მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195581.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– მის პოლი სკამიდან ელდანაკრავივით წამოხტა და ფანჯარასთან მივიდა.
Aunt Polly had risen hurriedly and gone to the window.
195582.
პოლიანა | თავი XXVII, ორი ვიზიტი
– არაფერი, საყვარელო, უბრალოდ, მინდა, კუნწულები მზისკენ გადავწიო, – თქვა ქალმა და ამჯერად უკვე ისე გაწითლებული, გეგონებოდა, სახეზე ცეცხლი უკიდიაო, პოლიანასკენ ზურგით შებრუნდა.
‘Nothing, dear. I was changing the position of this prism,’ said Aunt Polly, whose whole face now was aflame.
195583.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ჯონ პენდელტონის მეორე ვიზიტიდან მალევე, ერთხელ, ნაშუადღევს, მის პოლის მილი სნოუ ესტუმრა.
It was not long after John Pendleton’s second visit that Milly Snow called one afternoon.
195584.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მის პოლის სასტუმრო ოთახში შესვლისთანავე ის ფეხზე წამოდგა და მორცხვად გაწითლდა.
She blushed and looked very embarrassed when Miss Polly entered the room.
195585.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– თქვენთან... თქვენთან იმისთვის მოვედი, რომ მის პოლიანას ამბავი გამეგო, – ამოილუღლუღა ენადაბმულმა.
‘I—I came to inquire for the little girl,’ she stammered.
195586.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– გმადლობთ ყურადღებისთვის.
‘You are very kind.
195587.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა.
She is about the same.
195588.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
დედათქვენი როგორ არის? – დაღლილი ხმით ჰკითხა მის პოლიმ.
How is your mother?’ rejoined Miss Polly, wearily.
195589.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– სწორედ ამის თქმა მინდოდა თქვენთვის... უფრო სწორად, თქვენთვის მინდოდა მეთხოვა, რომ მის პოლიანასთვის გადაგეცათ, – სულისმოუთქმელად, ჩქარ-ჩქარა და უთავბოლოდ დაიწყო მილიმ
‘That is what I came to tell you—that is, to ask you to tell Miss Pollyanna,’ hurried on the girl, breathlessly and incoherently.
195590.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ორივე ვფიქრობთ, რომ ეს... საშინელებაა... საშინელი უსამართლობაა, რომ ეს არაჩვეულებრივი ბავშვი... იმის მერე, რაც ჩვენთვის... დედასთვის გააკეთა, ვეღარასოდეს ვეღარ გაივლის.
‘We think it’s—so awful—so perfectly awful that the little thing can’t ever walk again; and after all she’s done for us, too.
195591.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და, როცა გავიგეთ, რომ ახლა უკვე თვითონ ვეღარ თამაშობს... საბრალო, საყვარელი გოგონა!
And when we heard how now she couldn’t play it herself—poor little dear!
195592.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ასეთ მდგომარეობაში როგორ შეძლებს!..
I’m sure I don’t see how she CAN, either, in her condition!—
195593.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მაგრამ, მე და დედა იმ ყველაფერს რომ ვიხსენებდით, რასაც მის პოლიანა გვეუბნებოდა, ვიფიქრეთ, რომ თუ როგორმე გავაგებინებდით, რამდენი კარგი რამ გააკეთა ჩვენთვის, იქნებ ეს მის პოლიანასაც დახმარებოდა, ანუ, ამ შემთხვევაში, საკუთარ თავზე... თამაშში, ხომ გესმით.
But when we remembered all the things she’d said to us, we thought if she could only know what she HAD done for us, that it would HELP, you know, in her own case, about the game.
195594.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
იმიტომ, რომ ამან შეიძლება გაახაროს... უფრო სწორად, ცოტა მაინც გაახაროს, – მილი უმწეოდ გაჩუმდა და პასუხის მოლოდინში მის პოლის მიაჩერდა.
Because she could be glad—that is, a little glad—‘ Milly stopped helplessly, and seemed to be waiting for Miss Polly to speak.
195595.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მის ჰარინგტონი ხმისამოუღებლად იჯდა და სანამ მილი ლაპარაკობდა, სტუმარს თავაზიანი, მაგრამ თვალებში კითხვაჩამდგარი, ცოტა არ იყოს დაბნეული გამომეტყველებით უსმენდა.
Miss Polly had sat politely listening, but with a puzzled questioning in her eyes.
195596.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მილის ნათქვამიდან მან ნახევარზე მეტი ვერ გაიგო.
Only about half of what had been said, had she understood.
195597.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მილი სნოუ მას მთლად ჭკვიანად ისედაც არასდროს მიაჩნდა, მაგრამ ასეთ მდგომარეობას ვერასდროს წარმოიდგენდა.
She was thinking now that she always had known that Milly Snow was ‘queer,’ but she had not supposed she was crazy.
195598.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ყოველ შემთხვევაში, სიტყვების ამ უთავბოლო, არალოგიკურ და უაზრო ნაკადს სხვა ახსნას ნამდვილად ვერ მოუძებნიდა.
In no other way, however, could she account for this incoherent, illogical, unmeaning rush of words.
195599.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
პაუზა რომ გაიწელა, მის პოლი ფიქრიდან გამოერკვა და მილის რაც შეიძლებოდა მშვიდად მიმართა;
When the pause came she filled it with a quiet;
195600.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– კარგი, მაგრამ ცოტა დავიბენი, მილი.
I don’t think I quite understand, Milly.