მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195481.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ბოლოს, როგორც იქნა, მისტერ პენდელტონი ფიქრიდან გამოერკვა. – თვითონ ჯერ არაფერი იცის, ალბათ, არა?
Then, abruptly, the man asked: ‘She herself doesn’t know yet—of course—does she?’
195482.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ოჰ, არა, იცის, სერ, – ამოისლუკუნა ნენსიმ, – და ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
‘But she does, sir.’ sobbed Nancy, ‘an’ that’s what makes it all the harder.
195483.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
შემთხვევით გაიგონა! ჭირი ეცა იმ კატას!
She found out—drat that cat!
195484.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ო, უკაცრავად, სერ, წამომცდა, – მოიბოდიშა ნაჩქარევად, – უბრალოდ, კატა მის პოლიანას ოთახში შევიდა, კარი გაიღო და ამ დროს გაიგონა, დერეფანში რომ ლაპარაკობდნენ...
I begs yer pardon,’ apologized the girl, hurriedly. ‘It’s only that the cat pushed open the door an’ Miss Pollyanna overheard ‘em talkin’.
195485.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– საბრალო ბავშვი! – ამოიგმინა ისევ მისტერ პენდელტონმა.
‘Poor—little—girl!’ sighed the man again.
195486.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– მას შემდეგ, რაც გაიგო, სულ ორჯერ ვნახე და გული დამეწვა, ისეთ დღეშია.
‘I hain’t seen her but twice since she knew about it, an’ it done me up both times.
195487.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ამ ამბავს ჯერ კიდევ ვერ შეგუებია და მუდმივად იმაზე ფიქრობს, რის გაკეთებას ვეღარ შეძლებს!..
Ye see it’s all so fresh an’ new to her, an’ she keeps thinkin’ all the time of new things she can’t do—NOW.
195488.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
და, რაც მთავარია, კიდევ იმის გამო იკლავს თავს, რომ ვეღარაფერი... გაახარებს. თუმცა, ო, მაპატიეთ, სერ, იქნებ თქვენ ამ თამაშის შესახებ არც გსმენიათ?.. – თავაზიანად დაამატა ბოლოს.
It worries her, too, ‘cause she can’t seem ter be glad—maybe you don’t know about her game, though,’ broke off Nancy, apologetically.
195489.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– „სიხარულობანას“ გულისხმობ? – ჰკითხა კაცმა, – კი, როგორ არა, ადრე მომიყვა.
‘The ‘glad game’?’ asked the man. ‘Oh, yes; she told me of that.’
195490.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ო, ძალიან კარგი! დიახ, მგონი თამაშის შესახებ უკვე ყველამ იცის.
‘Oh, she did! Well, I guess she has told it generally ter most folks.
195491.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მაგრამ უბედურება ის არის, რომ ახლა თვითონ ვეღარ ახერხებს თამაშს და ეს ძალიან ტანჯავს.
But ye see, now she—she can’t play it herself, an’ it worries her.
195492.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ამბობს, იმაში, რომ სიარულს ვეღარასოდეს შევძლებ, სასიხარულოს ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს ვერ ვპოულობო!
She says she can’t think of a thing—not a thing about this not walkin’ again, ter be glad about.’
195493.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– რა თქმა უნდა! რა შეიძლება ამაში სასიხარულო იყოს?! – ლამის ყვირილით ამოიგმინა მისტერ პენდელტონმა.
‘Well, why should she?’ retorted the man, almost savagely.
195494.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ნენსიმ ერთი ფეხიდან მეორეზე უხერხულად გადაინაცვლა.
Nancy shifted her feet uneasily.
195495.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– დიახ... თავიდან მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ მერე უცებ მივხვდი, რომ პოლიანა თავს ცოტა უკეთ იგრძნობდა, თუ ისეთ რამეს მოიფიქრებდა, რაც გაახარებდა, ხომ გესმით?..
‘That’s the way I felt, too—till I happened ter think—it WOULD be easier if she could find somethin’, ye know.
195496.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
და ვცადე გამეხსენებინა...
So I tried to—to remind her.’
195497.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– გაგეხსენებინა? რა? – მისტერ პენდელტონის ხმაში ისევ ძველებური ბრაზი, მოუთმენლობა და გაღიზიანება გაისმა.
‘To remind her! Of what?’ John Pendleton’s voice was still angrily impatient.
195498.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– თვითონ როგორ ურჩევდა სხვებს „სიხარულობანას“ თამაშს... აი, მისის სნოუს და დანარჩენებს და თვითონ რას ეუბნებოდა იმათ...
‘Of—of how she told others ter play it Mis’ Snow, and the rest, ye know—and what she said for them ter do.
195499.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მაგრამ ეს რომ ვუთხარი, ჩემი საწყალი კრავი მხოლოდ ატირდა და თქვა, რომ ახლა რატომღაც ყველაფერი სხვანაირადაა...
But the poor little lamb just cries, an’ says it don’t seem the same, somehow.
195500.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ამბობს, ერთია, სხვას ასწავლო, ლოგინად ჩავარდნილს, რა შეიძლება ამ მდგომარეობაში უხაროდეს და მეორეა, როცა შენ თვითონ ხარ სამუდამოდ ლოგინად ჩავარდნილი და რამე სასიხარულოს პოვნას საკუთარ ხეიბრობაში ცდილობო.
She says it’s easy ter TELL lifelong invalids how ter be glad, but ‘tain’t the same thing when you’re the lifelong invalid yerself, an’ have ter try ter do it.