მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195341.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მაგრამ არ შეიმჩნია და, როცა, ბოლოს და ბოლოს, ხმა ამოიღო, აშკარად შეეტყო, რომ ცდილობდა, ხმა რაც შეიძლება მშვიდი და უდარდელი ჰქონოდა.
But when she answered, she showed very plainly that she was trying to speak lightly and cheerfully.
195342.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ო, არა, ძვირფასო! ექიმი ჩილტონი არ მიგულისხმია.
‘Oh, no, dear! It wasn’t Dr. Chilton at all that I meant.
195343.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
სულ სხვა ექიმი მოვა. ნიუიორკელი სახელგანთქმული ექიმი და ისეთ ტრავმებში... როგორიც შენ გაქვს, ის ექიმ ჩილტონზე უკეთ ერკვევა.
It is a new doctor—a very famous doctor from New York, who— who knows a great deal about—about hurts like yours.’
195344.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
პოლიანას სახე დაუნაღვლიანდა.
Pollyanna’s face fell.
195345.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– მაგრამ, დეიდა პოლი, მისტერ პენდელტონის მოტეხილ ფეხს ხომ სწორედ ექიმი ჩილტონი მკურნალობდა!..
‘But it was Dr. Chilton who doctored Mr. Pendleton’s broken leg, Aunt Polly.
195346.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ამიტომ, თუ... თუ წინააღმდეგი არ ხართ, მინდა, რომ ექიმი ჩილტონი მოვიდეს... მართლა ძალიან მინდა!
If—if you don’t mind VERY much, I WOULD LIKE to have Dr. Chilton—truly I would!’
195347.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მის პოლის სახე აეფაკლა.
A distressed color suffused Miss Polly’s face.
195348.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
წუთით ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.
For a moment she did not speak at all;
195349.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მერე კი, როცა ისევ დაილაპარაკა, ჯერაც ალერსიან მის ხმაში აშკარად ძველებური სიმტკიცე და სიჯიუტე გაისმა.
For a moment she did not speak at all; Then she said gently—though yet with a touch of her old stern decisiveness;
195350.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– არა, წინააღმდეგი ვარ, პოლიანა, და თანაც კატეგორიულად წინააღმდეგი.
But I do mind, Pollyanna. I mind very much.
195351.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მინდა იცოდე, რომ შენთვის მე ყველაფერს გავაკეთებ... თითქმის ყველაფერს, მაგრამ იმ მიზეზთა გამო, რაზე ლაპარაკიც ახლა არ მინდა, ამჯერად ექიმი ჩილტონის მოწვევას ნამდვილად არ ვაპირებ.
I would do anything—almost anything for you, my dear; but I—for reasons which I do not care to speak of now, I don’t wish Dr. Chilton called in on—on this case.
195352.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
თანაც დამიჯერე, შეუძლებელია, ექიმმა ჩილტონმა შენი... შენი შემთხვევის შესახებ იმდენივე იცოდეს, რამდენიც იმ ცნობილმა ექიმმა იცის, ნიუ-იორკიდან ხვალ რომ ჩამოვა.
And believe me, he can NOT know so much about—about your trouble, as this great doctor does, who will come from New York to-morrow.
195353.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ო, დეიდა პოლი, ექიმი ჩილტონი რომ გიყვარდეთ...
‘But, Aunt Polly, if you LOVED Dr. Chilton—‘
195354.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– რას ამბობ, პოლიანა?! – მოულოდნელობისგან ლამის წამოიყვირა მის პოლიმ და ამჯერად უკვე საშინლად გაწითლდა.
‘WHAT, Pollyanna?’ Aunt Polly’s voice was very sharp now. Her cheeks were very red, too.
195355.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– იმას ვგულისხმობ, რომ... – განაგრძო პოლიანამ მშვიდად, – ექიმი ჩილტონი რომ გიყვარდეთ, არ დაიჯერებდით, რომ იმ ნიუიორკელმა ექიმმა ექიმ ჩილტონზე მეტი იცის და დარწმუნებული ვარ, ექიმი ჩილტონი მომარჩენდა!.. თანაც, მე ხომ ექიმი ჩილტონი მიყვარს!
‘I say, if you loved Dr. Chilton, and didn’t love the other one,’ sighed Pollyanna, ‘seems to me that would make some difference in the good he would do; and I love Dr. Chilton.’
195356.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ამ დროს ოთახში მედდა შემოვიდა, მის პოლიმ აშკარა შვებით ამოისუნთქა და სწრაფად წამოდგა.
The nurse entered the room at that moment, and Aunt Polly rose to her feet abruptly, a look of relief on her face.
195357.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ძალიან ვწუხვარ, პოლიანა, – თქვა საკმაოდ დაძაბულმა;
‘I am very sorry, Pollyanna,’ she said, a little stiffly;
195358.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– მაგრამ ამჯერად მოგიწევს, უფლება მომცე, რომ მე გადავწყვიტო, როგორ მოვიქცე.
But I’m afraid you’ll have to let me be the judge, this time.
195359.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
თანაც უკვე ყველაფერი მოგვარებულია.
Besides, it’s already arranged.
195360.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ნიუიორკელი ექიმი ხვალ ჩამოდის.
The New York doctor is coming to-morrow.