მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195501.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ამბობს, ძალიან, ძალიან ვცდილობ, სულ ვუმეორებ საკუთარ თავს, ის უნდა მიხაროდეს, რომ სხვებიც ჩემსავით ხეიბრები არ არიანო, მაგრამ თურმე, ყოველთვის, როცა თავს ასე ეუბნება, ფიქრი იქით გაურბის, რომ სიარულს თვითონ უკვე ვეღარასოდეს შეძლებს.
She says she’s told herself over an’ over again how glad she is that other folks ain’t like her; but that all the time she’s sayin’ it, she ain’t really THINKIN’ of anythin’ only how she can’t ever walk again.’
195502.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– მერე გადავწყვიტე, კიდევ სხვა, მისივე ნათქვამი სიტყვები შემეხსენებინა, – განაგრძო დარდისგან ჩავარდნილი ხმით, – ამას ხშირად მეუბნებოდა, ამბობდა, რაც უფრო რთულია სასიხარულო მიზეზის პოვნა, თამაში მით უფრო საინტერესო ხდებაო;
‘Then I tried ter remind her how she used ter say the game was all the nicer ter play when—when it was hard,’ resumed Nancy, in a dull voice.
195503.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მაგრამ ამაზეც იგივე მიპასუხა, თქვა, როცა მართლა ძალიან გიჭირს, ყველაფერი სხვანაირად ყოფილაო...
‘But she says that, too, is diff’rent—when it really IS hard.
195504.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ის შებრუნდა და კარისკენ გაემართა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, გაუბედავად გაჩერდა, შემოტრიალდა და მოკრძალებული ხმით იკითხა: – მისტერ პენდელტონ... თუ წინააღმდეგი არ ხართ, იქნებ პოლიანას ვუთხრა, რომ... თითქოს ჯიმი ბინი მეორედაც იყო თქვენთან სტუმრად? შეიძლება, სერ?
At the door she hesitated, turned, and asked timidly: ‘I couldn’t be tellin’ Miss Pollyanna that—that you’d seen Jimmy Bean again, I s’pose, sir, could I?’
195505.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– როგორ?! სინამდვილეში ხომ არ ყოფილა! – აღშფოთდა კაცი, – კი მაგრამ, ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?
‘I don’t see how you could—as I haven’t seen him,’ observed the man a little shortly. ‘Why?’
195506.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ისეთი არაფერი, სერ, უბრალოდ... საქმე ის არის, რომ მის პოლიანა ამაზე ნერვიულობს. ძალიან უნდოდა, ჯიმი თქვენთან მეორედაც მოეყვანა.
‘Nothin’, sir, only—well, ye see, that’s one of the things that she was feelin’ bad about, that she couldn’t take him ter see you, now.
195507.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მითხრა, რომ ერთხელ უკვე ჰყავდა, მაგრამ ფიქრობს, რომ ჯიმის კარგი თვისებების დანახვას თქვენ მაშინ ვერ შეძლებდით... უბრალოდ, ეშინია, არ იფიქროთ, რომ ჯიმისგან კარგი „გვერდით ბავშვის ყოფნა“ არ გამოვა...
She said she’d taken him once, but she didn’t think he showed off very well that day, and that she was afraid you didn’t think he would make a very nice child’s presence, after all.
195508.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მე ვერც კი მივხვდი, რას გულისხმობდა, მაგრამ თქვენ გეცოდინებათ, სერ.
Maybe you know what she means by that; but I didn’t, sir.
195509.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ჰო, ვიცი, რასაც გულისხმობდა...
‘Yes, I know—what she means.’
195510.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– აჰა, გასაგებია... ერთი სიტყვით, სერ, იმის საჩვენებლად, რომ ჯიმისგან მშვენიერი „გვერდით ბავშვის ყოფნა“ გამოვიდოდა, მის პოლიანას ჯიმის კიდევ ერთხელ მოყვანა უნდოდა თქვენთან...
‘All right, sir. It was only that she was wantin’ ter take him again, she said, so’s ter show ye he really was a lovely child’s presence.
195511.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ახლა კი ვერ მოჰყავს... მიწა დაეყაროს იმ ავტომობილს!
And now she—can’t—drat that autymobile!
195512.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
სახელგანთქმული ნიუიორკელი სპეციალისტის დასკვნა, რომ პოლიანა ვიტიერი სიარულს ვეღარასოდეს შეძ ლებდა, ძალიან მალე უკვე მთელ ბელდინგსვილს მოედო... დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პატარა ქალაქი ადრე არასდროს არაფერს ასე არ აუღელვებია.
It did not take long for the entire town of Beldingsville to learn that the great New York doctor had said Pollyanna Whittier would never walk again; and certainly never before had the town been so stirred.
195513.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
პოლიანას, ამ კეთილი გრძნობების აღმძვრელ, ჭორფლიან გოგონას, რომელიც უცნობებსაც კი გულწრფელი, ნათელი ღიმილით ესალმებოდა, ბელდინგსვილში უკვე თითქმის ყველა იცნობდა და მის თამაშზეც უკვე თითქმის ყველას სმენოდა...
Everybody knew by sight now the piquant little freckled face that had always a smile of greeting; and almost everybody knew of the ‘game’ that Pollyanna was playing.
195514.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
იმ აზრმა, რომ ქუჩებში პოლიანას მუდამ მოღიმარ სახეს ვეღარ დაინახავდნენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში სიხარულის შემომტან მის ხალისიან, გამამხნევებელ ტიკტიკს ვეღარ მოისმენდნენ, პატარა ქალაქს თავზარი დასცა.
To think that now never again would that smiling face be seen on their streets—never again would that cheery little voice proclaim the gladness of some everyday experience!
195515.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ეს ყველას რაღაც წარმოუდგენელ, დაუჯერებელ და საშინელ უსამართლობად ეჩვენებოდა.
It seemed unbelievable, im possible, cruel.
195516.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ქალები ამ თავზარდამცემ ამბავზე სამზარეულოებში, სასტუმრო ოთახებსა თუ უკანა ეზოს ღობეებთან ლაპარაკობდნენ და დაუფარავად ტიროდნენ;
In kitchens and sitting rooms, and over back-yard fences women talked of it, and wept openly.
195517.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ქუჩების კუთხეში, კაფეებსა და მაღაზიებში კი კაცები იმეორებდნენ იმავეს და, თუმცაღა მალულად, მაგრამ ისინიც ტიროდნენ.
On street corners and in store lounging-places the men talked, too, and wept— though not so openly.
195518.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ტირილი და საუბრები ჯერ კიდევ არ შეწყვეტილიყო, რომ ქალაქს რამდენიმე დღეში ნენსის ნაამბობი ახალი ცუდი ამბავი მოედო: თურმე საკუთარი უბედურებით გულმოკლულ პოლიანას ყველაზე მეტად ის ტანჯავდა, რომ, რამდენადაც თვითონ უკვე აღარაფერი ახარებდა, „სიხარულობანას“ ვეღარ თამაშობდა.
And neither the talking nor the weeping grew less when fast on the heels of the news itself, came Nancy’s pitiful story that Pollyanna, face to face with what had come to her, was bemoaning most of all the fact that she could not play the game; that she could not now be glad over—anything.
195519.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა შთაგონების წყარო და მიზეზი იმისა, რომ პოლიანას ყველა მეგობარი ერთდროულად ერთი და იმავე აზრმა აიტაცა.
It was then that the same thought must have, in some way, come to Pollyanna’s friends.
195520.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ყოველ შემთხვევაში, იმ დღიდან ჰარინგტონების სახლს, მის ჰარინგტონის გასაკვირად, მომკითხველების, ერთმანეთის მიყოლებით მოსული ნაცნობებისა და უცნობების, კაცების, ქალებისა და ბავშვების ულევი ტალღა მიაწყდა... მის პოლის წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი დისშვილი თურმე ამდენ ხალხს იცნობდა.
At all events, almost at once, the mistress of the Harrington homestead, greatly to her surprise, began to receive calls: calls from people she knew, and people she did not know; calls from men, women, and children—many of whom Miss Polly had not supposed that her niece knew at all.