მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195541.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მისტერ პენდელტონი ბეჭებში გაიმართა და ნიკაპი გამომწვევად ოდნავ წინ გამოსწია.
The man lifted his chin a little.
195542.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– დიახ. ვფიქრობ, პოლიანა ყველაფერს მიხვდება.
Yes. I think Pollyanna will understand.
195543.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
გთხოვთ, აუცილებლად გადაეცით. იმედი მაქვს, გაუხარდება.
You will tell her I thought she would be—GLAD!
195544.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– აჰ... დიახ, რა თქმა უნდა, – ენა დაება მის პოლის.
‘Why, of—of course,’ faltered Miss Polly.
195545.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– გმადლობთ, – უთხრა კაცმა, თავი დაუკრა და თვალს მიეფარა.
‘Thank you,’ bowed John Pendleton, as he turned to go.
195546.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მის პოლი კი სასტუმრო ოთახის შუაგულში ხმის ამოუღებლად კიდევ დიდხანს იდგა და სრულიად გაოგნებული იმ კარს გაჰყურებდა, საიდანაც ჯონ პენდელტონი გავიდა.
In the middle of the floor Miss Polly stood, silent and amazed, still looking after the man who had just left her.
195547.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ქალი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
Even yet she could scarcely believe what her ears had heard.
195548.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ჯონ პენდელტონი ჯიმი ბინს შვილად იყვანდა!
John Pendleton ADOPT Jimmy Bean?
195549.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ჯონ პენდელტონი, უმდიდრესი, დამოუკიდებელი, პირქუში, თავისი სიძუნწითა და უკიდურესი ეგოიზმით ცნობილი ჯონ პენდელტონი, შვილად ბავშვს, და თანაც ასეთ ბავშვს, იყვანდა!
John Pendleton, wealthy, independent, morose, reputed to be miserly and supremely selfish, to adopt a little boy—and such a little boy?
195550.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ცოტა ხნის შემდეგ მის პოლიმ ჯერაც გაოგნებული სახით კიბე აიარა და პოლიანას ოთახში შევიდა.
With a somewhat dazed face Miss Polly went up-stairs to Pollyanna’s room.
195551.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– პოლიანა, მისტერ პენდელტონმა შენთვის რაღაცის გადმოცემა მთხოვა.
Pollyanna, I have a message for you from Mr. John Pendeton.
195552.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ახლახან აქ იყო და შემოგითვალა, რომ ჯიმი ბინის აღსაზრდელად აყვანას აპირებს და კიდევ, იმედი აქვს, რომ ეს ამბავი გაგახარებს.
He has just been here. He says to tell you he has taken Jimmy Bean for his little boy. He said he thought you’d be glad to know it.
195553.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
პოლიანას ნაღვლიანი სახე მაშინვე აღფრთოვანებული ღიმილით გაებადრა.
Pollyanna’s wistful little face flamed into sudden joy.
195554.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– გამახარებს?! რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია!
Glad? GLAD? Well, I reckon I am glad!
195555.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ო, დეიდა პოლი, რომ იცოდეთ, როგორ მინდოდა ჯიმისთვის სახლი მეპოვა. თანაც მისტერ პენდელტონს ხომ ულამაზესი სახლი აქვს!.. და მისტერ პენდელტონის მაგივრადაც ძალიან მიხარია!
Oh, Aunt Polly, I’ve so wanted to find a place for Jimmy—and that’s such a lovely place! Besides, I’m so glad for Mr. Pendleton, too.
195556.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– რა იქნება? პოლიანა სირცხვილისგან ერთიანად გაწითლდა.
‘The—what?’ Pollyanna colored painfully.
195557.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მხოლოდ იმწუთას გაახსენდა, რომ დეიდას დაუმალა და ბოლოს მაინც არ უთხრა, რომ მისტერ პენდელტონს მისი შვილად აყვანა უნდოდა, მაგრამ პოლიანა არც ახლა აპირებდა დეიდის გულის ტკენას და იმაში გამოტყდომას, რომ თუნდაც სულ ერთხელ და სულ ერთი წუთით, მაგრამ მაინც, თავში გაივლო და საყვარელი დეიდა პოლის მიტოვებაზე იფიქრა!
She had forgotten that she had never told her aunt of Mr. Pendleton’s desire to adopt her—and certainly she would not wish to tell her now that she had ever thought for a minute of leaving her—this dear Aunt Polly!
195558.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– „გვერდით ბავშვის ყოფნა“, – ჩაიბუტბუტა მან ნაჩქარევად;
‘The child’s presence,’ stammered Pollyanna, hastily.
195559.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– უბრალოდ, მისტერ პენდელტონმა ერთხელ მითხრა, რომ ნამდვილი ბუდის შესაქმნელად შენ გვერდით საყვარელი ქალის ან ბავშვის ყოფნაა საჭიროო... ასე რომ, მისტერ პენდელტონისთვის ახლა ეს „გვერდით ბავშვის ყოფნა“ იქნება.
‘Mr. Pendleton told me once, you see, that only a woman’s hand and heart or a child’s presence could make a—a home. And now he’s got it—the child’s presence.’
195560.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– აჰა, გასაგებია, – ძალიან ალერსიანად უპასუხა მის პოლიმ და მისთვის ყველაფერი მართლაც გასაგები გახდა, თანაც იმაზე მეტად, ვიდრე პოლიანას ეგონა.
‘Oh, I—see,’ said Miss Polly very gently; and she did see—more than Pollyanna realized.