მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195361.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
თუმცა ისე მოხდა, რომ ნიუიორკელი სპეციალისტი მეორე დღეს ვერ ჩამოვიდა.
As it happened, however, the New York doctor did not come ‘to-morrow.’
195362.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ბოლო წუთას ჰარინგტონების სახლში დეპეშა მოვიდა, რომელშიც მის პოლის თავად ექიმის მოულოდნელად ავად გახდომისა და შესაბამისად, ვიზიტის გადადების შესახებ ატყობინებდნენ.
At the last moment a telegram told of an unavoidable delay owing to the sudden illness of the spe cialist himself.
195363.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ამან პოლიანას საშუალება მისცა, დეიდა პოლისთვის ექიმი ჩილტონის მოწვევა კიდევ ერთხელ ეთხოვა, რაც, მისივე სიტყვებით, „ახლა, როცა ნიუიორკელი ექიმი არ ჩამოვიდა, რთული სულაც არ იქნებოდა“.
This led Pollyanna into a renewed pleading for the substitution of Dr. Chilton—‘which would be so easy now, you know.’
195364.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მაგრამ დეიდა პოლიმ უარის ნიშნად უწინდებურად თავი გააქნია და პოლიანას გადაჭრით უპასუხა: არა, საყვარელოო; თან კიდევ უფრო მტკიცედ და დამაჯერებლად დაამატა, რომ ძვირფასი პოლიანას გასახარებლად „ამის გარდა ყველაფერს გააკეთებდა“.
But as before, Aunt Polly shook her head and said ‘no, dear,’ very decisively, yet with a still more anxious assurance that she would do anything—anything but that—to please her dear Pollyanna.
195365.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მოლოდინის დღეები ერთიმეორეს მისდევდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მის პოლი დისშვილისთვის „იმის გარდა“ მართლაც ყველაფერს აკეთებდა.
As the days of waiting passed, one by one, it did indeed, seem that Aunt Polly was doing everything (but that) that she could do to please her niece.
195366.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– არა, ამას მე ვერასდროს წარმოვიდგენდი! ამაში, უბრალოდ, ვერავინ დამაჯერებდა! – უთხრა ერთ დილასაც ნენსიმ მოხუც ტომს
‘I wouldn’t ‘a’ believed it—you couldn’t ‘a’ made me believe it,’ Nancy said to Old Tom one morning.
195367.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– მგონი, წუთი არ გადის მთელი დღის განმავლობაში ისე, რომ მის პოლი ჩვენი ღვთის ბოძებული კრავის გარშემო არ ტრიალებდეს და ოთახში კნუტის შეშვება იქნება ეს თუ რამე სხვა, მუდმივად მის პოლიანას გახარებას არ ცდილობდეს...
‘There don’t seem ter be a minute in the day that Miss Polly ain’t jest hangin’ ‘round waitin’ ter do somethin’ for that blessed lamb if ‘tain’t more than ter let in the cat—
195368.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მაგრამ ახლა, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ოღონდკი მის პოლიანა გაახაროს და ცხოველების ბავშვის ლოგინში გორაობას იტანს!..
An’ now she lets ‘em tumble all over the bed jest ‘cause it pleases Miss Pollyanna!
195369.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
თუ სხვა ვერაფერს აკეთებს, იმ პატარა ბროლის კუნწულებს სწევს აქეთ-იქით, რომ, როგორც ჩვენი საყვარელი გოგონა ამბობს, ოთახში „ცისარტყელამ იცეკვოს“.
‘An’ when she ain’t doin’ nothin’ else, she’s movin’ them little glass danglers ‘round ter diff’rent winders in the room so the sun’ll make the ‘rainbows dance,’ as that blessed child calls it.
195370.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ტიმოტი კობის სათბურში ყვავილების მოსატანად უკვე სამჯერ გააგზავნა, არადა, ხალხსაც ხომ ამდენი ყვავილები მოაქვს მის პოლიანასთვის!
She’s sent Timothy down ter Cobb’s greenhouse three times for fresh flowers—an’ that besides all the posies fetched in ter her, too.
195371.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ, გეფიცებით, მის პოლიანას ოთახში შევდივარ და რას ვხედავ!.. მის პოლი საწოლის წინ ზის და მედდა თმას ვარცხნის, მის პოლიანა კი ამასობაში, ბედნიერი და სიხარულით თვალებანთებული წევს და მედდას თავისი ლოგინიდან ასწავლის, რომელი კულული სად და როგორ დაუმაგროს მის პოლის!..
An’ the other day, if I didn’t find her sittin’ ‘fore the bed with the nurse actually doin’ her hair, an’ Miss Pollyanna lookin’ on an’ bossin’ from the bed, her eyes all shinin’ an’ happy.
195372.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მაგრამ ყველაზე საოცრება იცით რა არის?.. ჩვენი საბრალო გოგონა, ჩვენი დალოცვილი კრავი რომ გაახაროს, მის პოლი თმას მას შემდეგ ყოველდღე ასე ივარცხნის!
An’ I declare ter goodness, if Miss Polly hain’t wore her hair like that every day now—jest ter please that blessed child!’
195373.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მოხუც ტომს გაეცინა.
Old Tom chuckled.
195374.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ჰო, მეც შევნიშნე და ჩემი აზრით, ახალი ვარცხნილობით უკეთესად გამოიყურება, შუბლზე ჩამოყრილი ხვეულები უხდება, – თქვა თავშეკავებულად.
‘Well, it strikes me Miss Polly herself ain’t lookin’ none the worse—for wearin’ them ‘ere curls ‘round her forehead,’ he observed dryly.
195375.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– რა თქმა უნდა, უხდება, – უპასუხა ნენსიმ, – როგორც იქნა, ადამიანს დაემსგავსა... მართლა ძალიან ლამაზ...
‘Course she ain’t,’ retorted Nancy, indignantly. ‘She looks like FOLKS, now. She’s actually almost—‘
195376.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ფრთხილად, ნენსი, – ეშმაკური ღიმილით გააწყვეტინა მოხუცმა, – გახსოვს, რა მიპასუხე, როცა გითხარი, ოდესღაც ძალიან ლამაზი იყო-მეთქი?
‘Keerful, now, Nancy!’ interrupted the old man, with a slow grin. ‘You know what you said when I told ye she was handsome once.’
195377.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ნენსიმ მხრები აიჩეჩა.
Nancy shrugged her shoulders.
195378.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ჰმ, ძალიან ლამაზი, რა თქმა უნდა, სულაც არ არის, მაგრამ ვაღიარებ, რომ იმ ლენტებსა და მაქმანის საყელოებში, პოლიანა რომ აიძულებს გაიკეთოს, მართლაც სულ სხვანაირად გამოიყურება.
‘Oh, she ain’t handsome, of course; but I will own up she don’t look like the same woman, what with the ribbons an’ lace jiggers Miss Pollyanna makes her wear ‘round her neck.’
195379.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ჰო, გეთანხმებით, ამ ბოლო დროს თავი ისე ბებრულად აღარ უჭირავს, როგორც ადრე, პოლიანას ჩამოსვლამდე.
‘Well, I’ll own up she HAIN’T got quite so good an imitation of it—as she did have, ‘fore Miss Pollyanna come.
195380.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მაგრამ, მისტერ ტომ, მითხარით, რა, ვინ იყო მის პოლის შეყვარებული?..
Say, Mr. Tom, who WAS her A lover?