მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195461.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
პოლიანამ წამალი მორჩილად ჩაიყარა პირში და მის ჰანტის მიწოდებული ჭიქიდან წყალი დააყოლა.
Obediently Pollyanna took the medicine, and sipped the water from the glass in Miss Hunt’s hand.
195462.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
– ჰო, ვიცი... – დაეთანხმა ენის ბორძიკით, – ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მამა რომ იტყოდა ხოლმე...
‘I know; that sounds like things father used to say,’ faltered Pollyanna, blinking off the tears.
195463.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
ასე ამბობდა, არაფერია იმდენად ცუდი, რომ იმაზე უარესი არ შეიძლებოდა ყოფილიყოო.
He said there was always something about everything that might be worse;
195464.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
მაგრამ, ვფიქრობ, მამასთვის არავის უთქვამს, რომ სიარულს ვეღარასოდეს შეძლებდა..
But I reckon he’d never just heard he couldn’t ever walk again.
195465.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
იმიტომ, რომ მგონი, ამაზე უარესი არაფერი არ შეიძლება იყოს... თქვენ როგორ ფიქრობთ, მის ჰანტ?
I don’t see how there CAN be anything about that, that could be worse—do you?
195466.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
მის ჰანტმა არაფერი უპასუხა.
Miss Hunt did not reply.
195467.
პოლიანა | თავი XXVI, შეღებული კარი
შეეშინდა, რომ ხმის ამოღებისთანავე ცრემლები წასკდებოდა.
She could not trust herself to speak just then.
195468.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ექიმი მიდის დასკვნა რომ შეეტყობინებინათ, მისტერ პენდელტონთან ნენსი გაგზავნეს.
It was Nancy who was sent to tell Mr. John Pendleton of Dr. Mead’s verdict.
195469.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
სხვა დროს იდუმალებით მოცული სახლისა და მისი პატრონის ახლოდან შეთვალიერების ასეთი შესაძლებლობა ნენსის გაახარებდა კიდეც, მაგრამ ახლა იმდენად იყო გულდამძიმებული, რომ დავალებულ საქმეს სასიხარულოდ ნამდვილად ვერ აღიქვამდა.
There had been a time when Nancy would have rejoiced greatly at this extraordinary opportunity to see something of the House of Mystery and its master, but to-day her heart was too heavy to, rejoice at anything.
195470.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ასე მოხდა, რომ იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ, ერთ-ერთ ოთახში მარტო დარჩენილი, მისტერ პენდელტონს ელოდებოდა, იქაურობას თვალი უგულისყუროდ მოავლო და თითქმის არაფერს დაკვირვებია.
She scarcely even looked about her at all, indeed, during the few minutes, she waited for Mr. John Pendleton to appear.
195471.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– მე ნენსი ვარ, სერ, – თქვა ოთახში შემოსული მისტერ პენდელტონის ცოტა არ იყოს გაკვირვებული და კითხვაჩამდგარი მზერის პასუხად;
‘I’m Nancy, sir,’ she said respectfully, in response to the surprised questioning of his eyes, when he came into the room.
195472.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– მის ჰარინგტონმა გამომაგზავნა... მის პოლიანას ამბის სათქმელად.
‘Miss Harrington sent me to tell you about—Miss Pollyanna.’
195473.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– და?.. მოკლედ მოჭრილი პასუხის მიუხედავად, ნენსიმ ცხადად იგრძნო, რომ ამ ერთი უბრალო, მომთხოვნი და გაგრძელების მომლოდინე სიტყვის უკან საშინელი მღელვარება და შფოთვა იმალებოდა.
‘Well?’ In spite of the curt terseness of the word, Nancy quite understood the anxiety that lay behind that short ‘well?’
195474.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ცუდადაა საქმე, მისტერ პენდელტონ, – ამოილუღლუღა ენის ბორძიკით.
‘It ain’t well, Mr. Pendleton,’ she choked.
195475.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– გინდა თქვა, რომ... – დაიწყო მისტერ პენდელტონმა და სიტყვა გაუწყდა.
‘You don’t mean—‘ He paused, and she bowed her head miserably.
195476.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
წუთით ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.
For a moment there was absolute silence in the room;
195477.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– საცოდავი, საცოდავი ბავშვი!.. – მღელვარებისგან აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა ბოლოს მისტერ პენდელტონმა.
Then the man spoke, in a voice shaken with emotion. ‘Poor—little—girl! Poor—little—girl!’
195478.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ნენსიმ მისტერ პენდელტონს შეხედა, მაგრამ მაშინვე მზერა აარიდა.
Nancy glanced at him, but dropped her eyes at once.
195479.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– წუთით გაჩუმდა და ისევ აკანკალებული და ლამის ჩურჩულამდე ჩავარდნილი ხმით განაგრძო.
In a moment he spoke again, still in the low, unsteady voice.
195480.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
There was another silence;