მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195441.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
მედდამ კარი ნაჩქარევად მიკეტა და თავადაც სრულიად გაფითრებული, საწოლს მიუახლოვდა.
The nurse closed the door and came forward hurriedly. Her face was very pale.
195442.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– ჯერ... ჯერ ვერ მოახერხებს, ძვირფასო. ცოტა მოგვიანებით მოვა, კარგი?
‘She—she can’t come just this minute, dear. She will—a little later.
195443.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
თქვენც გაიგეთ, რა თქვა?
Did you hear her?
195444.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
დეიდა პოლი მჭირდება... დეიდა პოლიმ რაღაც ისეთი თქვა... მინდა მითხრას, რომ ეს ტყუილია! ტყუილია!
I want Aunt Polly—she said something. I want her to tell me ‘tisn’t true—‘tisn’t true!’
195445.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
მის ჰანტმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა და ხმისამოუღებლად დახურა.
The nurse tried to speak, but no words came.
195446.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ქალის სახეზე აღბეჭდილმა უმწეობამ პოლიანა კიდევ უფრო შეაშინა.
Something in her face sent an added terror to Pollyanna’s eyes.
195447.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– მის ჰანტ, თქვენ გაიგონეთ დეიდა პოლის ნათქვამი?!
‘Miss Hunt, you DID hear her!
195448.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
გინდათ თქვათ, რომ ვეღარასოდეს გავივლი?
You don’t mean I can’t ever—walk again?
195449.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– კარგი, კარგი, საყვარელო... არ გინდა, დამშვიდდი, – როგორც იქნა, ხმის ამოღება შეძლო მედდამ, – ალბათ, რაღაცაში შეცდა, შეიძლება კარგად არ იცის. რაღაც შეეშალა, ხომ გესმის, ყველაფერი ხდება...
‘There, there, dear—don’t, don’t!’ choked the nurse. ‘Perhaps he didn’t know. Perhaps he was mistaken. There’s lots of things that could happen, you know.’
195450.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
თქვა, რომ ისეთ მოტეხილ ფეხებზე, როგორიც მე მაქვს, ექიმმა მიდმა სხვებზე მეტი იცის!
She said he knew more than anybody else about—about broken legs like mine!
195451.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– ჰო, ჰო, ეგ მეც მსმენია, ძვირფასო. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ექიმებიც ხომ ცდებიან.
Yes, yes, I know, dear; but all doctors make mistakes sometimes.
195452.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ოღონდ... ოღონდ ახლა ამაზე ფიქრი არ გინდა, კარგი? არ გინდა, საყვარელო.
Just—just don’t think any more about it now— please don’t, dear.
195453.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– მაგრამ არ შემიძლია, ამაზე არ ვიფიქრო, მის ჰანტ! – შეშლილივით გაიქნია ხელი პოლიანამ და აქვითინდა – ახლა ხომ მხოლოდ ამაზე ვიფიქრებ!..
Pollyanna flung out her arms wildly. ‘But I can’t help thinking about it,’ she sobbed. It’s all there is now to think about.
195454.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ო, მის ჰანტ, აბა, სკოლაში როგორღა წავალ, ან მისტერ პენდელტონთან, მისის სნოუსთან, ანდა... კიდევ სადმე?!
Why, Miss Hunt, how am I going to school, or to see Mr. Pendleton, or Mrs. Snow, or—or anybody?
195455.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
მერე უცებ გაჩუმდა, თავი ასწია და მედდას თვალებში ჩამდგარი ახალი შიშითა და თავზარდაცემით შეხედა;
Suddenly she stopped and looked up, a new terror in her eyes.
195456.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– ო, მის ჰანტ!.. თუ ვერსად წასვლას ვერ შევძლებ, რაღა გამახარებს?
‘Why, Miss Hunt, if I can’t walk, how am I ever going to be glad for— ANYTHING?’
195457.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
მის ჰანტმა თამაშის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ პაციენტი როგორმე უნდა დაემშვიდებინა და თანაც დაუყოვნებლივ;
Miss Hunt did not know ‘the game;’ but she did know that her patient must be quieted, and that at once.
195458.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ამიტომ ძალა მოიკრიბა და პოლიანას საწოლთან მდგარს წამის შემდეგ ხელში უკვე ბავშვისთვის მისაცემი დამამშვიდებელი ფხვნილი ეჭირა.
In spite of her own perturbation and heartache, her hands had not been idle, and she stood now at the bedside with the quieting powder ready.
195459.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– არ გინდა, არ გინდა, საყვარელო... მოდი, ეს დალიე, – უყვავებდა თბილად, – აი, ნახავ, წამალი ნელ-ნელა დაგამშვიდებს, დაისვენებ და მერე ერთად მოვიფიქროთ, რის გაკეთება შეიძლება, კარგი?..
‘There, there, dear, just take this,’ she soothed; ‘and by and by we’ll be more rested, and we’ll see what can be done then.
195460.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
შენ თვითონაც ხომ იცი, პატარავ, რომ ხშირად ისე ცუდადაც არ არის საქმე, როგორც თავიდან გვეჩვენება ხოლმე.
Things aren’t half as bad as they seem, dear, lots of times, you know.