მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195521.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ერთნი სახლში შემოდიოდნენ და ხუთი-ათი წუთი სასტუმრო ოთახში მორიდებული სახეებით ისხდნენ.
Some came in and sat down for a stiff five or ten minutes.
195522.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მეორენი მორცხვად პარმაღის საფეხურებზე ჩერდებოდნენ და ქალები – ჩანთის, კაცები კი შლაპის უხერხულად სრესას იწყებდნენ;
Some stood awkwardly on the porch steps, fumbling with hats or hand-bags, according to their sex.
195523.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ზოგიერთს წიგნები, ნაირ-ნაირი თაიგულები ან ტკბილეული მოჰქონდა.
Some brought a book, a bunch of flowers, or a dainty to tempt the palate.
195524.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ზოგნი დაუფარავად ტიროდნენ;
Some cried frankly.
195525.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ზოგნი კი შებრუნდებოდნენ ხოლმე და ცხვირს ხმაურით იხოცავდნენ.
Some turned their backs and blew their noses furiously.
195526.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მაგრამ მნახველთა მრავალფეროვნების მიუხედავად, დაშავებული გოგონას მდგომარეობას მის ჰარინგტონს ყველა ერთნაირად, უდიდესი თანაგრძნობით ეკითხებოდა და ყველა რამე გამამხნევებელი სიტყვების გადაცემას სთხოვდა... გარკვეული დროის შემდეგ სწორედ ამ გამამხნევებელმა სიტყვებმა აიძულა მის პოლი, რომ თავადაც ემოქმედა.
But all inquired very anxiously for the little injured girl; and all sent to her some message—and it was these messages which, after a time, stirred Miss Polly to action.
195527.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
პირველი, ამჯერად უყავარჯნებოდ, მისტერ პენდელტონი მოვიდა.
First came Mr. John Pendleton, he came without his crutches to-day.
195528.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ვფიქრობ, საჭირო არ არის აღვნიშნო, რომ თავზარდა ცემული ვარ, – დაიწყო მან საკმაოდ მკვახედ;
‘I don’t need to tell you how shocked I am,’ he began almost harshly.
195529.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– კი მაგრამ, დავიჯერო, არაფერის გაკეთება არ შეიძლება?
‘But can—nothing be done?’
195530.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მის პოლიმ თავი სასოწარკვეთილი სახით გაიქნია.
Miss Polly gave a gesture of despair.
195531.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ოჰ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება.
‘Oh, we’re ‘doing,’ of course, all the time.
195532.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ექიმმა მიდმა რაღაც წამლები გამოწერა და გარკვეული პროცედურები დანიშნა, რომლებიც სავარაუდოდ პოლიანასთვის სასარგებლო იქნება და ექიმი ვორენი ამ რეკომენდაციებს მკაცრად იცავს, მაგრამ...
Dr. Mead prescribed certain treatments and medicines that might help, and Dr. Warren is carrying them out to the letter, of course. But—
195533.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
სინამდვილეში, ექიმმა მიდმა თითქმის არანაირი იმედი არ დაგვიტოვა.
Dr. Mead held out almost no hope.
195534.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მისი გაფითრებული სახისა და პირქუშად მომუწული ტუჩების შემხედვარე მის პოლი მაშინვე მიხვდა, რომ მისტერ პენდელტონს მასთან ერთად ოთახში გაჩერება უჭირდა.
His face was white, and his mouth was set into stern lines, Miss Polly, looking at him, knew very well why he felt that he could not stay longer in her presence.
195535.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
კაცი კართან მივიდა და შემოტრიალდა.
At the door he turned.
195536.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– გთხოვთ, პოლიანას გადაეცით, – დაიწყო წამით ხმაჩავარდნილმა, – გთხოვთ, ჩემგან გადაეცით, რომ ჯიმი ბინი ვნახე და... და ამიერიდან მის მეგობარს სახლი ექნება.
‘I have a message for Pollyanna,’ he said. ‘Will you tell her, please, that I have seen Jimmy Bean and—that he’s going to be my boy hereafter.
195537.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
გთხოვთ, უთხარით და შეიძლება... იმედი მაქვს, გაუხარდება.
Tell her I thought she would be— GLAD to know.
195538.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
და უთხარით, რომ ალბათ, ვიშვილებ.
I shall adopt him, probably.
195539.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
წამით მის ჰარინგტონმა მისთვის დამახასიათებელი თავდაჭერილობაც კი დაკარგა.
For a brief moment Miss Polly lost her usual well-bred self-control.
195540.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ჯიმი ბინის შვილად აყვანას აპირებთ?! – აღმოხდა გაოგნებულს.
‘You will adopt Jimmy Bean!’ she gasped.