამდვილი გრძნობების ამოცნობა არ გასჭირვებია და სევდიანად გაიღიმა.
And the man, recognizing the self-control that vibrated through the harshness of the tone, smiled sadly.
195331.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– უარი მითხრა, – უპასუხა ქალს.
‘She would not come,’ he answered.
195332.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– თქვენი მიტოვება არ მოინდომა.
She would not leave you.
195333.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
მითხრა, რომ მის მიმართ სიკეთე გამოიჩინეთ და ვერ მიგატოვებდათ, რომ თვითონაც თქვენთან დარჩენა უნდოდა... – მისტერ პენდელტონი წამით გაჩუმდა, ისევ ნაღვლიანად გაიღიმა და დაამატა, – და კიდევ ის თქვა, რომ მისი აქ ყოფნა თქვენც გიხარიათ...
She said you had been so good to her. She wanted to stay with you—and she said she THOUGHT you wanted her to stay;’
195334.
პოლიანა | თავი XXIV, ჯონ პენდელტონი
– როგორც კი ნიუიორკელი სპეციალისტი ჩამოვა და პოლიანას მდგომარეობა გაირკვევა, აუცილებლად გაგაგებინებთ, ნახვამდის და გმადლობთ, რომ მოხვედით. პოლიანას... ძალიან გაუხარდება, – უთხრა ქალმა და ხმა გაებზარა.
‘When the specialist comes, and I know anything—definite about Pollyanna, I will let you hear from me,’ said a trembling voice. ‘Good-by—and thank you for coming. Pollyanna will be pleased.’
195335.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ჰარინგტონების სახლში მისტერ პენდელტონის მისვლის მეორე დღეს მის პოლიმ გადაწყვიტა, რომ ვალდებული იყო, პოლიანა ექიმის ვიზიტისთვის შეემზადებინა.
On the day after John Pendleton’s call at the Harrington homestead, Miss Polly set herself to the task of preparing Pollyanna for the visit of the specialist.
195336.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– პოლიანა, საყვარელო, – დაიწყო მან ალერსიანად, – შენს გასასინჯად ექიმი ვორენის გარდა სხვა ექიმიც უნდა მოვიწვიოთ.
‘Pollyanna, my dear,’ she began gently, ‘we have decided that we want another doctor besides Dr. Warren to see you.
195337.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ხომ გესმის, იმედი გვაქვს, რომ ეს ახალი ექიმი რამე ისეთ საშუალებას გვირჩევს... რაც სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაგეხმარება. პოლიანას სახე სიხარულით გადაებადრა.
Another one might tell us something new to do—to help you get well faster, you know.’ A joyous light came to Pollyanna’s face.
195338.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ექიმი ჩილტონის? ო, დეიდა პოლი, როგორ მიხარია, რომ ექიმი ჩილტონი მოვა!
‘Dr. Chilton! Oh, Aunt Polly, I’d so love to have Dr. Chilton!
195339.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
სულ მინდოდა, მოსულიყო, მაგრამ მეშინოდა, რომ... ხომ გახსოვთ, აი, იმის გამო, მაშინ ვერანდაზე რომ დაგინახათ, მეშინოდა, რომ უარს მეტყოდით. ამიტომ არ გთხოვდით.
I’ve wanted him all the time, but I was afraid you didn’t, on account of his seeing you in the sun parlor that day, you know; so I didn’t like to say anything.
195340.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მის პოლი გაფითრდა, მერე გაწითლდა და ბოლოს ისევ გაფითრდა.
Aunt Polly’s face had turned white, then red, then back to white again.