მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195381.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ეს მაინც ვერ გავარკვიე, ვეცადე, მაგრამ ვერ გავიგე!
I hain’t found that out, yet; I hain’t, I hain’t!’
195382.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ო, მისტერ ტომ! გთხოვთ, მითხარით რა... – შემპარავად აწუწუნდა ნენსი, – ხომ იცით, აქ ისეთი, ბევრი არავინაა, ვისაც შემიძლია ეს ვკითხო.
‘Oh, Mr. Tom, come on, now,’ wheedled the girl. ‘Ye see, there ain’t many folks here that I CAN ask.’
195383.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– თუ ბევრი არავინაა, მაშასადამე ვერც გაგიგია და ეგ არის, იმიტომ, რომ ჩემგან ნამდვილად ვერ გაიგებ, – ეშმაკურად გაეცინა მოხუცს;
‘Maybe not. But there’s one, anyhow, that ain’t answerin’,’ grinned Old Tom.
195384.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მაგრამ წამის შემდეგ თვალებიდან უცებ მხიარული ნაპერწკალი გაუქრა;
Then, abruptly, the light died from his eyes.
195385.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ნენსის სერიოზულად ჰკითხა, – ჯობია, ის მითხარი, დღეს როგორ არის ჩვენი გოგონა?
‘How is she, ter-day—the little gal?’ Nancy shook her head.
195386.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ნენსიმ თავი გააქნია და სახე მოექუფრა.
Her face, too, had sobered.
195387.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ისევ ისე, მისტერ ტომ.
Just the same, Mr. Tom.
195388.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
როგორც ვხვდები, და მგონი სხვებიც ასე ფიქრობენ, არანაირი განსაკუთრებული ცვლილება არ ეტყობა.
There ain’t no special diff’rence, as I can see—or anybody, I guess.
195389.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ისევ ისე წევს და ვერ ინძრევა, ხან სძინავს და ხან ლაპარაკობს, მაგრამ, როცა ღვიძავს, ყო ველთვის ცდილობს, გაიღიმოს და ის „უხაროდეს“, რომ მზე ჩადის, მთვარე ამოდის და ასე შემდეგ, მსგავსი რამეები, ხომ გესმით?..
She jest lays there an’ sleeps an’ talks some, an’ tries ter smile an’ be ‘glad’ ‘cause the sun sets or the moon rises, or some other such thing, till it’s enough ter make yer heart break with achin’.’
195390.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ჰო, ვიცი, ეგ ის თამაშია... ღმერთმა დალოცოს მისი მოსიყვარულე გული! – თავი დააქნია მოხუცმა ტომმა და ცრემლებისგან ამწვარი თვალები დაახამხამა.
‘I know; it’s the ‘game’—bless her sweet heart!’ nodded Old Tom, blinking a little.
195391.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ესე იგი, თქვენც გიამბოთ იმ თამაშზე?
‘She told YOU, then, too, about that ‘ere—game?’
195392.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ერთხელ ჩემთვის ვბუზღუნებდი, ვჩიოდი, რომ ასე მოვიხარე და იცი, რა მითხრა?
‘I was growlin’ one day ‘cause I was so bent up and crooked; an’ what do ye s’pose the little thing said?’
195393.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– არადა, იპოვა! ასე მითხრა, მისტერ ტომ, შეგიძლიათ ის გიხაროდეთ, რომ გასამარგლად ძალიან დახრა არ გჭირდებათ, იმიტომ, რომ უკვე ნახევრად მოხრილი ხართო!
‘She did. She said I could be glad, anyhow, that I didn’t have ter STOOP SO FAR TER DO MY WEEDIN’ ‘cause I was already bent part way over.’
195394.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ნენსის ნაღვლიანად ჩაეცინა.
Nancy gave a wistful laugh.
195395.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ჰო, არ მიკვირს, ყოველთვის რაღაცას პოულობს.
‘Well, I ain’t surprised, after all. You might know she’d find somethin’.
195396.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მაგ თამაშს მეც მეთამაშებოდა... ჩემთან თამაში თითქმის ჩამოსვლისთანავე დაიწყო, იმიტომ, რომ სხვა ვერავისთან თამაშობდა... არადა, თავიდან თურმე იმასთან, დეიდამისთან უნდოდა, რომ ეთამაშა.
We’ve been playin’ it—that game—since almost the first, ‘cause there wa’n’t no one else she could play it with—though she did speak of—her aunt.’
195397.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– მის პოლისთან?! ნენსის ნიშნის მოგებით გაეცინა.
‘MISS POLLY!’ Nancy chuckled.
195398.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– როგორც ვხედავ, დიასახლისთან დაკავშირებით თქვენი და ჩემი აზრი თურმე არც ისე განსხვავებული ყოფილა, – გაჰკრა კბილი მოხუცს.
I guess you hain’t got such an awful diff’rent opinion o’ the mistress than I have,’ she bridled.
195399.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მოხუცმა ტომმა კოპები შეკრა.
Old Tom stiffened.
195400.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– გეთანხმებით, მაშინ, ალბათ, ასეც იქნებოდა, – შენიშნა ნენსიმ.
‘Well, yes, I guess ‘twould be—THEN,’ retorted Nancy.