მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195421.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– სინამდვილეში, ხომ გესმით, სულ მინდოდა, რომ ჩემთან ექიმი ჩილტონი მოსულიყო, მაგრამ დეიდა პოლიმ თქვენ აგირჩიათ.
‘You see, I wanted Dr. Chilton all the time, but Aunt Polly wanted you.
195422.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ასე მითხრა, რომ თქვენ მეტი იცით, ვიდრე ექიმმა ჩილტონმა... ყოველ შემთხვევაში... ისეთ დროს, როცა საქმე ჩემნაირად მოტეხილ ფეხებს ეხება.
She said you knew more than Dr. Chilton, anyway about—about broken legs like mine.
195423.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
მართლა მეტი იცით, ექიმო მიდ? თუ ასეა, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ თქვენ ჩამოხვედით.
And of course if you do, I can be glad for that. Do you?
195424.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ექიმ მიდს სახე წამიერად პოლიანასთვის ამოუხსნელი, უცნაური გამომეტყველებით შეეცვალა.
A swift something crossed the doctor’s face that Pollyanna could not quite translate.
195425.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს, ჩემო პატარავ, – უპასუხა გოგონას თბილად და შეშფოთებული სახით სწორედ იმწუთას საწოლთან მიახლოებულ ექიმ ვორენს მიუბრუნდა.
‘Only time can tell that, little girl,’ he said gently; then he turned a grave face toward Dr. Warren, who had just come to the bedside.
195426.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
შემდგომში ყველა ერთხმად ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კატის ბრალი იყო.
Every one said afterward that it was the cat that did it.
195427.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ალბათ, გარკვეულ წილად სიმართლესაც შეესაბამებოდა, რადგან თავისუფლებით გათავხედებულ ფლაფის თავისი თათი და ცხვირი პოლიანას საძინებლის, უბრალოდ, გამოხურულ კარში რომ არ შეეყო, კარი ანჯამებზე უხმაუროდ არ შეტრიალდებოდა და, რა თქმა უნდა, არ გაიღებოდა...
Certainly, if Fluffy had not poked an insistent paw and nose against Pollyanna’s unlatched door, the door would not have swung noiselessly open on its hinges until it stood perhaps a foot ajar; and if the door had not been open;
195428.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
დერეფანში ორი ექიმი, მედდა და მის პოლი ლაპარაკობდნენ.
In the hall the two doctors, the nurse, and Miss Polly stood talking.
195429.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
იმწუთას პატრონის ოთახში შეპარული ფლაფი ლოგინზე ახტა და ის-ის იყო პოლიანას ხმადაბალი, ხალისიანი კრუტუნით მიესალმა, რომ გაღებული კარიდან საძინებელში საკმაოდ გარკვევით დეიდა პოლის გულმოკლული და ტანჯვით აღსავსე წამოძახილი გაისმა:
In Pollyanna’s room Fluffy had just jumped to the bed with a little purring ‘meow’ of joy when through the open door sounded clearly and sharply Aunt Polly’s agonized exclamation.
195430.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– არა! არა, ექიმო, ოღონდ ეს არა!
Not that! Doctor, not that!
195431.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
აქ უკვე სრული აურზაური დაიწყო.
It was all confusion then.
195432.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
პირველად საძინებლიდან პოლიანას ელდანაკრავი ყვირილი გაიგონეს: „დეიდა პოლი, დეიდა პოლი!“...
First, from the bedroom came Pollyanna’s terrified ‘Aunt Polly Aunt Polly!’
195433.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
მის პოლი კარისკენ შეტრიალდა და დაინახა, რომ კარი ღია იყო; მიხვდა, რომ მისი სიტყვები პოლიანამ მოისმინა, სასოწარკვეთილს კვნესა აღმოხდა და, ცხოვრებაში პირველად, გული წაუვიდა.
Then Miss Polly, seeing the open door and realizing that her words had been heard, gave a low little moan and—for the first time in her life—fainted dead away.
195434.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
„გაიგონა, გაიგონა!“ ყრუდ ამოიგმინა მის ჰანტმა და თავქუდმოგლეჯილი საძინებლის გაღებული კარისკენ გაიქცა.
The nurse, with a choking ‘She heard!’ stumbled toward the open door.
195435.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ორივე ექიმი დერეფანში, მის პოლისთან დარჩა.
The two doctors stayed with Miss Polly.
195436.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ექიმი მიდი ადგილიდან ვერ იძროდა – გულწასული მის პოლი იატაკზე რომ არ დავარდნილიყო, სწორედ მან დაიჭირა.
Dr. Mead had to stay—he had caught Miss Polly as she fell.
195437.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიანამ კიდევ ერთხელ ხმამაღლა დაიძახა, მედდამ კი ზურგს უკან პოლიანას ოთახის კარი მოხურა, სასოწარკვეთილმა ექიმებმა ერთმანეთს გადახედეს, მეტ-ნაკლებად გამოერკვნენ და თავიანთი მოვალეობისა და იმწუთას ყველაზე საჭირბოროტო საქმის შესრულებას – ექიმი მიდის მკლავებში მისვენებული მის პოლის გონს მოყვანას – შეუდგნენ.
It was not until Pollyanna cried out again sharply and the nurse closed the door, that the two men, with a despairing glance into each other’s eyes, awoke to the immediate duty of bringing the woman in Dr. Mead’s arms back to unhappy consciousness.
195438.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
პოლიანას ოთახში შესულმა მედდამ ლოგინზე ამხტარი და აკნავლებული ნაცრისფერი კატა დაინახა, რომელიც თავისი პატარა პატრონის ყურადღებას ამაოდ ითხოვდა.
In Pollyanna’s room, the nurse had found a purring gray cat on the bed vainly trying to attract the attention of a white-faced, wild-eyed little girl.
195439.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– მის ჰანტ, გთხოვთ, დეიდა პოლის დაუძახეთ.
Miss Hunt, please, I want Aunt Polly.
195440.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ახლავე მჭირდება, გთხოვთ, მის ჰანტ! ჩქარა! ჩქარა!
I want her right away, quick, please!