მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195401.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მაგრამ არა მგონია, ახლაც იგივე მომხდარიყო.
I ain’t sayin’ what ‘twould be NOW.
195402.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ახლა ჩვენს დიასახლისზე რაც არ უნდა გავიგო ან დავინახო, ყველაფერს დავიჯერებ... ჰო, ალბათ, იმასაც, რომ თვითონ დაიწყო თამაში!
I’d believe anythin’ o’ the mistress now—even that she’d take ter playin’ it herself!
195403.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
პოლიანამ თითქმის თავიდანვე მითხრა, რომ დეიდამისს თამაშის შესახებ ვერ ეუბნებოდა... თურმე მის პოლის მამამისის ხსნება აუკრძალავს პოლიანასთვის და იმდენად, რამდენადაც ეს თამაში მამამისის მოგონილია, ისე ვერ მოუყვებოდა, რომ მამა არ ეხსენებინა...
‘Miss Pollyanna told me long ago that she couldn’t tell her, ‘cause her aunt didn’t like ter have her talk about her father; an’ ‘twas her father’s game, an’ she’d have ter talk about him if she did tell it.
195404.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
– ო, ახლა მესმის, მესმის... – მოხუცმა თავი ნელა დაიქნია.
‘Oh, I see, I see.’ The old man nodded his head slowly.
195405.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მედდას თავი თითქოს მხნედ ეჭირა, მაგრამ მის მზერაში შეშფოთება იკითხებოდა.
The nurse tried to look cheerful, but her eyes were troubled.
195406.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ექიმი აშკარად ნერვიულობდა და უკვე მოთმინებას კარგავდა.
The doctor was openly nervous and impatient.
195407.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მის პოლი სულ უფრო და უფრო გულჩათხრობილი დადიოდა და იმ ფაქტს, რომ თვალსა და ხელს შუა ხდებოდა და ფითრდებოდა, ვერც მუდამ დაძაბული სახის გარშემო რბილ ტალღებად ჩამოყრილი ხვეული თმა მალავდა და ვერც მაქმანის ლამაზი საყელოები.
Miss Polly said little; but even the softening waves of hair about her face, and the becoming laces at her throat, could not hide the fact that she was growing thin and pale.
195408.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
რაც შეეხება პოლიანას, ის ძაღლს ეთამაშებოდა, კნუტს ეფერებოდა, ყვავილები უხაროდა, გამოგზავნილ ხილსა და მურაბებს მიირთმევდა და მეგობრების შემოთვლილ და მის ყურამდე მიტანილ უამრავ კითხვას, კეთილ სურვილებსა და მოკითხვებს პასუხობდა;
As to Pollyanna—Pollyanna petted the dog, smoothed the cat’s sleek head, admired the flowers and ate the fruits and jellies that were sent in to her; and returned innumerable cheery answers to the many messages of love and inquiry that were brought to her bedside.
195409.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
მაგრამ დღითი დღე ისიც ხდებოდა და ფითრდებოდა, მისი გალეული და ფერდაკარგული ხელების ნერვიული მოძრაობა კი ოდესღაც ასეთი მკვირცხლი, ახლა კი საბნის ქვეშ საბრალოდ და ჩუმად დაწყობილი პატარა ფეხების სრულ უმოძრაობას უსვამდა მხოლოდ ხაზს.
But she, too, grew pale and thin; and the nervous activity of the poor little hands and arms only emphasized the pitiful motionlessness of the once active little feet and legs now lying so woefully quiet under the blankets.
195410.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
თამაშთან დაკავშირებით კი პოლიანა იმ დღეებში ნენსის ხშირად ეუბნებოდა, რომ სკოლაში წასვლა გაუხარდებოდა, გაუხარდებოდა, რომ მის სნოუს ესტუმრებოდა, მისტერ პენდელტონთან შეირბენდა და ექიმ ჩილტონთან ერთად ორთვალათი გაისეირნებდა... იმ ყველაფერს, რაც გაახარებდა, ის გაუცნობიერებლად, თავისდა უნებურად მომავლისთვის ინახავდა...
As to the game—Pollyanna told Nancy these days how glad she was going to be when she could go to school again, go to see Mrs. Snow, go to call on Mr. Pendleton, and go to ride with Dr. Chilton nor did she seem to realize that all this ‘gladness’ was in the future, not the present.
195411.
პოლიანა | თავი XXV, ლოდინი
ნენსი კი ამას გრძნობდა, ბოლომდე აცნობიერებდა და პოლიანასთან ლაპარაკის შემდეგ მარტო დარჩენილი ხშირად ტიროდა.
Nancy, however, did realize it—and cry about it, when she was alone.
195412.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ექიმი მიდი, სახელგანთქმული ნიუიორკელი სპეციალისტი, ჰარინგტონების სახლში დათქმული დღიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ჩავიდა.
Just a week from the time Dr. Mead, the specialist, was first expected, he came.
195413.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
მაღალი და მხარბეჭიანი კაცი, რომელსაც ნაცრისფერი, კეთილი თვალები ჰქონდა და ხალისიანი ღიმილი დასთამაშებდა პოლიანას თავიდანვე მოეწონა და ექიმს ეს დაუფარავადაც უთხრა.
He was a tall, broad-shouldered man with kind gray eyes, and a cheerful smile. Pollyanna liked him at once, and told him so.
195414.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– თანაც, – დაამატა მერე თავაზიანად, – ჩემს ექიმს ჰგავხართ ძალიან.
‘You look quite a lot like MY doctor, you see,’ she added engagingly.
195415.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– თქვენს ექიმს? – ჰკითხა ექიმმა მიდმა და აშკარად გაკვირვებულმა ექიმ ვორენს გახედა, რომელიც ამ დროს მათგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მედდას ელაპარაკებოდა.
‘YOUR doctor?’ Dr. Mead glanced in evident surprise at Dr. Warren, talking with the nurse a few feet away.
195416.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ექიმი ვორენი დაბალი და თაფლისფერთვალება კაცი იყო და წაწვეტებულ მუქ წვერს ატარებდა.
Dr. Warren was a small, brown-eyed man with a pointed brown beard.
195417.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– ო, არა, ის ჩემი ექიმი არ არის, – ამ მზერის დანახვაზე მისი აზრი ამოიცნო პოლიანამ და გაეცინა;
‘Oh, THAT isn’t my doctor,’ smiled Pollyanna, divining his thought.
195418.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– ექიმი ვორენი დეიდა პოლის ექიმია, ჩემი კი ექიმი მისტერ ჩილტონია.
‘Dr. Warren is Aunt Polly’s doctor. My doctor is Dr. Chilton.’
195419.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– ა-ა, გასაგებია! – რაღაცნაირი უცნაური ხმით ჩაილაპარაკა ექიმმა მიდმა და მზერა მის პოლიზე შეაჩერა, რომელიც მაშინვე გაწითლდა და ნაჩქარევად შეტრიალდა.
‘Oh-h!’ said Dr. Mead, a little oddly, his eyes resting on Miss Polly, who, with a vivid blush, had turned hastily away.
195420.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– დიახ... – პოლიანა წუთით შეყოყმანდა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, ახალი ექიმისთვის არც სხვა რამე დაემალა და ჩვეული გულწრფელობით გააგრძელა;
‘Yes.’ Pollyanna hesitated, then continued with her usual truthfulness.