მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195561.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ახლა ნამდვილად ესმოდა, რამხელა წნეხს გაუძლო თავად პოლიანამ, როცა ჯონ პენდელტონმა საცხოვრებლად მასთან გადასვლა სთხოვა და ამ „გვერდით ბავშვის ყოფნით“ თავისი უზარმაზარი, ცივი და ნაცრისფერი სახლის ნამდვილ ბუდედ გადაქცევა მოინდომა;
She saw something of the pressure that was probably brought to bear on Polly anna herself at the time John Pendleton was asking HER to be the ‘child’s presence,’ which was to transform his great pile of gray stone into a home.
195562.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– მესმის, საყვარელო, – გაიმეორა მან და იგრძნო, რომ მოულოდნელად მომდგარმა ცრემლებმა თვალები აუწვა.
‘I see,’ she finished, her eyes stinging with sudden tears.
195563.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
პოლიანა კი იმის შიშით, რომ დეიდა პოლი მისტერ პენდელტონზე ლაპარაკს გააგრძელებდა და არასასურველ სხვა კითხვებსაც დაუსვამდა, სასწრაფოდ თემის შეცვლას შეეცადა.
Pollyanna, fearful that her aunt might ask further embarrassing questions, hastened to lead the conversation away from the Pendleton house and its master.
195564.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ექიმი ჩილტონიც ამბობს, რომ ნამდვილი სახლის შექმნას საყვარელი ქალის და ბავშვის გვერდით ყოფნა სჭირდება, – აღნიშნა მშვიდად.
‘Dr. Chilton says so, too—that it takes a woman’s hand and heart, or a child’s presence, to make a home, you know,’ she remarked.
195565.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ექიმი ჩილტონი? საიდან იცი?
‘DR. CHILTON! How do you know—that?’
195566.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– თვითონ მითხრა.
He told me so.
195567.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
თავის სახლზე ამბობდა, ეს სახლი კი არა, უბრალოდ, ორი ოთახია, რომელშიც ვცხოვრობ და ვმუშაობო... და მაშინ მითხრა.
‘Twas when he said he lived in just rooms, you know—not a home.
195568.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მის პოლიმ გოგონას არაფერი უპასუხა და ფანჯრისკენ თავმიბრუნებული შორეთს მიაჩერდა.
Miss Polly did not answer. Her eyes were out the window.
195569.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– მერე ვკითხე, რატომ არ ცდილობთ, რომ ეს გქონდეთ - მეთქი... ანუ, რატომ არ ცდილობთ, რომ სახლი გქონდეთ და მოსიყვარულე ქალთან ერთად იცხოვროთ-მეთქი.
‘So I asked him why he didn’t get ‘em.—a woman’s hand and heart, and have a home.’
195570.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– პოლიანა! – მის პოლიმ თავი სწრაფად მოაბრუნა და პოლიანას ერთიანად გაწითლებულმა შეხედა.
‘Pollyanna!’ Miss Polly had turned sharply. Her cheeks showed a sudden color.
195571.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– მერე?.. რა გიპასუხა? – ჰკითხა მის პოლიმ ისეთი გამომეტყველებით, თითქოს მთელი ძალისხმევის მოკრება და საკუთარ თავში რაღაც ისეთის გადაბიჯება დასჭირდა, რაც კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა.
‘What did he—say?’ Miss Polly asked the question as if in spite of some force within her that was urging her not to ask it.
195572.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– დიდხანს არ მპასუხობდა, მერე კი ძალიან ხმადაბლა მითხრა, საყვარელი ქალის გულის მოგება ყოველთვის არ ხერხდება, მაშინაც კი, როცა ეს ძალიან გინდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებო.
‘He didn’t say anything for a minute; then he said very low that you couldn’t always get ‘em for the asking.’
195573.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მის პოლიმ ისევ ფანჯრისკენ გაიხედა და, არაბუნებრივად შეფაკლული, შორეთს მიაჩერდა.
Miss Polly’s eyes had turned again to the window. Her cheeks were still unnaturally pink.
195574.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
პოლიანამ ამოიოხრა.
Pollyanna sighed.
195575.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ვიცი, რომ მისტერ ჩილტონს მოსიყვარულე ქალის პოვნა უნდა და მეც ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეპოვა.
‘He wants one, anyhow, I know, and I wish he could have one.’
195576.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– რას ამბობ, პოლიანა? ეგ საიდანღა მოიტანე?
‘Why, Pollyanna, HOW do you know?’
195577.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– ვიცი, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ შემდეგი შეხვედრისას კიდევ რაღაც მითხრა.
Because, afterwards, on another day, he said something else.
195578.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
ესეც ძალიან ჩუმად თქვა, მაგრამ მე მაინც გავიგონე.
He said that low, too, but I heard him.
195579.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
მითხრა, ამქვეყნად ყველაფერს გავიღებდი, იმის გულის მოგება რომ შემეძლოს, ვინც...
He said that he’d give all the world if he did have one woman’s hand and heart.
195580.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
დეიდა პოლი, რა მოხდა?
Why, Aunt Polly, what’s the matter?